საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
tb_parazitka |
Jan 10 2010, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 5-December 07 მდებარ.: i'm lost in this bloody reality.. წევრი № 3,364 |
გამარჯობათ
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : ) -------------------- I am the SASH of BLUES
J☮☮d |
nikolas |
Nov 24 2010, 11:41 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
კი კი, ერთია...ანუ იმ დროს ინფრმატიკის გაკვეთილზე ვიჯექი და ისე დავპოსტეე
ნუ ზღაპრების რა გითხრათ მაგრამ ვისაც სურს ის დაიჯერებს...იმით დავიწყოთ, რომ ლეონარდო და ვინჩი ღვთაებრივი ქალური საწყისის კონცეფციის მიმდევარი გახლდათ, ანუ წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ადრექრისტეანულმა ეკლესიამ წარმართული ქალღმერთების დემონიზირება მოახდინა და წინა პლანზე მამაკაცური საწყისი წამოაყენა. ეს ფრესკა, რომელიც სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ამშვენებს, რამდენიმე ისეთ დეტალს შეიცავს, რომელზედაც ნამდვილად ღირს დაფიქრება...თუნდაც ის, რომ ყველაზე ღიღსშესანიშნავ ადგილას, უფლის გვერდით სწორედაც რომ ქალი ზის...კარგად დააკვირდით მის გრძელ, ტალღოვან წითურ თმებს, მოხდენილ ხელებს...კიდევ უფრო ახლოდან რომ დავაკვირდეთ აშკარად დავინახავთ მკერდის ნაკვთებსაც. ამ ფაქტს ნამდვილად ვერ ვუარყოფთ, რადგანაც ლეონარდომ სახელი სწორედაც რომ სქესთა შორის განსხვავებების გამოხატვით გაითქვა. რატომღაც ამ ქალს ვერავინ ამჩნევს და ეს ცნობიერების ბრალია, რომელშიც ღრმადაა აღბეჭდილი ამ შედევრის სახეები და ის იმდენად ძლიერია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მხედველობას ატყუებს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ეს ქალი ვერ დაინახეთ არის 1954 წლის ფოტოალბომები, სადაც ამ ფრესკის დეტალები მტვრით, ჭუჭყითა და სარესტავრაციო საღებავის რამდენიმე შრითაა დაფარული. მოგვიანებით ეს ფრესკა აღადგინეს , რამაც შესაძლებლობა მოგვცა გვენახა მისი ორიგინალი...ხელოვნებათმცოდნეების აზრით ეს ქალი მარიამ მაგდალინელი უნდა იყოს, რომელიც რატომღაც მეძავად მოიხსენიება, არადა უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი გახლდათ... პ.ს. ისე ცნობისთვის, და ვინჩი რაღაც დროის მანძილზე საიდუმლო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, რომელსაც ერთი საიდუმლო უნდა დაეცვა...ამ ორგანიზაციას სიონის პრიორატი ერქვა...მასში ასევე ისააკ ნიუტონი, სანდრო ბოტიჩელი, ვიქტორ ჰიუგო და სხვანი მრავალი საზოგადო მოღვაწეები შედიოდნენ... ისე, ურიგო არ იქნებოდა, რომ და ვინჩის სხვა შედევრებიც განგვეხილა. მაგ: "მონა ლიზა" ან "ვიტრუვიუსის ადამიანი", "მადონა მღვიმეში"... -------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი