![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
მოგესალმებით.
შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა. მათე: 21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს? და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს? იოანე: 16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ. 16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"? და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ციტატა 21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. Molen21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. აი განმარტება: მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოება და არა შეორგულდეთ, არ გექნებათ მერყეობა ეჭვების გამო, არა ხოლო ლეღვისა ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას (მოციქულების თვალწინ იყო ელეონის მთა) აღიფხუარ ამიერ, და შთავარდი ზღუასა, იყოს ეგრეთ, ასე მოხდება თქვენი რწმენისამებრ. და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცუასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ, უსათუოდ. რწმენას, ლოცვით ფრთებშესხმულს, აყავს ადამიანი ზეცას და აყენებს მას ყოვლისშემძლე ღმერთის პირისპირ და ხდის მას მის ყოვლისშემძლეობის თანამონაწილეს. ღმერთი აძლევს მას თავის ყოვლისშემძლეობის უფლებასა და ძალას ბუნებაზე, მაგრამ ამასთან თქვენ უნდა იცოდეთ მტკიცედ, - დასძინა უფალმა, რომ შეუდგებით რა ასეთ ლოცვას, უნდა ყველაფერი შეუნდოთ, თუკი ვინმეს მიმართ გაქვთ რაიმე ძვირი, სხვანაირად ზეციური მამაც ვერ შეგინდობთ თქვენ შეცოდებებს; ამის გარეშე კი თქვენს თხოვნა-ვედრებას არ ექნება არავითარი ძალა. უკანსკნელი მოულოდნელი დარიგება იყო დროული მოწაფეებისთვის. „იმათი კეთილი გულის მიუხედავად, ჯერ კიდევ აკლდათ ის თავგანწირვა, რაც ასე საჭირო იყო მოციქულებისთვის, რომელთაც მიიღეს უფლება ბუნების ძალაზე მბრძანებლობისა. მათთვის, მაგალითად, თავის მოსაწონ საქმედ ითვლებოდა ზეციდან ცეცხლის გადმოყვანა მთელი სოფლების აღსაგველად მხოლოდ იმისათვის, რომ იქ მცხოვრებლებმა ვერ მიაგეს უფალს საჭირო პატივი (ლკ. 9,54). მოწაფეთა სულის ასეთი განწყობისას, მათი მასწავლებლის გუშინდელი მოქმედება ლეღვის ხის მიმართ, შეიძლებოდა გაეგოთ დამახინჯებულად, ამიტომ საჭირო იყო შეხსენება იმისა, რომ რწმენა სიყვარულის გარეშე არაფერია. და მოწაფენიც, უდავოა მიხვდნენ, თუ საით მიანიშნებდა მათ მოძღვრება სხვათა პატიებაზე“ (მთ. ეპ. ინოკენტი). - ნეტარი თეოფილაქტე ამბობს: „მე მეტყვიან: თუ მე მოვითხოვ რაიმე საზიანოს უგუნური რწმენით და მე უფალი მომცემს ამას, ნუთუ მე მივიღებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვითხოვ ამას რწმენით? - ვუპასუხებ: როგორ იქნება მაშინ ღმერთი კაცთმოყვარე, თუკი იგი შემისრულებს ჩემთვის საზიანო სათხოვარს? როცა გესმის რწმენაზე, იფიქრე არა გაუაზრებელ რწმენაზე, არამედ ჭეშმარიტებაზე, სწორედ ისეთზე, რომელზედაც ამბობს უფალი, და ისეთ ლოცვაზე, რომელშიც ჩვენ ვითხოვთ სასარგებლოს, როგორც უფალმაც დაგვიდგინა, როცა ამბობს: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდლსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ (მთ. 6,13). და კიდევ, ყურადღება მიაქციე სიტყვებს: „არა შეორგულდეთ“. რადგან, ვინც ღმერთთან არის შეერთებული და და არასდროს შორდება მას, ასეთი როგორ ითხოვს რაიმე სავნოს? ასე რომ, თუ ჩვენ განუშორებლად ვიქნებით ღმერთთან და გვექნება შეუორგულებელი რწმენა, მაშინ მივიღებთ ჩვენი კეთილი სათხოვარისამებრ სასიკეთოს, რამეთუ უფალი იძლევა სიკეთეს და არა ბოროტს“. http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/21_18-22.htm -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი