ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
კანონისტი |
Feb 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,
გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით. აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას! ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mari24 |
Mar 20 2007, 02:23 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 17-February 07 წევრი № 1,102 |
შემოგიერთდებით და ვიტყვი რომ მართლაც დზალიან სასარგებლო ნაბიჯია ამ ორგანიზაციის დაფუძვნება! ხმერთმა ყველას ხელი მოგვიმართოს მის ზრდა განვითარებაში!
ამასთან ერთად მინდა პროტესტით ავღნიშნო დღეს გამოტანილი განაჩენი 14 წლის ზერეკიძის მიმართ 7 წლის ვადით, მისი ცხოვრება ფაქტიურად გაუბედურებულია, ციხეში მას გამოსწორება ნამდვილად აღარ ემუქრება. კარგი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების კოლონიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადაცემა(სახელმწიფო დაფინანსებით), რაც ბევრ გზააბნეულს ტაძრისკენ მიმავალ გზას გაუკაფავდა, თუმცა ერთ ჯერზე ბევრი მომინდა ან/და ხომ შეიძლება საპატრიარქომ სასჯელაღსრულებით ინსტანციებს, ხელისუფლებას თხოვნით მიმართოს ანალოგიური ,,სამართლიანი სასჯელის" მოხდა არასრულწლოვანი პატიმრების მიერ სამონასტრო დაწესებულებებში განხორციელდეს? ღმერთმა გვაპოვნინოს სამართალი და გამოსავალი... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 10:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი