საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
tb_parazitka |
Jan 10 2010, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 5-December 07 მდებარ.: i'm lost in this bloody reality.. წევრი № 3,364 |
გამარჯობათ
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : ) -------------------- I am the SASH of BLUES
J☮☮d |
nikolas |
Nov 27 2010, 12:01 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
ქვენა, გეთანხმები, რომ მარიამ მაგდალინელის მეძავობა, მართლაც კათოლიკური ვერსიაა, თუმცაღა... მის ვერც უკეთეს დახასიათებას მართლმადიდებლურ სახარებაშიცვერ ვკითხულობთ...ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი, სადაც იესო ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება განიხილება...თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს. თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება...კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა...ვერ ვიტყვი, რომ მეცნიერთა აზრს ვემხრობი, თუმცაღა იმის უარყოფა, რომ სხვა სახარებებიც არსებობდა არ შეიძლება... ახლა ერთ ძალზედ საინტერესო ფრაგმენტს მოგიყვანთ, რომელიც ამოღებულია ფილიპე მოციქულის სახარებიდან...
"ჩვენი მხსნელის მხლებელი- მარიამ მაგდალინელი. ქრისტეს ის ჩვენზე უფრო უყვარდა და ხშირად კოცნიდა ტუჩებში. დანარჩენებს სწყინდათ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ისინი ეუბნებოდნენ: "ნუთუ ის ჩვენზე უფრო გიყვარს?" მარიამ მაგდალინელის სახარებიდან: "და თქვა პეტრემ: "რა? მხსნელი მართლაც ესაუბრებოდა ქალს ჩვენს გარეშე? ამიერიდან ამ ქალს უნდა დავუჯეროთ? ის ჩვენ გვამჯობინა?" და ლევიტმა უპასუხა მას: "შენ ყოველთვის ღელავ პეტრე, ახლა კი ამ ქალთან დაპირისპირება გადაწყვიტე. თუ კი თავად მხსნელმა გამოირჩია ის, რა უფლება გაქვს შენ უაყო იგი. მხსნელი კარგად იცნობს მას, ამიტომ უფრო მეტად უყვარს ვიდრე ჩვენ!" კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს სახარებები არ არის შეტანილი ახალ აღთქმაში...დასკვნა თავად გამოიტანეთ... პ.ს. მე პირადად მშვენივრად ვარჩევ მკერდს...ხო, ისე მარიამ მაგდალინელი ბენიამინის გვარის გამგრძელებელია...დანარჩენს მოგვიანებით დავწერ... -------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი