![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ესეგი რაზეა საუბარი...
ამბობენ რომ რადგან მამა ღმერთს ჰქვია მამა, ხოლო ძეს ჰქვია ძე - ესეგი ორივე მუდამ არსებობდა... მაგრამ, თუ ეს ასეა და ეს სახელი ჰიპოსტასურ თვისებას გადმოცემს, მაშინ რატომ არ აქვს ღმერთს მეორე სახელი? თუ ბიბლია არ უწოდებს ღმერთს იმ სახელს, რაც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია ეგ თვისება... წერია რომ "სულიწმინდა მამისგან გამოვალს", მაგრამ იესოზე არამარტო წერია "მხოლოდშობილი ძე", არამედ ღმერთსაც ეწოდება მამა, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ მამა მუდამ მამა იყო... მაგრამ სულიწმინდაზე არ გვაქვს მსგავსი რამ... ღმერთს არ აქვს სახელი რაც მის ამ ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავდა... იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაა, არადა მას აქვს 2 ჰიპოსტასური თვისება - მამობა და სულიწმინდის გამომავლობა... ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე... კი ბატონო, მაგრამ სიტყვები "სამება" და "ერთარსი" - ამგვარი დამატებები თუ შესაძლებელია, რატომ არაა შესაძლებელი ღმერთის ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელი სახელის დამატება? აი ეს ვერ გამიგია... თუ ღმერთს არ აქვს სახელი რომელიც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია... იგი არ ყოფილა მუდამ ამ თვისების მატარებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Otherguy
სიმართლე რომ გითხრა ძალიან გაურკვევლად გამოგივიდა. თუ არ შეწუხდები ცოტა გასაგებად დაწერე რას კითხულობ? თუმცა ზოგიერთ ციტატაზე კომენტარს აქვე გავაკეთებ. ციტატა ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე მე არ ვიცი კონკრეტულად ბასილი დიდის რომელ ციტატას გულისხმობ, მაგრამ ბასილი დიდს რომ ამგვარი განწყობა ჰქონოდა, ეს ცოტა არ იყოს შეუსაბამოა მის მოღვაწეობასთან. ვიცი მომიტან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატას და მეტყვი აიო, მაგრამ ეს არც არაფერზე იმეტყველებს. ბასილი და ზოგადად კაბადოკიელი მამები იყვნენ ის პირები, რომლებმაც ზუსტად გამიჯნეს "არსება" და "ჰიპოსტასი" ერთმანეთისგან და ისინი ზუსტი შინაარსით დატვირთეს. და თუკი ბასილი იმ განწყობისა იყო, რომ სამების შესახებ არაბიბლიური სიტყვა არ უნდა ვიხმაროთ, მაშინ ის არც ტერმინ "არსების" მომხრე უნდა ყოფილიყო მამისა და ძის ურთიერთობის გამოსახატავად. ისევე როგორც ტერმინი "სამება" არაა ბიბლიური და სხვა. ასე რომ ბასილი დიდის ამ კონტექსტში მოტანა აბსურდია. დანარჩენზე კი მას შემდეგ რაც ცოტა გასაგებად დაწერ რისი თქმა გინდა, ერთი რჩევის გათვალისწინებით: სიტყვა "სახელს" ნუ იყენებ აღნიშნულ კონტექსტში, რადგან სახელი თვისება არ არის. თუ შენს ახელზე საუბრობ ეს გამოკვეთე, თუ თვისებაზე ამაზე გაამახვილე ყურადღება, რაღაც არეულია ერთმანეთში სათქმელი და გასაგებად ცოტა რთულია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი