![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ესეგი რაზეა საუბარი...
ამბობენ რომ რადგან მამა ღმერთს ჰქვია მამა, ხოლო ძეს ჰქვია ძე - ესეგი ორივე მუდამ არსებობდა... მაგრამ, თუ ეს ასეა და ეს სახელი ჰიპოსტასურ თვისებას გადმოცემს, მაშინ რატომ არ აქვს ღმერთს მეორე სახელი? თუ ბიბლია არ უწოდებს ღმერთს იმ სახელს, რაც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია ეგ თვისება... წერია რომ "სულიწმინდა მამისგან გამოვალს", მაგრამ იესოზე არამარტო წერია "მხოლოდშობილი ძე", არამედ ღმერთსაც ეწოდება მამა, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ მამა მუდამ მამა იყო... მაგრამ სულიწმინდაზე არ გვაქვს მსგავსი რამ... ღმერთს არ აქვს სახელი რაც მის ამ ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავდა... იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაა, არადა მას აქვს 2 ჰიპოსტასური თვისება - მამობა და სულიწმინდის გამომავლობა... ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე... კი ბატონო, მაგრამ სიტყვები "სამება" და "ერთარსი" - ამგვარი დამატებები თუ შესაძლებელია, რატომ არაა შესაძლებელი ღმერთის ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელი სახელის დამატება? აი ეს ვერ გამიგია... თუ ღმერთს არ აქვს სახელი რომელიც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია... იგი არ ყოფილა მუდამ ამ თვისების მატარებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
(Νικόλαος)
სიტყვის ჩამატებაზე მე არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ მამას სჭირდება სახელი რომელიც მის ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავს... afxazi არ ვიცი, ეს კითხვა დავუსვი ერთ მართლმადიდებელს და მან ზუსტად გაიგო რაც ვიგულისხმე და ეს მიპასუხა: წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: “სამებაზე მსჯელობისას ჩვენთვის საკმარისია ვაღიაროთ ის სახელები, რომლებიც საღმრთო წერილიდან ვიცით და ამასთანავე ყოველთვის უნდა ვერიდოთ სიახლეთა შემოღებას, რამეთუ ჩვენი ხსნა-ცხონება !!სახელების გამოგონებაში!! კი არ მდგომარეობს, არამედ ღმერთის სწორ, მართალ აღიარებაში, რაც რწმენით გაგვითავისებია” [თუმცა ვერ მითხრა საიდანაა] მე ეს არ მაინტერესებს... მე მაინტერესებს - თუ ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამი სიტყვა "მამა" იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მუდამ მამა იყო, ესეგი ეს მისი ჰიპოსტასური თვისებაა... მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არ უწოდებს ბიბლია ღმერთს მეორე ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელ სახელს? სულიწმინდის გამომავლობა თუ ისეთივე "სრულუფლებიანი" ჰიპოსტასური თვისებაა, როგორიც მამობა, მაშინ რატომ არ უწოდებს ბიბლია ამ სახელს მას? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Fewlless |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 10-October 10 წევრი № 9,613 ![]() |
Otherguy
-პირველ რიგში გამარჯობა. ![]() -წმ.იოანე დამასკელის ნაშრომში - „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ ვკითხულობთ: -„ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა.-ბოლო ამზაციდან ვხედავთ, რომ მამა არა მხოლოდ ძის შობითობის მიზეზია, არამედ სულიწმინდის გამომავლობისაც, ასე რომ მისი მამობა (რაც უპირველესად „პირველმიზეზობას“ გამოხატავს) არა მხოლოდ ძეზე ვრცელდება, არამედ სულიწმინდაზეც (და ამ ორ უკანასკნელთან ერთად ყოველივე სულიერზე). ასე რომ, არ ვსაჭიროებთ (ჩვენ, რადგან ღმერთი თავისთავად არაფერს საჭიროებს) სამების პირველი წევრის სხვა და/ან დამატებით სახელს, რადგან „მამობა“ თავის თავში უკვე მოიცავს ძის შობითობასაც და სულიწმინდის გამომავლობასაც. -რაც შეეხება შენს თავდაპირველ შეკითხვას: „მამა ღმერთი, მარტო მამაა? რატომ ეს სახელი მარტო?“ – ეს იგივეა რაც იკითხო: მამა ღმერთი მარტო ყველაფრის დასაბამია? მეტი არაფრის?... ![]() P.s - მე მგონი, შეკითხვა სწორად გავიგე... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი