![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ესეგი რაზეა საუბარი...
ამბობენ რომ რადგან მამა ღმერთს ჰქვია მამა, ხოლო ძეს ჰქვია ძე - ესეგი ორივე მუდამ არსებობდა... მაგრამ, თუ ეს ასეა და ეს სახელი ჰიპოსტასურ თვისებას გადმოცემს, მაშინ რატომ არ აქვს ღმერთს მეორე სახელი? თუ ბიბლია არ უწოდებს ღმერთს იმ სახელს, რაც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია ეგ თვისება... წერია რომ "სულიწმინდა მამისგან გამოვალს", მაგრამ იესოზე არამარტო წერია "მხოლოდშობილი ძე", არამედ ღმერთსაც ეწოდება მამა, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ მამა მუდამ მამა იყო... მაგრამ სულიწმინდაზე არ გვაქვს მსგავსი რამ... ღმერთს არ აქვს სახელი რაც მის ამ ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავდა... იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაა, არადა მას აქვს 2 ჰიპოსტასური თვისება - მამობა და სულიწმინდის გამომავლობა... ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე... კი ბატონო, მაგრამ სიტყვები "სამება" და "ერთარსი" - ამგვარი დამატებები თუ შესაძლებელია, რატომ არაა შესაძლებელი ღმერთის ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელი სახელის დამატება? აი ეს ვერ გამიგია... თუ ღმერთს არ აქვს სახელი რომელიც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია... იგი არ ყოფილა მუდამ ამ თვისების მატარებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Fewlless
ღმერთს არაფერი არ სჭირდებაო ამბობ... ![]() და ბიბლია რომ არსად არ უწოდებს ღმერთს ამ ჰიპოსტასური მიხედვით სახელს? ![]() ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Fewlless |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 10-October 10 წევრი № 9,613 ![]() |
Otherguy
ციტატა ღმერთს არაფერი არ სჭირდებაო ამბობ... -მე არ ვამბობ, წმინდა მამები ამბობენ ![]() ![]() ციტატა და ბიბლია რომ არსად არ უწოდებს ღმერთს ამ ჰიპოსტასური მიხედვით სახელს? -შემდეგი წინადადებით თვითონვე თქვი, რომ უწოდებს ![]() ციტატა მარტო ერთგან წერია "გამოვალს მამისგან", რომელიც ათას რამეს შეიძლება ნიშნავდეს... -ჩემს წინის წინა პოსტში წმ. იოანე დამასკელის ციტატაში გარკვევით წერია:„რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად...“-იქნებ მითხრა, შენ რით განასხვავებ შობასა და გამომავლობას? ![]() ციტატა მამას ხომ ეწოდება მამა, ძეს ძე, ესეგი ბიბლია გვანახებს რომ არსებობს ჰიპოსტასური კავშირი და იესო მარტო სულიერი ძე არაა... -და ლოცვისას, როცა მამას მხოლოდ მამას ვუწოდებთ (და არა იმას რაც წინა პოსტში დავწერე მრწამსის შესახებ), ამით მაგ კავშირს უარვყოფთ? და თუ არ უარვყოფთ, ესე იგი აღარ ყოფილა საჭირო (ჩვენთვის) მამას სხვა და/ან დამატებითი სახელი ვუწოდოთ, იმის გამოსახატად, რომ თურმე (თითქოს ახალი აღმოჩენა იყოს) მამა არ ყოფილა მხოლოდ ძის შობის მიზეზი, არამედ სულიწმინდის გამომავლობისაც... და საჭიროა მამას სასწრაფოდ ახალი სახელი მოვუძებნოთ, თორემ დაირღვა დოგმატთა მთელი წყობა ![]() ![]() P.s – აი ამ ბოლო შეკითხვაზე მიპასუხე და თავად გასცემ შენივე კითხვას (მამა ღმერთი მხოლოდ მამაა?) პასუხს: როცა მამას მხოლოდ მამას ვუწოდებთ, უარვყოფთ და/ან არ ვგულისხმობთ იმას, რომ მამა სულიწმინდის გამომავლინებელიცაა და არა მხოლოდ ძის მშობელი (მამა)? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი