სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| mr_morrison |
Feb 25 2007, 01:24 AM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
თუ ვინმეს გაქვთ ამ საეკლესიო კრების შესახებ სტატიები გთხოვთ ატვირთოთ
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
![]() ![]() |
| marine |
Mar 20 2007, 01:42 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართველები ფერარა-ფლორენციის კრებაზე
პაპი ევგენი IV შეუდგა ქრისტიანული საეკლესიო "სხიზმის" გაუქმებას. ამ მიზანს ემსახურებოდა საეკლესიო კრებები ფერარასა და ფლორენციაში. 1439წ. ივლისს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ეკლესიების გაერთიანების აქტს. საბოლოოდ ამ ყრილობაზე გაფორმდა უნია კათოლიკურსა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, მაგრამ მას, ფაქტობრივად შედეგი არ მოყოლია. ქართველები ბოლომდე მტკიცედ დარჩნენ. ფლორენცია-ფერარას კრებაზე საქართველომ გააგზავნა სამი წარმომადგენელი: თბილის-მანგლისის ეპისკოპოსები გრიგოლი და იოვანე და წარჩინებული თავადი, რომლის სახელი უცნობია. დელეგაციის მიზანი, როგორც ჩანს იყო ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დადება თურქების წინააღმდეგ, მაგრამ კრებაზე გამოჩნდა, რომ რომის პაპი მუქარითა და იძულებით მოითხოვდა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიის თავისი ეგიდის ქვეშ გაერთიანებას, ამასთანავე, არავითარ გარანტიას არ იძლეოდა მუსულმანებისაგან მართლმადიდებელი ქვეყნების დაცვას. ხანგრძლივი კამათისა და ფიზიკური ზეწოლის შედეგად უმრავლესობა იძულებული გახდა ხელი მოეწერა გაერთიანების აქტისთვის. მხოლოდ უმცირესობა, მათ შორის ქართველები ბოლომდე დარჩნენ მტკიცედ, არავითარ დათმობაზე არ წასულან და ხელი არ მოაწერეს სამარცხვინო შეერთებას. ერთ-ერთი ქართველი წარგზავნილი - ეპისკოპოსი გრიგოლი განერიდა ძალადობას, გაიქცა კრებიდან და დაბრუნდა სამშობლოში. მეორემ - ეპისკოპოსმა იოანემ, გადაიცვა მათხოვრის სამოსი, აიღო საქართველოდან ჩამოტანილი ფული, მიმოდიოდა იტალიაში და ყველგან ქადაგებდა პაპ ევგენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ამხელდა მის ცოდვებს. თავადმა კი პაპის დაჟინებულ მოთხოვნას ბრძნული პასუხი გასცა: "... ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმიდა მოციქულთა ტრადიციებსაც... ამისგან არასოდეს გადაგვიხვევია, არაფერი არ დაგვიმატებია, არაფერი მალულად არ წაგვიღია, (წარმოსადგენი) მინიმუმიც კი. რომის ეკლესიამ კი (მრავალი რამ) დაუმატა და საბოლოოდ წმიდა მამების (სწავლების) საზღვრები გადალახა. ამის გამო თქვენს ეკლესიას ჩვენ ჩამოვშორდით და ორივე გაყრის გზით წავედით..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
mr_morrison ფერარა-ფლორენციის Feb 25 2007, 01:24 AM
KAIROS რა ენაზე ბატონო მო... Feb 25 2007, 11:52 PM
მნათე
შეიძლება მე გიპას... Feb 26 2007, 12:48 AM
KAIROS ქართულად ცოტაა ან ... Feb 26 2007, 01:05 PM
კანონისტი რაღაცეები ვნახე ინ... Feb 26 2007, 01:55 PM
Zeskvi_ucha საინტერესო იყო. არ ... Mar 21 2007, 12:52 AM
mr_morrison მარინე ძალიან დიდი... Apr 7 2007, 09:59 AM
marine mr_morrison
არაფრის, პირი... Apr 11 2007, 02:50 PM
Lile მოგესალმებით. მე ა... Jun 6 2007, 08:44 PM
Lile დიდი მადლობა მნათე... Jun 7 2007, 10:43 AM
მნათე Lile
არაფრის, გავეცნო... Jun 7 2007, 11:46 AM
KAIROS საინტერესო იყო და ... Jun 7 2007, 06:30 PM
Lile დიდი მადლოა კაიროს... Jun 9 2007, 12:58 AM
KAIROS
აუცილებლად, ისე კი ... Jun 16 2007, 12:46 PM
ALIUS აღსანიშნავია რომ მ... Apr 8 2011, 08:32 PM
marine "XV საუკუნის სიგელ-... Jul 10 2020, 02:18 PM
marine "[ფერარა-ფლორენცი... Feb 10 2022, 09:00 PM
marine "წმინდა ძღვენის გ... Apr 16 2022, 12:05 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 04:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი