ხანძარი, იქნებ დავეხმაროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხანძარი, იქნებ დავეხმაროთ |
mariami-k |
Nov 24 2010, 11:23 AM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ხაშურში ხანძრის შედეგად ჩემი კოლეგა დაზარალდა. ხანძარი 13 ნოემბერს მოხდა. 8 ოთახიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ერთ–ერთ ოთახში დაწყობილი თივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო დროულად გამოიძახეს ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, სანამ ბორჯომიდან არ ჩამოვიდა დამხმარე სახანძრო მანქანები. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს. ოჯახის წევრები მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა დარჩნენ რაც ეცვათ. ადგილობრივმა გამგეობამ 500 ლარი გამოუყო, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც სახურავი შეაკეთონ, რათა გადარჩენილი კედლები ზამთარში არ დაიშალოს. ქალბატონ ირმას (სახლის პატრონი, ჩემი თანამშრომელი) 3 შვილი ჰყავს, ასევე მეუღლე. რომლებიც დამწვარი სახლის სარდაფში არიან. თუ შესაძლებლობა გექნებათ იქნებ ფორუმელებიც დავეხმაროთ.
ღმერთმა მოგცეთ მოწყალების გაცემის საშუალება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
mariami-k |
Dec 3 2010, 10:59 AM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
.ნინო
ციტატა მარი იქნებ ითავო რა ორგანიზება. ფონდში არაა თანხა ამ წუთას მე ვერ შევძლებ რომ ეს საქმე ვითავო. ინტერნეტით ხშირად სარგებლობას ვერ ვახერხებ, იშვიათად შემოვდივარ აქ. ციტატა ალბათ ტანსაცმელი სჭირდებათ, საოჯახო ნივთები... იქნებ რაღაცით მაინც დავეხმაროთ კარგი იქნებოდა. ტანსაცმლით და ნივთებით მეტ-ნაკლებად ყველა ვეხმარებით, ყველაზე მეტად ფულადი დახმარება სჭირდება, რომ გადარჩენილი კედლები უფრო მეტად არ დაზიანდეს და შეძლონ შენობის ნაწილის გადახურვა მაინც. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი