![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ესეგი რაზეა საუბარი...
ამბობენ რომ რადგან მამა ღმერთს ჰქვია მამა, ხოლო ძეს ჰქვია ძე - ესეგი ორივე მუდამ არსებობდა... მაგრამ, თუ ეს ასეა და ეს სახელი ჰიპოსტასურ თვისებას გადმოცემს, მაშინ რატომ არ აქვს ღმერთს მეორე სახელი? თუ ბიბლია არ უწოდებს ღმერთს იმ სახელს, რაც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია ეგ თვისება... წერია რომ "სულიწმინდა მამისგან გამოვალს", მაგრამ იესოზე არამარტო წერია "მხოლოდშობილი ძე", არამედ ღმერთსაც ეწოდება მამა, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ მამა მუდამ მამა იყო... მაგრამ სულიწმინდაზე არ გვაქვს მსგავსი რამ... ღმერთს არ აქვს სახელი რაც მის ამ ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავდა... იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაა, არადა მას აქვს 2 ჰიპოსტასური თვისება - მამობა და სულიწმინდის გამომავლობა... ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე... კი ბატონო, მაგრამ სიტყვები "სამება" და "ერთარსი" - ამგვარი დამატებები თუ შესაძლებელია, რატომ არაა შესაძლებელი ღმერთის ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელი სახელის დამატება? აი ეს ვერ გამიგია... თუ ღმერთს არ აქვს სახელი რომელიც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია... იგი არ ყოფილა მუდამ ამ თვისების მატარებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
წმ. ეგნატე ანტიოქიელი ამბობს (110 წ.)
"იესო ქრისტე ... იყო მამასთენ ვიდრე დროის შექმნამდე, და დასასრულს გამოჩნდა (გამოაშკარავდა? გვეჩვენა?)" ტერტულიანეც ამბობს, რომ: "რადგანაც ის იყო მხოლოდშობილი უწინარეს ყოველისა ... თავად ღმერთი ამოწმებს "აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა" (ფს 44:1)" ამასვე ამბობს ნიკეის 1 მსოფლიო საეკლესიო კრება 4 საუკუნეში (325 წელს) ასევე კონსტანტინოპოლის 1 კრებაც (381 წ.) "მრწამს...ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი..." ასვე კირილე იერუსალიმელი ამბობს: "--- გვწამს, ძე ღვთისა, ერთადერთი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტესი, რომელიც არის ღმერთი მხოლოდშობილი ღვთისაგან, სიცოცხლე(ცხოვრება) მხოლოდშობილი სიცოცხლისაგან(ცხოვრებისაგან) ... რომელიც მოდის არსებობაში არა დროიდან არამედ ვიდრე უწინარეს ყოველი დროისა." (კატეხ. ლექციები 4:7 (350 წ.) ასევე ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობს ეფესელთა მიმართ წერილში: "ჩვენი ღმერთი, იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ძე და სიტყვა უწინარეს დროის დასაწყისისა, რომელიც შემდეგ მოგვევლინა ადამიანად მარიამ ქალწულისაგან..." აი რას ამბობს ათანასე მაგრამ როგორც იტყვიან, წერილ-არს: “უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა საქმეთა შორის მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე” (იგავ. 8,22). ჰოი უმეცარნო და გონებით მრუშნო! წერილში იგი მონადიც სახელდებულა, ძედაც მხევლისა, კრავადაც, ცხვრადაც. ნათქვამია, რომ იქანცებოდა, სწყუროდა, იგვემებოდა და ეწამა. მაგრამ წერილში კერძო მიზეზიცა აქვს ასეთ გამოთქმებს და ძირითადიც. სახელდობრ ის, რომ იგი გახდა კაცი და ძე კაცისა, მიიღო ხატი მონისა, ანუ ხორცი კაცობრივი. რამეთუ იოანე იტყვის: “სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა” (იოანე 1,14). და თუკი ხორციელ იქმნა, მაშინ აღარ უნდა შეგვაცდინოს მსგავსმა ნათქვამმა – რამეთუ კაცთა არს ქმნილება, მყოფობად მოსვლა, აღორძინება, დაღალვა, ტანჯვა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა. ხოლო ვითარცა სიტყვას და სიბრძნეს მამისა, აქვს ყოველივე მამისეული: მარადისობა, უცვლელობა, მსგავსება ყველაფრითა და ყველაფერში, და ისიც, რომ არც პირველია ქმნილებათაგან და არც ბოლო მოსულა ყოფიერებად, არამედ თანაარსობს მამისა თანა და თვითვე არს იგივე ხატება ღმრთეებისა და ამასთან, არის სიმყარე და არა – ქმნილება. იმიტომ, რომ რაკი არსობით მამის მსგავსია, არაა ქმნილება, არამედ იგი შემოქმედია, - თვითონვე უთქვამს: “მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ” (იოანე 5,17) [360 წ.]. და კიდევ რამდენი... რა ჩამოწერს... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი