![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ესეგი რაზეა საუბარი...
ამბობენ რომ რადგან მამა ღმერთს ჰქვია მამა, ხოლო ძეს ჰქვია ძე - ესეგი ორივე მუდამ არსებობდა... მაგრამ, თუ ეს ასეა და ეს სახელი ჰიპოსტასურ თვისებას გადმოცემს, მაშინ რატომ არ აქვს ღმერთს მეორე სახელი? თუ ბიბლია არ უწოდებს ღმერთს იმ სახელს, რაც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია ეგ თვისება... წერია რომ "სულიწმინდა მამისგან გამოვალს", მაგრამ იესოზე არამარტო წერია "მხოლოდშობილი ძე", არამედ ღმერთსაც ეწოდება მამა, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ მამა მუდამ მამა იყო... მაგრამ სულიწმინდაზე არ გვაქვს მსგავსი რამ... ღმერთს არ აქვს სახელი რაც მის ამ ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავდა... იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაა, არადა მას აქვს 2 ჰიპოსტასური თვისება - მამობა და სულიწმინდის გამომავლობა... ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე... კი ბატონო, მაგრამ სიტყვები "სამება" და "ერთარსი" - ამგვარი დამატებები თუ შესაძლებელია, რატომ არაა შესაძლებელი ღმერთის ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელი სახელის დამატება? აი ეს ვერ გამიგია... თუ ღმერთს არ აქვს სახელი რომელიც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია... იგი არ ყოფილა მუდამ ამ თვისების მატარებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
პოსტი აშკარად პროვოკაციული და პასუხს ელოდება, რომ შემდგომი "არგუმენტაცია" გამოამზეუროს ამ ადამიანმა. ამიტომ მე პირადად შეგნებულად არ ვპასუხობ ამ პოსტს. afxazi შეკითხვების დასმას პროვოკაციად რატომ განიხილავთ? ან სად ნახეთ ჩემ პოსტში "არგუმენტები", რომ შემდგომი "არგუმენტების გამომზეურების" ეჭვს გამოხატავთ? იქნებ უბრაოდ შეკითხვები არ გესიამოვნათ და პასუხის გაცემას არიდებთ თავს და ამის გამო აკეთებთ ამგვარ დასკვნას? რაც არ უნდა იყოს თქვენი ამგვარი რეაგირების მიზეზი, გთხოვთ, ნუ იფიქრებთ ყველაზე ადამიანზე ერთნაირად და ყველას ერთნაირად ნუ აღგვიქვამთ, რადგან ადმაიანები ინდივიდები ვართ და სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვანაირად ვმოქმედებთ. ვისაც გსურთ, უპასუხებთ ჩემ შეკითხვებს, არავისთვის კამათი ან ჩხუბი არ დამიწყია როგორც ხედავთ. წინასწარ რატომ ფიქრობთ ჩემზე რომ საჩხუბრად და საპროვოკაციოდ დავსვი შეკითხვები. თუ გსურთ და უპასუხებთ ჩემ შეკითხვებს, მადლობელი ვიქნები თქვენი, თუმცა პირველ რიგში, პასუხებს პირველ რიგში, Fewlless-გან ველი და შემდეგ სხვებისგანაც. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი