![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ესეგი რაზეა საუბარი...
ამბობენ რომ რადგან მამა ღმერთს ჰქვია მამა, ხოლო ძეს ჰქვია ძე - ესეგი ორივე მუდამ არსებობდა... მაგრამ, თუ ეს ასეა და ეს სახელი ჰიპოსტასურ თვისებას გადმოცემს, მაშინ რატომ არ აქვს ღმერთს მეორე სახელი? თუ ბიბლია არ უწოდებს ღმერთს იმ სახელს, რაც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია ეგ თვისება... წერია რომ "სულიწმინდა მამისგან გამოვალს", მაგრამ იესოზე არამარტო წერია "მხოლოდშობილი ძე", არამედ ღმერთსაც ეწოდება მამა, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ მამა მუდამ მამა იყო... მაგრამ სულიწმინდაზე არ გვაქვს მსგავსი რამ... ღმერთს არ აქვს სახელი რაც მის ამ ჰიპოსტასურ თვისებას გამოხატავდა... იგი მხოლოდ და მხოლოდ მამაა, არადა მას აქვს 2 ჰიპოსტასური თვისება - მამობა და სულიწმინდის გამომავლობა... ბასილი დიდი ამბობს, რომ არ უნდა დავამატოთ არაფერი იმას რაც ბიბლიაში წერია და ვიხმაროთ მხოლოდ ის სიტყვები რასაც ბიბლია წერს სამების წევრებზე... კი ბატონო, მაგრამ სიტყვები "სამება" და "ერთარსი" - ამგვარი დამატებები თუ შესაძლებელია, რატომ არაა შესაძლებელი ღმერთის ჰიპოსტასური თვისების აღმნიშვნელი სახელის დამატება? აი ეს ვერ გამიგია... თუ ღმერთს არ აქვს სახელი რომელიც გამოხატავს მის ჰიპოსტასურ თვისებას, ესეგი არც ჰქონია... იგი არ ყოფილა მუდამ ამ თვისების მატარებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
■გიორგი■ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 ![]() |
Fewlless
გამარჯობა. შეკითხვები მაქვს და თქვენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, გადავწყვიტე თქვენ გკითხოთ, რადგან ვფიქრობ, მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ საკითხებში, საკმაოდ გარკვეული ბრძანდებით. თქვენ ციტირებდით: ციტატა წმ.იოანე დამასკელის ნაშრომში - მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ვკითხულობთ: ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა. ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. (თავი მერვე) 1. შეკითხვა: წმ.დამასკელის მიერ გადმოცემული მამის მიერ ძის შობადობის ამგვარი განმარტება, გვხვდება თუ არა I - IV საუკუნეებში მოღვაწე ღვთისმეტყველთა განმარტებებში? თუ დიახ, გთხოვთ დაასახელოთ ისინი და დააციტიროთ მათი განმარტებებიც, რომელთა განმარტებებიც წმ.იოანე დამასკელის განმარტების ზუსტი და შესაბამისი იქნებოდა, თუკი არსებობს ასეთი. წმ.იოანე დამასკელი ამბობს: ციტატა წმ.იოანე დამასკელის ნაშრომში... ვკითხულობთ: რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია 2. შეკითხვა: რას გულისხმობს წმ.იოანე დამასკელი, ვისგან უსწავლია ამ 'განსხვავების' შესახებ? (წმინდა წერილისგან?) წმ.იოანე დამასკელი აგრეთვე ამბობს: ციტატა განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად... 3.შეკითხვა: მისი სიტყვებიდან, შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ წმ.იოანეს არ ესმოდა და შესაბამისად, არ იცოდა, რა განსხვავებაა შობასა და გამომავლობას შორის? თქვენ აგრეთვე წერდით: Otherguy იქნებ მამისგან ძის შობა უკვე დავიტიეთ და გავითავისეთ, აი ახლა კი სულიწმინდის გამომავლობას ვიკვლევთ? თქვენ მიერ დასმული შეკითხვიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ დოგმატში: "ძე მამისაგან შობილია" - არ იცით რა იგულისხმება? ანდა არ უნდა დაინტერესდეს ადამიანი რა განსხვავებაა შობასა და გამომავლობას შორის? წმ.იოანე დამასკელი, ძის 'შობასთან' დაკავშირებით ასეთ რამეს ამბობს: ციტატა მამის არსებისგან არის იგი ნაშობი დაუსაბამოდ და უჟამოდ. და ამატებს: "ასე გვასწავლის წერილი". თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მის მიერ გადმოცემულ სამების ზედმიწევნით განმარტებაში, საერთოდ არ გვხვდება ციტატები წმინდა წერილიდან, სადაც 'ძის უჟამოდ და დაუსაბამოდ შობაზე' იქნებოდა საუბარი. აქედან გამომდინარე, თქვენ გკითხავთ, თქვენ ხომ არ იცით, წმინდა წერილის რომელ მონაკეთზე ამბობს, "ასე გვასწავლის"-ო, როცა 'ძის უჟამოდ და დაუსაბამოდ შობაზე' საუბრობს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა წერილის რომელ მონაკვეთებში ამოიკითხეს წმინდა მამებმა 'ძის უჟამოდ და დაუსაბამოდ შობის' შესახებ? ან თქვენ ხომ არ შეგეძლოთ მიგეთითებინათ ჩემთვის, წმინდა წერილის რომელი მონაკვეთი საუბრობს 'ღვთის ძის უჟამო და დაუსაბამო შობაზე'? პ.ს. ძალიან დავაფასებდი, თუკი ჩემ შეკითხვებს, მოკლე და კონკრეტულ პასუხებს გასცემდით. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Fewlless |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 10-October 10 წევრი № 9,613 ![]() |
■გიორგი■
-გაგიმარჯოს. -ვფიქრობ, პირველ შეკითხვაზე აკაკიმ უკვე გასცა პასუხი. ციტატა 2. შეკითხვა: რას გულისხმობს წმ.იოანე დამასკელი, ვისგან უსწავლია ამ 'განსხვავების' შესახებ? (წმინდა წერილისგან?) -სავარაუდოდ – კი ![]() ციტატა 3.შეკითხვა: მისი სიტყვებიდან, შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ წმ.იოანეს არ ესმოდა და შესაბამისად, არ იცოდა, რა განსხვავებაა შობასა და გამომავლობას შორის? -არსებათაგან არცერთმა უწყის უფლის არსი, შესაბამისად არავის ეცოდინება:„რაში მდგომარეობს მამისაგან შობა ძისა და გამომავლობა სულიწმიდისა.“ (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი – დოგმატური ღვთისმეტყველება) ციტატა თქვენ მიერ დასმული შეკითხვიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ დოგმატში: "ძე მამისაგან შობილია" - არ იცით რა იგულისხმება? ანდა არ უნდა დაინტერესდეს ადამიანი რა განსხვავებაა შობასა და გამომავლობას შორის? -ვფიქრობ, კითხვას ზევით ვუპასუხე (უფრო სწორად, პროტოპრესვიტერმა მიქაელ პომაზანსკიმ უპასუხა). რაც შეეხება კითხვის ქვე–კითხვას: დაინტერესებას გააჩნია ![]() ციტატა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა წერილის რომელ მონაკვეთებში ამოიკითხეს წმინდა მამებმა 'ძის უჟამოდ და დაუსაბამოდ შობის' შესახებ? ან თქვენ ხომ არ შეგეძლოთ მიგეთითებინათ ჩემთვის, წმინდა წერილის რომელი მონაკვეთი საუბრობს 'ღვთის ძის უჟამო და დაუსაბამო შობაზე'? -„საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ (ანუ დროის მიღმა, შესაბამისად უჟამოდ – Fewlless“ (ფს. 109,3) -„უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ (ანუ უდროოდ, მუდმივად – Fewlless)“ (ფს. 2,7)P.s - ამჯერად, კომენტარს სხვა არაფერზე გავაკეთებ, იმედი მაქვს თემას არავინ გადავუხვევთ... |
Otherguy |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
„უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ (ანუ მუდმივად – Fewlless)“ (ფს. 2,7) არ ვაპირებდი კომენტარს, მაგრამ ამხელა შეცდომას თუ დაუშვებდით არ მეგონა... მანდ არაა საუბარი იესოს შობაზე! მანდ არის საუბარი იესოს აღდგომაზე... არ მინდა გავწელო, წაიკითხეთ ეს თავი: 32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო. 33. როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 34. ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“. (საქმეები 13:32,33,34) კარგად გაეცანით წმინდა წერილს, ეკლესიის მამათა კომენტარებს... ამიტომაც ეწოდება იესოს პირმშო(ანუ პირველად შობილი)... მაგრამ რატომ? იესო არ იყო პირველი ვინც მკვდრეთით აღდგა(ლაზარე)... იესო იყო ახლად შობილი ადამიანი, რომელიც სახეა და დასაწყისი ახალი ადამიანის დაბადებისა, სიკვიდლის დამარცხების მერე... "ჯერ პირმშო ქრისტე, მერე დანარჩენები"... კეთილი სურვილებით, ლაშა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Fewlless |
![]()
პოსტი
#5
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 10-October 10 წევრი № 9,613 ![]() |
Otherguy
-ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის ექვთიმე ზიგაბენის განმარტება: „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.P.s - ჩემგანაც კეთილი სურვილები ლაშა. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის ექვთიმე ზიგაბენის განმარტება: „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.ჩემგანაც კეთილი სურვილები ლაშა. არა ჩემო კარგო... ბერძენი ღვთისმეტყველი ვერ შეედრება პავლე მოციქულს... ![]() პავლე მოციქულმა ნათლად ახსნა თუ რას ნიშნავს ეგ... ამგვარი განმარტებები შემხვედრია არიანელთა წინააღმდეგ ნაშრომებშიც, თუნდაც მარკელოზ ანკირიელის... ისე კი "დღეს" მართლაც ზღვარია, სწორედ ამიტომ იყენებდნენ ამას არიანელები... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 09:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი