წმინდანის შესაძლებლობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანის შესაძლებლობები |
guest1 |
Dec 8 2010, 10:59 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ამ პოსტის პირველ ნაწილს (წმინდანთა შესაძლებლობაზე) ფორუმ.ჯე-ზეც დავდებ, რადგანაც იქაც იქნა ბევრი არასწორი აზრი გამოთქმული წმინდანთა შესაძლებლობებზე.
მოკლედ, ასეთუ ისე, მომიხდა თვალი გადამევლო კაიროსის მიერ გაკეთებულ კრიტიკას, რომელიც მამა გიორგის აზრებს აცხადებს ერესად. მე იმდენ ამპარტავნებასა და უგუნურებას არ გამოვიჩენ, რომ ეგ წმინდა კაცი დავიცვა - მაგ ადამიანი თვით უფლისაგან არის დაცული. მე უბრალოდ მინდა მივუთითე წმინდანების შესაძლებლობებს და იმას, რომ კაიროსის მიერ ჩამოთვლილი "ერესები" სავსებით არ არის ერესები. მიყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ თეორიულად მაინც რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს წმინდანებს. 1) უფლის შესაძლებლობები რომ უსასრულოა, დამეთანხმებით ალბათ. ვინმე არ უარყოფს ხომ ამას? 2) სულიწმიდა რომ იგივე ღმერთია, ამაშიც არ გვეპარება ეჭვი. 3) არც იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ უფალმა, განხორციელებულმა სიტყვამ, დაპირდა მოწაფეებს სულიწმიდის გამოგზავნას, რომელიც მოწაფეებში ისაუბრებდა და აღასრულებდა დიდ სასწაულებს (უფრო მეტსაც, ვიდრე თვით უფალმა აღასრულა დედამიწაზე - ასეთი იყო მისი დაპირება). 4) ისიც ხომ შეპირდა უფალმა მოწაფეებს, რომ ეს სულიწმიდა ბოლო ჟამამდე იქნებოდა ეკლესიაში. ახლა ამ 4 წინამძღვიდან გავეკოთოთ დასკვნები: A) სულიწმიდას შეუძლია ადამიანის სხეულში "დასახლდეს" და იქიდან აკეთოს სასწაულები. B ) დღესაც უნდა აღასრულებდეს სულიწმიდა სასწაულებს ადამიანთა საშუალებით, იმ ჭურჭლებით, რომელთაც სულიწმიდის ჭურჭელი ეწოდებათ ხოლმე. C) ასე აღსრულებული სასწაულები შეუზღუდავია და ნებისმიერ სასწაულს შეიძლება წარმოადგენდეს. ის სასწაულები, რომლებიც ნახსენებია მოციქულთა საქმეებში: A) ავი სულების განდევნა; B ) მკვდრეთით აღდგინება; C) წინასწაწარმეტყველება; D) ტელეპორტაცია (მოციქული ფილიპესი, რომელიც ღაზადან იაფოში აღმოჩნდება წამებში); E) წმინდა პავლე მოციქულის სასწაულებრივი გადარჩენა, როცა იგი სასიკვდილოთ ჩაქოლეს - რაც აშკარად მოითხოვს სხეულის განსაკუთრებულ თვისებებს, თვითაღდგინების სასწაულ ძალას; F) კიდევ მრავალი სასწაული, რომელიც არ არის დეტალურად აღწერილი, მაგრამ ნახსენებია მოციქულთა კრებებზე. ყველა ასეთი სასწაულის აღსრულებისას, მოციქულები თავის თავს არ აბრალედნენ სასწაულების აღსრულებას, არამედ უფალს აქებდნენ ამისათვის. რა თქმა უნდა, უფლის მიერ იყო შესრულებული ეს სასწაულები და, რა თქმა უნდა, უფლის მიერ ნებისმიერი სასწაულის აღსრულება შესაძლებელია. ასე და ამგვარად, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ წმინდანს შეუძლია სულიწმიდის საშუალებით ნებისმიერი სასწაული აღასრულოს (ადამიანის სხეულებში შესვლა სულით და მათ "დაქოქვა" ღმრთისადმი, წმინდანის მიერ სხეულის კონტროლი, სახის ცვლილება, ტელეპორტაცია, რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა, ნებისმიერ საგნის მატერიალიზაცია, ან ნებისმიერ საგნად გარდაქცევა და ა.შ.), იგი ღვთისმგმობია. ადამიანმა შეიძლება შეიტანოს ეჭვი მოცემული პიროვნების სიწმიდეში (იმაში, რომ მოცემულ ადამიანში მოქმედებს სულიწმიდა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანს არ შეუძლია ესადაეს გააკეთოს. წმინდანში მოქმედებს სულიწმიდა და მას ყველაფერი შეუძლია. ან, რა უნდა დავიჯერო, ის რომ წმინდანს არ შეუძლია ავად არ გახდეს, მაშინ როცა სხვისი მკვდრის აღდგინება შეუძლია? ან მაშინ როცა ჩაქოლვის შემდეგ საღ-სალამთი გაივლის? როგორ დავიჯერო წმინდა გიორგის ან სხვა დიდმოწამეებიც ცხოვრება არ გაქვთ წაკითხული? ამდენი წამების შემდეგ ისევ რომ საღ-სალამათები იყვნენ, სანამ უფლის ნებით არ აღსრულდებოდნენ? ამას ეძახით თქვენ ერესს? ეს ერესია კი არ არის, მართლმადიდებლური სწავლებაა! ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის. კიდევ ერთი ქვე-არგუმენტი იმისა, რომ წმინდანს ყველაფერი ეს შეუძლია. სხვა რელიგიებში შესაძლებელია ყველაფერი ეს. ჩვენი მოძღვრები იმას კი არ უარყოფენ, რომ სხვა რელიგიებში სასწაული არ სრულდება, არამედ იმას, რომ მათ მიერ აღსრულებული სასწაულები ბოროტისაგან მოდის (მე პირადად ამ აზრს, მარტო ბორიტის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, არ ვიზიარებ). მოდი შევხედოთ რადარა სახის სასწუალები აღსრულებულა ინდუიზმში და ბუდიზმში: ციტატა * anūrmi-mattvam: Being undisturbed by hunger, thirst, and other bodily disturbances * dūra-śravaṇa: Hearing things far away * dūra-darśanam: Seeing things far away * manaḥ-javah: Moving the body wherever thought goes (teleportation) * kāma-rūpam: Assuming any form desired * para-kāya praveśanam: Entering the bodies of others * sva-chanda mṛtyuh: Dying when one desires * devānām saha krīḍā anudarśanam: Witnessing and participating in the pastimes of the Apsaras * yathā sańkalpa saḿsiddhiḥ: Perfect accomplishment of one's determination * ājñā apratihatā gatiḥ: Orders or Commands being unimpeded[8] აგერ კიდევ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნისა) ფილოკალიაში: ციტატა ციტატა “Thus, light springs forth for them, as from the sun’s disc, and enables them spiritually to reason, judge, see, foresee and the like. In general, through Him all showing and revelation of unknown mysteries shines forth for them; and they become filled with supernatural and Divine power in the Holy Spirit. This supernatural power renders their flesh lighter or rather finer and makes them soar on high like a meteor. By this power of light in the Holy Spirit some of the holy fathers, while still in their bodies, traversed wide rivers and deep seas dry-footed, as though immaterial and incorporeal. They covered in a moment great distances, requiring many days of travel and performed many other marvellous deeds in heaven, on earth, in the sun, on the seas, in deserts, in cities, in every place and country, in beasts, in reptiles and generally in every creature and every element–and they were glorified. When they stood at prayer, their holy and precious bodies were lifted off the ground as though on wings; after death they remained uncorrupted and performed signs and miracles…” "ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ..."ეს მართლმადიდებლური სწავლებაა! ზუსტად იგივეს ამბობს მამა გიორგიც. პატრიარქს უწერია, არამარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა სხეულებშიც და ციურ სხეულებშიც შეუძლია წმინდანს იმოქმედოს - რა თქმა უნდა, ამას სულიწმიდით ახდენს, სულიწმინდა ახდენს ამ ყველაფერს წმინდანში. ამას ამბობს მამა გიორგიც, რომ წმინდანს სტიქიაზე ზემოქმედება შეუძლია. ეს ძალა გადმოცემულია დიდი წმინდანის სერაფიმ საროველის ცხოვრებაშიც, ჩემი ორი თვალით მაქვს წაკითხული. მოკლედ, რაც შეეხება წმინდანის ძალას, ყველაფერი შეუძლია წმინდანს და არაფერია იქ შეუძლებელი. უბრალოდ, ადამიანი ვინც ასეთ რამეებს დასცინის, მოიკოჭლებს განათლებაში. წმინდანთა ცხოვრებიდან შეიძლება ბევრი მაგალითის მოვყანაც ასეთი შესაძლებლობების შეუზღუდავობაზე. შორს რომ არ წავიდეთ, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი აღასრულებდა ყველანაირ სასწაულს. მასზე წიგნებში გადმოცემულია ეს ყველაფერი აშკარად და თვალნათლივ. |
afxazi |
Dec 8 2010, 01:55 PM
პოსტი
#42
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
guest1
ბევრი რამ ცოტა გაურკვეველია ჩემთვის, მაგრამა რ დავიწყებ ამა თუ იმ ციტატაზე გამოკიდებას. ამ ნაწერით წმინდანი უფრო "სუპერმენი" გეგონება ადამიანს და არა ჩვენი შემწე მეგობარი. სხვებთან ერთად ჩემთვის ცოტა გაურკვეველია ფრაზა, რომ წმინდანს შეუძლია ციტატა რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა ესეც: ციტატა ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის. სულში შესვლა ან ბოროტისა ან წმინდანისა იქნებ განმარტო. სხვებ აღარ შევეხები. უფრო ერთი კითხვა მიჩნდება წმინდანთა შემოუსაზღვრელ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ზოგადად წმინდანობაზე. გასაგებია, რომ შემოზღუდულ ადმაიანს არაფერი ძალუძს საკუთარი ქმედებით, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ წმინდანობის არსი. კითხვა კი ამგვარია (სხვათაშორის ეს შეკითხვა ერთ-ერთ ლექციაზე რუსეთში პროფესორმა დაუსვა ერთ-ერთ სდუდენტს და მისგან ვიცი): ვთქვათ არის ერთი მოღვაწე, რომელიც ფლობს უფლისმიერი მადლმოსილებით მჭვრეტელობას, უნრას წინასწარმეტყველებისა და ა.შ. ერთ დღეს ეს მოღვაწე თავისი კელიიდან გამოვიდა, კარი დაკეტა და სადღაც წავიდა. როდესაც უკან დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ გასაღები დაკარგვოდა. შეკითხვა იცის თუ არა ამ ადმაიანმა სად დაეკარგა გასაღები მას? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
guest1 |
Dec 9 2010, 02:45 AM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
afxazi
ციტატა ბევრი რამ ცოტა გაურკვეველია ჩემთვის, მაგრამა რ დავიწყებ ამა თუ იმ ციტატაზე გამოკიდებას. ამ ნაწერით წმინდანი უფრო "სუპერმენი" გეგონება ადამიანს და არა ჩვენი შემწე მეგობარი. მე მგონი ასეთი დასკვნის საფუძველი არ მომიცია. წმინდანი ადამიანის სულის ხსნას ემსახურება ზუსტად. მამა გიორგის ძალიან კარგად აქვს აღწერილი ეს, როცა ამბობს, ყველაზე დიდი სასწაული, რომელსაც წმინდანი აღასრულებს, არის უხილავი სასწაული, რასაც ადამიანის სულში ახდენს. მასზე კარგად მე ვერ ვიტყვი და დაინტერესებულს შეუძლია წაიკითხოს. ამ თემაში მე გარკვევით დავწერე, რისთვის განვხსენი თემა. თემა ეხება წმინდანების იმ შესაძლებლობებს, რომელიც კაიროსმა ერესად მიიჩნია. ის, რომ ეს შესაძლებლობები რაიმეს არ წარმოადგენს წმინდანის მხრიდან და წმინდანს უფრო დიდი მნიშნველობა აქვს ადამიანის სულის ხსნაში, ამაზე არ ვკამათობთ ჩვენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანების მიერ აღსრულებულ სასწაულებს ბევრი მოუქცევია ქრისტიანობისაკენ. ამას ვერავინ უარყოფს და ასეთი ფაქტები თვით წმინდა წერილშიც არის მოყვანილი. ასე რომ, წმინდანის მიერ შესრულებულმა გარეგანმა სასწაულმა დაფარული სასწაულიც შეიძლება მოახდინოს.ციტატა ციტატა სხვებთან ერთად ჩემთვის ცოტა გაურკვეველია ფრაზა, რომ წმინდანს შეუძლია რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნამსგავსი რამ მამა გაბრიელის ცხოვრებიდანა აქვს აღწერილი ერთერთ მონაზონს, რომელსაც მამა გაბრიელმა უთხრა 'ახლა მე შავნაბადაზე მივდივარ'. მერე უთრა რომ იყო უკვე შავნაბადაზე, რისი შინაარსიც მონაზონმა ვერ გაიგო იმ დროს და გაუკვირდა, როგორ უნდა ყოფილიყო შავნაბადაზე, როცა მის თვალწინ იმყოფებოდა. შემდეგ მონაზონმა დანამდვილებით დაადგინა, რომ იმ დღეს, იმ დროს მამა გაბრიელი შავნაბადაზეც იმყოფებოდა. იმიტომაც ამბობს მამა გიორგი, "თქვენ მამა გაბრიელს არ იცნობდითო. მამა გაბრიელი აქ რომ გელაპარაკებოდათ, თქვენს გარდა ამერიკაში ასწავლიდა კიდევ ხალხსო" - დაახლოებით ასეთი შინაარსის ნათქვამი. მოკლედ, ესენი ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის რატომღაც სიახლე და არაფერი ახალი ამაში არ არის. მაშინ როცა, ქართველებს ეს ცოდნა და ძალა, წმინდანთა გადმოცემით, ყველაზე უფრო ქონდათ მინიჭებული. ციტატა ესეც: შეიძლება სულში შესვლა არასწორი სიტყვაა. მე ამას ახლა ისე ვერ განვსაზღვრავ, თითქოს ეს ყველაფერი ფიზიკური მოვლენა იყოს და რაიმე თეორიის ფარგლებში შეიძლებოდეს მისი ფორმალიზება. ჩემი აზრით, ასე შეიძლება გავიგოთ ეგ: წმინდანს შეუძლია ადამიანის სულზეც და სხეულზეც მოახდინოს გავლენა. რას ნიშნავს, როცა წმინდა წერილში ნახსენებია "ესა თუ ის ადამიანი შეპყრობილი იყო ავი სულებით? - მაგალითისათვის ლეგიონის მაგალითი აიღე". როგორც გაიგებ ამ ფენომენს, ისევე განავრცე წმინდანზე ეს ყველაფერი.ციტატა ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის. სულში შესვლა ან ბოროტისა ან წმინდანისა იქნებ განმარტო.ციტატა სხვებ აღარ შევეხები. აღარ შეეხები იმიტომ, რომ გაუგებრად წერია, თუ აღარ შეეხები იმიტომ, რომ სისულელეა ეს ყველაფერი? ციტატა ვთქვათ არის ერთი მოღვაწე, რომელიც ფლობს უფლისმიერი მადლმოსილებით მჭვრეტელობას, უნრას წინასწარმეტყველებისა და ა.შ. ერთ დღეს ეს მოღვაწე თავისი კელიიდან გამოვიდა, კარი დაკეტა და სადღაც წავიდა. როდესაც უკან დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ გასაღები დაკარგვოდა. პირველ რიგში, საერთოდ შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ მადლმოსილებით მჭვრეტელს დაეკარგა რაღაც? როგორც მამა გიორგი აღწერს, წმინდანი ასევე ხანდახან გადის "გათიშულ" მდგომარეობაში ცხოვრებას. ასეთ ადამიანურ მდგომარეობაში აზრი აქვს ვისაუბროთ გასაღების დაკარგვაზე. ხოლო სულიწმიდით სავსე მდგომარეობაში საერთოდ აზრი არა აქვს ალბათ მსგავს შეკითხვას. მაგ კითხვაზე პასუხი წესით მე კი არ უნდა გავცე, არამედ წმინდანმა და წმინდანს უნდა კითხო ეგ კითხვა.შეკითხვა იცის თუ არა ამ ადმაიანმა სად დაეკარგა გასაღები მას? ქევანა ციტატა ჩემი აზრით ამ ნათქვამში არის რაღაც ჭეშმარიტების ნაყოფი. მე რომ ვთქვა ვიცი რა არის სულიწმიდათქო, ტყუილი იქნება. ღმერთი მე არ მინახავს და სულიწმიდას ჩემში არ უმოქმედია ხილულად. მაგრამ, გადმოცემით და წმინდანების ნაწერებზე დაყრდნობით, გასაგები უნდა იყოს გარკვეული რამ ამის შესახებ. თანაც, არა მგონია მაგას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ამ თემაში. თემის არსია, წმინდანების შესაძლებლობები. შენც, უნდა უპასუხო არა იმას თუ რა არის წმინდანობის არსი, არამედ შეუძლიათ თუ არა წმინდანებს ყველა იმ სასწაულის აღსრულება, რაც ჩამოვთვალე (იმათი ჩათვლით, რაც კაიროსმა ერესად აღიარა). ისე, წმინდანი ნიშნავს ადამიანს, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს, მოკლედ რომ ვთქვათ. სხვა საქმეა ის, მოქმედებდა თუ არა სულიწმიდა ყველა იმ წმინდანში, რომელიც კანონიზებულია - ამაზე ჩემთვის ცალსახა პასუხია "არა".1) თქვენ ალბათ არ იცით ვინ არიან წმინდანები 2) თქვენ არ იცით რა დანიშნულება აქვს სასწაულს 3) თქვენ არ იცით სულიწმინდის მადლის შესახებ მოდი კიდევ გავიმეოროთ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნეში): ციტატა ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ... ეს ციტატა მოყვანილია ფილოკალიაში, რომელიც წმინდა წერილის შემდეგ უდიდეს სახელმძღვანელოდ ითვლება და რომლითაც ათონის ბერები ხელმძღვანელობენ. თუ გადამოწმება გინდა ჩემი ნათქვამის, მაშინ ნახე ეს წიგნი: "Writings from the Philokalia on Prayer of the Heart". Trans. E. Kadloubovshy and G.E.H. Palmer. London, Boston: Faber and Faber 1992, თავი Directions to Hesychasts და მუხლი 95.აქ აშკარად ჩანს, რომ წმინდანებს სულიწმიდის წყალობით ეძლევათ უსაზღვო შესაძლებლობები მატერიაზე ნებისმიერი სახის მოქმედებისა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი