დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა |
(Νικόλαος) |
Oct 31 2010, 11:24 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
თუ შეიძლება დაწერეთ ე.წ ''მიაფიზიტური'' თეოლოგიის კრიტიკა. რომელიც აღიარებს ქრისტეს ღვთიურ და ადამიანურ ბუნებასაც, მხოლოდ ერთმანეთში შერეულს, ერთ ბუნებად შერწყმულს.
|
Otherguy |
Dec 9 2010, 06:58 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
საერთოდ რთულია განისაზღვროს სევერუს ანტიოქიელის(ერთ-ერთი უმთავრესი ანტიქალცენდონიანელის) მოსაზრება როგორც ანტიდიოფიზიტური...
მისი იდეები სრულად ეფუძნებოდა წმინდა კირილე ალექსანდრიელის ფრაზას: "მია(ერთი) ფიზის(ბუნება)" მაგრამ, მისთვის "მია" არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით ერთს... მისთვის, ისევე როგორც წმინდა კირილესთვის, ეს იყო "განხორციელებული ბუნება" - რაც ნიშნავდა იესოში ერთი პიროვნების არსებობას... სევერუსი ბევრგან იმეორებს, რომ იესოს ყოველთვის ჰქონდა სრული ადამიანური ბუნება და არაფერში არ განზავებულა და გამქრალა! უბრალოდ რადგან იესოს პიროვნება არის ერთი, ეს ორი ბუნება მისთვის განუყოფელია და ქრისტე არც ერთის გარეშე არ არსებობს... ამიტომ ეს იყო ერთი განხორციელებული ბუნება ქრისტეში, რომელიც შედგებოდა ადამიანურისგან და ღვთაებრივისგან... ისე, ნესტორი მთელი ცხოვრება უარყოფდა(!) იმას, რომ მან ქრისტეს პიროვნება განყო... იგი სულ წერს, რომ იესო არის ერთი პიროვნება... მონოფიზიტები მუდამ ადანაშაულებენ მართლმადიდებლებს ნესტორიანელობაში... მაგათ ფორუმზე ვიყავი ერთხელ; წმინდა კირილეს იმოწმებენ ისე ხშირად... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 07:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი