ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები |
mr_morrison |
Jan 11 2007, 07:07 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
ვეშაპო |
Mar 20 2007, 07:41 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
კვირკობის თვემ მუაწია, ცოლი გამიუგემურდა,
თურმე იმის მიზეზია, ბახმაროზე წასვლა უნდა. აჯი-ბაჯად იარება, ვითომ სისუსტე აფერხებს, წაიქცევა ის წყეული, ზედ შარისკენ გასწევს ფეხებს. ღამე ძილი არ მაღირსა, ფეხებს ყბაში, რომ გამომდებს, გავაყენებ პოლზე ბრეხას, იმას ბახმარო აბოდებს. ავხაბაკდი წასასვლელად, სიღარიბეს ვიღან ჩივა, ვინ კითხულობს ჩემ ჯიბაში ფულია, თუ თაგვი ჭყივა. მივალთ ასე განიერად, შიმშილობას ვერვინ გვამჩნევს, მხოლოდ იმით თუ შეგვამჩნევს, სხვაი რომ ჭამს ჩვენ პირს ვაფჩენთ. მარა, ცოლის იმედი მაქვს, კერპია და თავს იწონებს, ევიყვანე ბახმაროზე, გოურიე მდიდრის ცოლებს. მას ვტოვებ და საოჯახოდ მე ვბრუნდები უკან, სახლში, ვიღაც კაცი ვიცანიო, იქვე სტკუცა ხელი მკლავში. ბოლოს წაველ მოსაკითხად, მინდა ვნახო ჩემი ქალი, დაჯდომოდა იმ კაძახს და . . . გენაცვალოს ჩემი ქმარი. თვარა, ისე კარგად დამხვდა, როგორც შეეფერებოდა, მხოლოდ ტყეში დავეციო, ტუჩი დანაღველებოდა. მაგრამ მაინც მოგებული იმ წელიწადს იმით დავრჩი, ქალი მეტად გაჯანსაღდა, შიეძინა ტყუპი ბავშვი. ყველაფერი მოგვარდა და გული მტკივა ერთ რამეში, ბავშვი მეტად თეთრია და მე სულ არ მგავს სიშავეში. ვატყობ საქმე ავიტეხე ჩემი თავის საზიანო, ყველაფერი ვარგებულა ცოლის გარდა საზიარო. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი