წმინდანის შესაძლებლობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანის შესაძლებლობები |
guest1 |
Dec 8 2010, 10:59 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ამ პოსტის პირველ ნაწილს (წმინდანთა შესაძლებლობაზე) ფორუმ.ჯე-ზეც დავდებ, რადგანაც იქაც იქნა ბევრი არასწორი აზრი გამოთქმული წმინდანთა შესაძლებლობებზე.
მოკლედ, ასეთუ ისე, მომიხდა თვალი გადამევლო კაიროსის მიერ გაკეთებულ კრიტიკას, რომელიც მამა გიორგის აზრებს აცხადებს ერესად. მე იმდენ ამპარტავნებასა და უგუნურებას არ გამოვიჩენ, რომ ეგ წმინდა კაცი დავიცვა - მაგ ადამიანი თვით უფლისაგან არის დაცული. მე უბრალოდ მინდა მივუთითე წმინდანების შესაძლებლობებს და იმას, რომ კაიროსის მიერ ჩამოთვლილი "ერესები" სავსებით არ არის ერესები. მიყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ თეორიულად მაინც რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს წმინდანებს. 1) უფლის შესაძლებლობები რომ უსასრულოა, დამეთანხმებით ალბათ. ვინმე არ უარყოფს ხომ ამას? 2) სულიწმიდა რომ იგივე ღმერთია, ამაშიც არ გვეპარება ეჭვი. 3) არც იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ უფალმა, განხორციელებულმა სიტყვამ, დაპირდა მოწაფეებს სულიწმიდის გამოგზავნას, რომელიც მოწაფეებში ისაუბრებდა და აღასრულებდა დიდ სასწაულებს (უფრო მეტსაც, ვიდრე თვით უფალმა აღასრულა დედამიწაზე - ასეთი იყო მისი დაპირება). 4) ისიც ხომ შეპირდა უფალმა მოწაფეებს, რომ ეს სულიწმიდა ბოლო ჟამამდე იქნებოდა ეკლესიაში. ახლა ამ 4 წინამძღვიდან გავეკოთოთ დასკვნები: A) სულიწმიდას შეუძლია ადამიანის სხეულში "დასახლდეს" და იქიდან აკეთოს სასწაულები. B ) დღესაც უნდა აღასრულებდეს სულიწმიდა სასწაულებს ადამიანთა საშუალებით, იმ ჭურჭლებით, რომელთაც სულიწმიდის ჭურჭელი ეწოდებათ ხოლმე. C) ასე აღსრულებული სასწაულები შეუზღუდავია და ნებისმიერ სასწაულს შეიძლება წარმოადგენდეს. ის სასწაულები, რომლებიც ნახსენებია მოციქულთა საქმეებში: A) ავი სულების განდევნა; B ) მკვდრეთით აღდგინება; C) წინასწაწარმეტყველება; D) ტელეპორტაცია (მოციქული ფილიპესი, რომელიც ღაზადან იაფოში აღმოჩნდება წამებში); E) წმინდა პავლე მოციქულის სასწაულებრივი გადარჩენა, როცა იგი სასიკვდილოთ ჩაქოლეს - რაც აშკარად მოითხოვს სხეულის განსაკუთრებულ თვისებებს, თვითაღდგინების სასწაულ ძალას; F) კიდევ მრავალი სასწაული, რომელიც არ არის დეტალურად აღწერილი, მაგრამ ნახსენებია მოციქულთა კრებებზე. ყველა ასეთი სასწაულის აღსრულებისას, მოციქულები თავის თავს არ აბრალედნენ სასწაულების აღსრულებას, არამედ უფალს აქებდნენ ამისათვის. რა თქმა უნდა, უფლის მიერ იყო შესრულებული ეს სასწაულები და, რა თქმა უნდა, უფლის მიერ ნებისმიერი სასწაულის აღსრულება შესაძლებელია. ასე და ამგვარად, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ წმინდანს შეუძლია სულიწმიდის საშუალებით ნებისმიერი სასწაული აღასრულოს (ადამიანის სხეულებში შესვლა სულით და მათ "დაქოქვა" ღმრთისადმი, წმინდანის მიერ სხეულის კონტროლი, სახის ცვლილება, ტელეპორტაცია, რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა, ნებისმიერ საგნის მატერიალიზაცია, ან ნებისმიერ საგნად გარდაქცევა და ა.შ.), იგი ღვთისმგმობია. ადამიანმა შეიძლება შეიტანოს ეჭვი მოცემული პიროვნების სიწმიდეში (იმაში, რომ მოცემულ ადამიანში მოქმედებს სულიწმიდა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანს არ შეუძლია ესადაეს გააკეთოს. წმინდანში მოქმედებს სულიწმიდა და მას ყველაფერი შეუძლია. ან, რა უნდა დავიჯერო, ის რომ წმინდანს არ შეუძლია ავად არ გახდეს, მაშინ როცა სხვისი მკვდრის აღდგინება შეუძლია? ან მაშინ როცა ჩაქოლვის შემდეგ საღ-სალამთი გაივლის? როგორ დავიჯერო წმინდა გიორგის ან სხვა დიდმოწამეებიც ცხოვრება არ გაქვთ წაკითხული? ამდენი წამების შემდეგ ისევ რომ საღ-სალამათები იყვნენ, სანამ უფლის ნებით არ აღსრულდებოდნენ? ამას ეძახით თქვენ ერესს? ეს ერესია კი არ არის, მართლმადიდებლური სწავლებაა! ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის. კიდევ ერთი ქვე-არგუმენტი იმისა, რომ წმინდანს ყველაფერი ეს შეუძლია. სხვა რელიგიებში შესაძლებელია ყველაფერი ეს. ჩვენი მოძღვრები იმას კი არ უარყოფენ, რომ სხვა რელიგიებში სასწაული არ სრულდება, არამედ იმას, რომ მათ მიერ აღსრულებული სასწაულები ბოროტისაგან მოდის (მე პირადად ამ აზრს, მარტო ბორიტის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, არ ვიზიარებ). მოდი შევხედოთ რადარა სახის სასწუალები აღსრულებულა ინდუიზმში და ბუდიზმში: ციტატა * anūrmi-mattvam: Being undisturbed by hunger, thirst, and other bodily disturbances * dūra-śravaṇa: Hearing things far away * dūra-darśanam: Seeing things far away * manaḥ-javah: Moving the body wherever thought goes (teleportation) * kāma-rūpam: Assuming any form desired * para-kāya praveśanam: Entering the bodies of others * sva-chanda mṛtyuh: Dying when one desires * devānām saha krīḍā anudarśanam: Witnessing and participating in the pastimes of the Apsaras * yathā sańkalpa saḿsiddhiḥ: Perfect accomplishment of one's determination * ājñā apratihatā gatiḥ: Orders or Commands being unimpeded[8] აგერ კიდევ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნისა) ფილოკალიაში: ციტატა ციტატა “Thus, light springs forth for them, as from the sun’s disc, and enables them spiritually to reason, judge, see, foresee and the like. In general, through Him all showing and revelation of unknown mysteries shines forth for them; and they become filled with supernatural and Divine power in the Holy Spirit. This supernatural power renders their flesh lighter or rather finer and makes them soar on high like a meteor. By this power of light in the Holy Spirit some of the holy fathers, while still in their bodies, traversed wide rivers and deep seas dry-footed, as though immaterial and incorporeal. They covered in a moment great distances, requiring many days of travel and performed many other marvellous deeds in heaven, on earth, in the sun, on the seas, in deserts, in cities, in every place and country, in beasts, in reptiles and generally in every creature and every element–and they were glorified. When they stood at prayer, their holy and precious bodies were lifted off the ground as though on wings; after death they remained uncorrupted and performed signs and miracles…” "ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ..."ეს მართლმადიდებლური სწავლებაა! ზუსტად იგივეს ამბობს მამა გიორგიც. პატრიარქს უწერია, არამარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა სხეულებშიც და ციურ სხეულებშიც შეუძლია წმინდანს იმოქმედოს - რა თქმა უნდა, ამას სულიწმიდით ახდენს, სულიწმინდა ახდენს ამ ყველაფერს წმინდანში. ამას ამბობს მამა გიორგიც, რომ წმინდანს სტიქიაზე ზემოქმედება შეუძლია. ეს ძალა გადმოცემულია დიდი წმინდანის სერაფიმ საროველის ცხოვრებაშიც, ჩემი ორი თვალით მაქვს წაკითხული. მოკლედ, რაც შეეხება წმინდანის ძალას, ყველაფერი შეუძლია წმინდანს და არაფერია იქ შეუძლებელი. უბრალოდ, ადამიანი ვინც ასეთ რამეებს დასცინის, მოიკოჭლებს განათლებაში. წმინდანთა ცხოვრებიდან შეიძლება ბევრი მაგალითის მოვყანაც ასეთი შესაძლებლობების შეუზღუდავობაზე. შორს რომ არ წავიდეთ, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი აღასრულებდა ყველანაირ სასწაულს. მასზე წიგნებში გადმოცემულია ეს ყველაფერი აშკარად და თვალნათლივ. |
Otherguy |
Dec 9 2010, 07:11 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
afxazi
მშვენივრად გიწერია... რატომღაც ხალხი უფრო წმინდანებში სასწაულებს აფასებს ვიდრე მათ მადლმოსილებას, განათლებას სარწმუნოებრივ საკითხში და ასე შემდეგ... სასწაულები კი ჩაუდენიათ მწვალებლებსაც, პირდაპირ ან ირიბად... და ეს სუპერმენობა, რომ - "ერთდროულად რამოდენიმე ადგილას შეუძლიათ ყოფნა", რომ "მკვდრეთით აღდგენა შეუძლიათ ვინმესი" და ასე შემდეგ - ეს სიგიჟეა... თანაც არაა ესენი წმინდანის მოვალეობა ან მიზანი... არც ერთი დოკუმენტირებული ფაქტი არ არსებობს, როცა ვინმემ ვინმეს ამპუტირებული კიდური გაუმთელა... ესეგი წმინდანი არაა ყოვლისშემძლე... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
guest1 |
Dec 10 2010, 09:15 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
afxazi
ციტატა ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს მადლმოსილება, წმინდანობა, განღმრთობა, სასწაულმოქმედება... თითოეულ სასწაულთმოქმედებით გამოვილინებას თუ ამა თუ იმ ქმედებას კონკრეტული მიზანდასახულობა აქვს და არაფერი არ ხდება შემთხვევით. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდანს, რომელიც უდიდეს სიმაღლეებამდეა ასული, რაც მოესურვება ყველაფერი შეუძლია. როცა საჭირო არ იყო უფლისგან სასწაულებრივი ქმედების გამოვლინება მან არ აღასრულა ეს სასწაულები და კი იცით რა პასუხი გასცა ამ სასწაულის მომთხოვნთ. წმინდანს შეუძლია აღსრულოს ის, რასაც უფალი უბოძებს და რასაც ის დაიტევს. რაშიც ერთმანეთს ვეთანხმებით და რისიც მეც მწამს, იმის განხილვის საფუძველს ვერ ვხედავ და ერთიდაიგივეს ვიმეორებთ. ნამდვილად, წმინდანი ჩვენი მეგობარია, დამხარე, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს ხსნაში; მას გავლილი აქვს ბევრი რამ და დიდი გამოცდილება აქვს. ნამდვილად, წმინდანი მოქმედებს მხოლოდ ღვთის ნებით, აღასრულებს ღვთის ნებას. ნმადვილად, წმინდანის მიერ ჩადენილი სასწაულები თვითონ წმინდანის დამხსახურება კი არ არის, არამედ სულიწმიდისა, რომელიც მასში სულდგმულებს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. არ ვეწინააღმდეგებით აქ ერთმანეთს. მეორე რამ, რაც არასწორად იქნა კიდევ გაგებული (და რაზეც გამეორებით მიხდება მითითება) არის ის, რომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ წმინდანობა სასწაულებით განისაზღვრება. არსად მსგავსი რამ არ მითქვამს და თუ ვთქვი, მიუთითეთ კიდეც. სისულელეა ეს და ამას არ ვამტკიცებ. ვამბობ იმას, რომ წმინდანს გააჩნია სულიწმიდის მადლით სასწაულების აღსრულების უნარი და ამ სასწაულს გამოიყენებს კიდეც, თუ საჭიროა (და საჭიროებასაც ღმერთიდან ხედავს და არა თავისი ნებით აღასრულებს).მაგრამ ყველაფრის არსი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან და იმაშიც, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ამგვარ სიმაღლეებს მიაღწიოს. მაგრამ, როგორ გამორიცხავს ეს ყველაფერი იმას, რომ წმიდანს არ შეუძლია სხვადასხვა ადგილას ერთიდაიმავე დროს ყოფნა? რას ქვია ამას წმინდანი ვერ დაიტევს? ჰაერში ატაცებას და ერთ წამში 100-ბით კილომეტრის გავლას დაიტევს, მკვდირს გაცოცხლებას დაიტევს და ამ სასწაულეს ვერ დაიტევს? რატომ? ან რა ვიცით რამდენს დაიტევს ესათუის წმინდანი? გარდა ამისა, შენს მოყვანილ ციტატებში არსად ეწინააღმდეგებიან წმინდანები იმას, რაც მე მოვიყვანე. ციტატა იოანე დამასკელის ციტატა "გარდამოცემის" მე-17 თავიდან ანგელოზების შესახებ: რატო აკეთებ დასკვნას იმისას, რაც იოანე დამასკელს არ უთქვამს? თქვა სადმე, რომ ის რაც ანგელოზს არ ხელეწიფება, წმინდანს ნამდვილად არ ხელეწიფებაო? მეორეც, სადმე წერია, რომ როცა მიწაზე არიან, მათ (ანგელოზებს) არ შეუძლიათ ერთიდაიმავე დროს სხვადასხვა ადგილას (მიწაზე) ყოფნა? აქ წმინდანი ამბობს მარტო იმას, რომ ანგელოზი ერთიდაიმავე დროს ცაშიც და მიწაზეც ვერ იმყოფებაო. დანარჩენი შენი დასკვნაა, რაც არანაირად არ გამომდინარეობს ამ ნათქვამიდან და ძალიან ბევრ დაშვებას მოითხოვს."ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში". მითუმეტეს ეს ითქმის ადამიანებზე. ციტატა შესაძლოა უფლისმიერი მადლმოსილებით მხოლოდ შემწეობას ქონდეს ადგილი, რაც ადამიანს პიროვნების მასთან მყოფობად წარმოუდგება, მაგრამ არანაირად ისე, რომ ერთი ადამიანი ერთბაშად ორ ადგილას იმყოფებოდეს. ეს ყოვლად შეუძლებელია. მიპასხუებთ ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელიაო. კი ბატონო, მაგრამ ეს შესაძლებლობანი არ ცდება ადამიანური ბუნების დამტევნელობის საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანური ბუნება დაირღვევოდა. გეტყვით ნამდვილად, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელია და ყველაფერს რასაც წმინდანი აკეთებს, სულიწმიდის უნარია და არა წმინდანის. აი ეს ადამიანური ბუნებისთვის დამტევებლობა შენ სხვანაირად გესმის და მე სხვანაირად. მე ვერ ვხედავ შეზღუდვას, რომ ადამიანის ბუნებას არ გააჩნია უნარი დაიტიოს მსგავსი რამ. ბოლო-ბოლო ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და როგორ არ უნდა შეეძლოს აღდგენილ (და არა დაცემულ) ღვთის ხატს ასეთი რაიმეს გაკეთება? ან თუ უფლისათვის ყველაფერია შესაძლებელი, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ადამიანს ამის დატევის უნარიც მიანიჭოს?ციტატა შეკითხვა არ დამისვამს ტყუილად, რომელზეც არაორაზროვანი პასუხი მივიღე და უარესიც, როგორ შეიძლება წმინდანს რაიმე დაეკარგოს. სამწუხაროა ამგვარი შეხედულება და ზოგადად ამგვარი დამოკიდებულება წმინდანისადმი. ასეთ შემთხვევაში რომელიმე წმინდანი, ვიმეორებ, ჩვენს წინაშე წარმოდგება არა როგორც ჩვენნაირი ადამიანი, რომელიც განიღმრთო და ჩვენი საუკეთესო მეგობარია, არამედ ასე ვთქვათ "სუპერმენი", სხვა პლანეტიდან მოსული რაღაც არსება. ეს არ არის სწორი და ამგვარი დამოკიდებულებით ვერანაირ შემწეობას ვერ მივიღებთ. შენს სიტყვებს მომაწერ ისევ მე, თორემ მე არ ვთვლი საერთოდ, რომ წმინდანის ეს უნარები მას სუპერმენად ხდის. რაში ჭირდებოდა ფილიპე მოციქულს ჰაერში ატაცება და ღაზადან იაფოში გაჩენა უცებ? სუპერმენობას ამტკიცებდა ამით? ადამიანი თუ სასწაულის გარეშე ირწმუნებს, ამას რა ჯობია. მაგრამ, თუ სასწაულის გარეშე არ შეუძლია ირწმუნოს, მაგრამ სულიწმიდა ხედავს რომ ადამიანს სასწაული გადაარჩენს, სასწაულის ჩადენა წმინდანის ხელით და სხეულით სუპერმენობაა? ასეთი სასწაული თუ ადამიანს გადაარჩენს და რწმენას ჩაუნერგავს, ან გაუძლიერებს, არ უნდა აღსრულდეს? თქვენ შემახსენეთ ის, რომ უფალმა, როცა საჭირო არ იყო სასწაულის აღსრულება მან არ აღასრულა იგი. მაგრამ, ასევ სწორია, როცა საჭირო იყო, მან აღასრულა სასწაული - თუნდაც თომა მოციქულისათვის.ციტატა იქნებ გადაგეხედათ ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის პირადი წერილებისათვის, ერთმანეთს რომ უგზავნიდნენ ისინი ამ წერილებს. როგორ მოენატრა ბასილი დიდს ერთხელ მონასტერში მყოფი გრიგოლ ღვთისმეტყველი და ვერანაირი გზით რომ ვერ გამოიყვანდა მას მონასტრიდან როგორ მოატყუა და შეუთვალა ავად ვარო, როგორ წამოვიდა შეშფოთებული გრიგოლი მონასტიდან და ქალაქში შესულმა როგორ კითხა ერთ-ერთ იქაურ მცხოვრებს ბასილი დიდის შესახებ როგორ არისო, რაზეც მან უპასუხა რომ ის (ბასილი) მშვენივრად იმყოფებოდა. როგორ გაბრაზდა ამაზე გრიგოლი და უკანვე გაბრუნდა ბასილის სანახავად.... ამაზე მე შემიძლია მხოლოდ ჩემი აზრი შემოგთავაზო, რომელიც ახსნის ამ ყველაფერს. თუმცა, ჩემი აზრი ჩემი აზრია და თუ სინამდვილის გაგება გინდა, მხოლოდ სულიწმიდისაგან უნდა მიიღო პასუხი. სულიწმიდა კიდევ წმინდანებში საუბრობს აქ დედამიწაზე. ჩემი პასუხი ასეთია (რაც ჩემი კი არ არის, არამედ ისევ მამა გიორგის წიგნებში ან სხვაგან ამოკითხული პასუხებია): 1) წმინდანები სხვადასხვა "დონეზე" იმყოფებიან და ზოგჯერ "გათიშულ" (ანუ სულიმიდა არაშემოსილ მდგომარეობაში) არიან. ამ დროს მათი საქციელი და უნარი არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვეულებრივი მოკვდავისაგან. სწორედ ასეთ შემთხვევებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი მაგ დროს; 2) წმინდანი უფრო ხშირად ადამიანს თავს აჩვენებს საბრალოდ, შესაცოდავად, რომ იგიც ბევრ შეცდომებს უშვებს (რათა ადამინმში გააჩინოს სიბრალული მეორე ადამიანის მიმართ) და შენი მოყვანილი შემთხვევები ამის გამოვლინება შეიძლება იყოს; 3) ადამიანი განწმენდა ხდება რაღაც დროს (თუმცა, მე მწამს, რომ ზოგჯერ წმინდანად იბადება ადამიანი) და მათი ნაწერები მოიცავს ორივე პერიოდს: "განწმენდამდე" და "განწმენდის" შემდეგ. ესეც ახსნის იმ შემთხვევებს, რაზეც შენ საუბრობ.ჩვენ უდიდეს მოღვაწეთა შრომებში შეიძლება ვნახოთ ისეთი შემთხვევები, რომ არასწორად იყოს დამოწმებული ამა თუ იმ ბიბლიური პერსონაჟის სახელი, მითითებული მუხლი და ა.შ. შეგიძლია გამცე რატომ ხდება ეს ყველაფერი? მოკლედ რომ ვთქვათ, მაგის რაციონალურ ახსნა შესაძლებელია. აი რასაც ვერ ახსნი გონებით და შეიძლება ღვთისგმობაშიც ან სხვის განსჯაში ჩავარდე არის იმ შემთხვევების უარყოფა, რაც მე მოვიყვანე: რატომ არის აღწერილი წმინდა იოანე მაქსიმოვიჩის ცხოვრებაში ასეთი სასწაული? რატომ არის მამა გაბრიელის შემთხვევაში აღწერილი ასეთი სასწაული? (მამა გაბრიელი იტყუებოდა ან ცდებოდა, თუ მონაზონმა მოიტყუა? თუ არცერთი და არც მეორე, რარაც სხვა?) რას უპასსუხებ ამ კითხვებს? ან რატომ თქვა პატრიარქმა კალისტომ და რატომ არის მისი ნაწერი ფილოკალიაში? შეგახსენებ პატრიარქის ნათქვამს: ციტატა ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ... Otherguy ციტატა მშვენივრად გიწერია... რატომღაც ხალხი უფრო წმინდანებში სასწაულებს აფასებს ვიდრე მათ მადლმოსილებას, განათლებას სარწმუნოებრივ საკითხში და ასე შემდეგ... წმინდანს განათლება ზეციდან ეძლევა - ეგ არის ჭეშმარიტი განათლება. დანარჩენები "განათლებულები" ვართ.ციტატა არც ერთი დოკუმენტირებული ფაქტი არ არსებობს, როცა ვინმემ ვინმეს ამპუტირებული კიდური გაუმთელა... ესეგი წმინდანი არაა ყოვლისშემძლე... ამას ეწოდება Argument from ignorance: absence of evidence is not the evidence of absence, ანუ, მონაცემის არარსებობა არ წარმოადგენს არარსებობის მონაცემს.მეორეც, წმინდანი კი არ ჩადის სასწაულს, არამედ მასში მოქმედი სულიწმიდა და ამის უარყოფა, რომ წმინდანს არ შეუძლია კიდურის განმრთელება, ნიშნავს, რომ ღმერთია არაყოვლისშემძლე. მესამეც, მატერიალიზაციის მათალითები არსებობს. ცნობილია, რომ წმინდა სერაფიმ საროველმა ლოცვით ბეღელი აავსო ხორბალით, მაშინ როცა შიმშილის პირას იყვნენ ბერები და ხორბალი თითქმის მთლიანად გაუთავდათ. რითია განსხვავებული მატერიალიზაციის ეს მაგალითი ამპუტირებული კიდურის რეგენერაციისაგან? და მეოთხე და მთავარი: არის აღწერილი ასეთი შემთხვევა ისტორიულად. შენ დოკუმენტს თუ მაინცდამაინც ვიდეომასალას ეძახი, ამაზე თავს ვერ დავდებ. Miracle_of_Calanda - აქ არის შემთხვევა განხილული კიდურის განმრთელებისა. კიდური არ იქნდა განმრთელებული წმინდანის მიერ, მაგარმ თვით ავადმყოფის ლოცვით მოხდა ასე. დიდი გნასხვავება არ არის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი