(ფს. 2,7), (ფს. 109,3) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
(ფს. 2,7), (ფს. 109,3) |
■გიორგი■ |
Dec 5 2010, 03:25 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
მოგესალმებით ყველა მართლმადიდებელს.
გვერდით თემაში http://church.ge/index.php?showtopic=8540&st=0 სათაურით მამა ღმერთი, მსჯელობა სრულიათ სხვა კუთხით მიმდინარეობდა და კითხვები რომელიც დამებადა, იმ თემაში დავსვი, რაზეც როგორც ჩანს, შეძლებისდაგვარად ეცადნენ ზოგიერთები და ჩემ შეკითხვებს უპასუხეს. ცალკე საკითხია, რამდენად დამაკმაყოფილებელი ან საერთოდ, რამდენად მართებულად და სათანადოდ გასცეს პასუხები (რაზეც არაფერი დამიწერია იმ თემაში), თუმცა, ჩემთვის მთავარი იყო პასუხების მიღება და არა კამათი ან პროვოლაცია. ვინაიდან გვერდით თემაში მიღებულმა პასუხებმა უამრავი კითხვა დაბადა, გადავწყვიტე თემიდან გადახვევა რომ არ გამომსვლოდა, თქვენის ნებართვით, ცალკე თემა გამეხსნა, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიის დოგმატური საკითხებიდან, ერთერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრა მეგობრული განწყობით, რომელსაც შეკითხვის სახით, ამგვარად გადმოვცემდი: 1. რას ნიშნავს: მამამ შვა ძე? და მოგვიანებით განვიხილოთ საკითხი: რას ნიშნავს, მამამ შვა ძეები? პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა გვესაუბრა პირველზე: რას ნიშნავს მამამ შვა ძე? სანამ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ამ კონკრეტულ საკითხებზე დაწვრილებით დაწერდეთ მართლმადიდებლები, სასურველი იქნებოდა, პირველ რიგში ბიბლიის ის მუხლები დაგეწერათ, საიდანაც მართლმადიდებელი ეკლესია ეფუძნება - მამის მიერ ძის შობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის, ამ საკითხის ამოსავალ ბიბლიურ მუხლებად, მხოლოდ 2 მუხლი დასახელდა მონათესავე თემაში, რომელიც ზემოთ, თემის სათაურის სახით წარმოვადგინე: 1. (ფს. 2,7) 2. (ფს. 109,3) ალბათ სხვა ბიბლიური მუხლებიც შეემატება ამ მუხლებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მამების უშუალო განმარტებები დაიდება სათაურში მითითებული 2 ბიბლიური მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც დავინახე, მართლმადიდებლური ეკლესია 'ღვთის ძის შობის' შესახებ სწავლებისთვის საყრდენ მუხლებად მიიჩნევს. რადგან 2 მუხლი უკვე სახეზე გვაქვს, რომელსაც დოგმატის სწვალების საფუძვლად მიიჩნევენ მართლმადიდებელი ეკლესიის მწინდა მამები, ყველა მართლმადიდებელს გთხოვთ, ამ მუხლის დეტალური განმარტება მოიყვანოთ იმ ეკლესიის მამებისა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდანებს წარმოადგენენ. ამ თემაში დაწერილი მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების განმარტებები, დარწმუნებული ვარ თითოეული მართლმადიდებელისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ღვთის შესახებ ცოდნის მიღების დიდი წყურვილი აქვს, სასარგებლო იქნება, რადგან საფუძვლიანად ეცოდინება, თუ რაზე დაყრდნობით და როგორ განმარტავენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები სამების დოგმატის ამ მეტან მნიშვნელოვან საკითხს. ამასთან ერთად ყველას მინდა ვთხოვო, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებელსაც და მომავალში ვინც შემოგვიერთება: გთხოვთ, ამ თემაში დასმული საკითხის ირგვლივ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდა მამების განმარტებების დადებისას, (ანდა მასზე მსჯელობისას), ერთმანეთს სიყვარულით მოვეკიდოთ და საფუძვლად ამ ყოველივეს, სიყვარული დავუდოთ. ასეთი დამოკიდებულება, თბილ გარემოებას შექმნის არსებულ საკითხებზე მსჯელობისას და საინტერესოს გახდის მას, ნაცვლად წინასწარ შექმნილი მოსაზრებებით ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განვეწყოთ. ამ თემაში შესაძლოა ფორუმის წევრებს შიგა და შიგ ლოგიკური შეკითხვები გაგვიჩნდეს აღნიშნული საკითხების განხილვისას, (თუნდაც ერთმანეთის მიმართაც კი) და ცოდნის გაღრმავებისა და რწმენის განმტკიცების მიზნით, დრო და დრო დავსვათ შეკითხვები და ეს ძმული სიყვარულით გავაკეთოთ. ამხელა შესავალს არ გავუკეთებდი თემას, თუ არა გვერდით თემაში ფორუმის ერთერთი მომხარებლის (აფხაზის) პოსტში გამოვლენილი უნდობლობა ჩემს მიმართ, რაზეც ნამდვილად აღარ ღირს გამოკიდება და თემიდან სხვა მიმართულებაზე გადასვლა. ჩემი ინტერესი (როგორც ადმაიანის, რომელიც არაა მართლმადიდებელი და რომელსაც სურს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შესახებ გარკვეული სახის ცოდნა თქვენს ფორუმიდანაც შეიძინოს ) მხოლოდ ისაა რომ სრულად, ბოლომდე და უფრო საფუძვლიანად გავეცნო ჩემ მშობლიურ სარწმუნოებას, რომელიც ჩემმა წინაპარმა დატოვა. ამ მიზეზიდან და ისედაც, ცოდნის გაღრმავებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, რაც შეიძლება სრულად და საფუძვლიანად ვიცოდე აღმოსავლურ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებები ამ ფორუმის დახმარებითაც. დიდი პატივისცემით გთხოვთ ყველას, ვისაც სათანადო ცოდნა და საკმარისი სურვილი გაქვთ, იაქტიუროთ ზემოთ ხაზგასნული საკითხების მხარდამჭერი ეკლესიური სწავლება, ამომწურავი სახით წარმოადგინოთ და მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ აღიარებული ეკლესიის წმინდა მამების უშუალო განმარტებები (თუკი არსებობს) დადოთ ამ თემაში ფსალმუნის 2:7-სა და ფსალმუნის 109:3-ზე. მადლობა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
lingvo |
Dec 10 2010, 11:43 AM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
■გიორგი■
ციტატა ეს ფრაზა წმინდა წერილიდან მოვიყვანე. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთს მხოლოდ ერთი ძე როდი უშვია. მასში ისიც წერია, რომ ღმერთმა ძეები შვა. კონკრეტულად სად ამოიკითხე, წიგნი თავი და მუხლი დაწერე.ეს კი რუსულ ენაზეა (სამწუხაროდ ქართულად ვერ მოვიძიე ინტერნეტში) მეორე ფსლამუნის მეშვიდე მუხლის განმარტება წმიდა ათანასე დიდის, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის მიერ (+373) http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/02-atanase.htm Господь рече ко Мне: Сын Мой ecu Ты и проч., то есть, естество Отчее подтверждает, что Я Сын. Не повелением произведено это, но самая сущность показывает, что Я — образ ипостаси Отчей (Евр. 1, 3). Весьма кстати присовокуплено «ecu» в означение предвечного рождения; потому что Сын был всегда. Но присовокуплено также: днесь родих Тя, чтобы показать и рождение по плоти; потому что слово «днесь» указывает на время и употреблено в означение временного рождения. Следовательно, о человеческом рождении разумеются и последующие слова: родих Тя. Видишь, как Отец Себе присвояет и рождение по плоти единородного Христа. (ფს.2,7) ფსალმუნთა განმარტება ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. ამ სიტყვებში მოიაზრება მამა ღმერთისგან ძე ღმერთის საუკუნეთა უწინარესი შობაც და საღვთო განგებულებაც ძე ღმერთის განკაცებისა დროში. სიტყვა დღეს თითქოს ზღვარია დროსა და მარადისობას შორის, როცა ძე ღმერთი განკაცდა, „წინასწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკანასკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს“ (1 პეტ. 1,20); „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთა, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი“ (მათ. 4,4). მიშობიე გულისხმობს განკაცების საიდუმლოს აღსრულებას. (ფს.2,7) ეს კი ას მეცხე ფსალმუნის მესამე მუხლის განმარტება: С Тобою начало в день силы Твоея. Этим означает или время суда, когда с Божеским могуществом всех будет судить, пришедши с святыми Ангелами Своими, или время рождения Его, которое и называется днем силы. С Тобою будет начало, потому что обладает целою вселенною, хотя и соделался человеком. В светлостех святых Твоих. Слова в светлостех святых Твоих — означают не иное что, как те лики святых Ангелов, которые в ночь, когда родился Христос, взывали: слава в вышних Богу, и на земли мир (Лк. 2, 14). Из чрева прежде денницы родих Тя. Смотри, как усвояет Себе Отец рождение Единородного по плоти[1]. Отец говорит Сыну: прежде бытия сего видимого мира и лучезарного света родил Я Тебя. Говорит же не потому, что Бог имеет чрево, но потому что рождением из чрева дается истинное, а не мнимое, право первородства. (ფს.109,3) http://www.wco.ru/biblio/books/afanv2/main.htm -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი