განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში, იესოს ცინაპართა ჩამონათვალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში, იესოს ცინაპართა ჩამონათვალი |
Sonenleufer |
Dec 10 2010, 03:45 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 |
მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში? 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე; |
afxazi |
Dec 10 2010, 05:50 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
აჰა, მორიგი შედევრი. მოდი ბოლოდან დავიწყებ და სათაურში დასმულ პრეტენზიულ დასკვნას ვუპასუხებ. სამწუხაროა, რომ არა კითხვა, არამედ დასკვნაა შემოთავაზებული, თითქოს ავტორს ისე ჰქონდეს შესწავლილი წმინდა წერილი, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის პირადად ეს სამწუხაროა.
გენეოლოგიის შესახებ იხილე ქვემოთ მითითებული ლინკი და გთხოვ ბოლომდე გულდასმით წაიკითხო აღნიშნული. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, სადაც ევსები კესარიელი ამ განსხვავებათა შესახებ საუბრობს. http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...ndpost&p=585724 რაც შეეხება სხვა კითხვებს. ზოგადად ავღნიშნავ, რომ თუკი ადამიანს ძვირფას წიგნად მიაჩნია წმინდა წერილი, უბრალოდ ის ქრისტიანია, ის არ უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ამ განსხვავებებზე, არამედ ცდილობდეს მათ გარკვევას, გულწფელად და ყოველგვარი ინტრიგის გარეშე. ციტატა 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; შენ თუ მიპოვი ადგილს, სადაც ლუკას სახარება სამ (ამ რაოდენობის) მწყემსზე საუბრობს ხელებს ავწევ. თუმცა, ცხადია, მსგავს რამეს ვერ მიპოვი. ციტატა 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; ამასაც გავაერთიანებ წინა "დასკვნასთან" და ვიტყვი, რომ რა პრობლემაა, თუკი ორი სახარება სხვადასხვა ეპიზოდს გვთავაზობს სრულყოფილი შინაარსის შესავსებად. თუკი მათემ მოგვების მოსვლის ამბავი გადმოგვცა და ამასთან ყრმთა ჟლეტის სამწუხარო ამბავი, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლუკამ აღარ ჩათვალა ეს საჭიროდ და მწყემსების ამბავზე გააკეთა აქცენტი, რომ მატეს უწყებასთან ერთად ესეც გვცოდნოდა. რაში ეწინააღმდეგებიან იქნებ ვინმემ გამარკვიოს ეს ორი სახარება ერთმანეთს ამ შემთხვევაში? ციტატა 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; ამასაც იგივეს ვუპასხუებდი. მათემ გამოტოვა წინადაცვეთის ეპიზოდი და პირდაპირ ეგვიპტეში წავსლის ამბავი გადმოგვცა, ლუკამ კი შეავსო ეს თხრობა. ციტატა 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; აი ეს კი წარმოუდგენელი არ ცოდნის გამომჟღავნებაა წმინდა წერილისა. მათესთან ნათქვამია: ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, (2,1). ლუკა კი გადმოგვცემს: ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. (2, 1-6). ანუ მათე ამბობს, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადა. და ეს როგორ მოხდა ამას ლუკა ცოტა ვრცლად და გარკვევით გადმოგვცემს. ყოველივე ამის შემდეგ მართლა გულწრფელად მინდა გკითხო, საერთოდ თუ გაქვს სახარება წაკითხული? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი