IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში, იესოს ცინაპართა ჩამონათვალი
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 03:45 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში?
1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე;
2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი;
3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს;
4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ;
5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე;
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Dec 10 2010, 05:50 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აჰა, მორიგი შედევრი. მოდი ბოლოდან დავიწყებ და სათაურში დასმულ პრეტენზიულ დასკვნას ვუპასუხებ. სამწუხაროა, რომ არა კითხვა, არამედ დასკვნაა შემოთავაზებული, თითქოს ავტორს ისე ჰქონდეს შესწავლილი წმინდა წერილი, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის პირადად ეს სამწუხაროა.

გენეოლოგიის შესახებ იხილე ქვემოთ მითითებული ლინკი და გთხოვ ბოლომდე გულდასმით წაიკითხო აღნიშნული. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, სადაც ევსები კესარიელი ამ განსხვავებათა შესახებ საუბრობს.

http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...ndpost&p=585724

რაც შეეხება სხვა კითხვებს. ზოგადად ავღნიშნავ, რომ თუკი ადამიანს ძვირფას წიგნად მიაჩნია წმინდა წერილი, უბრალოდ ის ქრისტიანია, ის არ უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ამ განსხვავებებზე, არამედ ცდილობდეს მათ გარკვევას, გულწფელად და ყოველგვარი ინტრიგის გარეშე.

ციტატა
1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე;


შენ თუ მიპოვი ადგილს, სადაც ლუკას სახარება სამ (ამ რაოდენობის) მწყემსზე საუბრობს ხელებს ავწევ. თუმცა, ცხადია, მსგავს რამეს ვერ მიპოვი.


ციტატა
2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი;


ამასაც გავაერთიანებ წინა "დასკვნასთან" და ვიტყვი, რომ რა პრობლემაა, თუკი ორი სახარება სხვადასხვა ეპიზოდს გვთავაზობს სრულყოფილი შინაარსის შესავსებად. თუკი მათემ მოგვების მოსვლის ამბავი გადმოგვცა და ამასთან ყრმთა ჟლეტის სამწუხარო ამბავი, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლუკამ აღარ ჩათვალა ეს საჭიროდ და მწყემსების ამბავზე გააკეთა აქცენტი, რომ მატეს უწყებასთან ერთად ესეც გვცოდნოდა. რაში ეწინააღმდეგებიან იქნებ ვინმემ გამარკვიოს ეს ორი სახარება ერთმანეთს ამ შემთხვევაში?

ციტატა
3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს;


ამასაც იგივეს ვუპასხუებდი. მათემ გამოტოვა წინადაცვეთის ეპიზოდი და პირდაპირ ეგვიპტეში წავსლის ამბავი გადმოგვცა, ლუკამ კი შეავსო ეს თხრობა.

ციტატა
4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ;


აი ეს კი წარმოუდგენელი არ ცოდნის გამომჟღავნებაა წმინდა წერილისა.

მათესთან ნათქვამია:

ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, (2,1).

ლუკა კი გადმოგვცემს:

ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. (2, 1-6).


ანუ მათე ამბობს, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადა. და ეს როგორ მოხდა ამას ლუკა ცოტა ვრცლად და გარკვევით გადმოგვცემს.



ყოველივე ამის შემდეგ მართლა გულწრფელად მინდა გკითხო, საერთოდ თუ გაქვს სახარება წაკითხული?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 06:38 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(afxazi @ Dec 10 2010, 05:50 PM) *

აჰა, მორიგი შედევრი. მოდი ბოლოდან დავიწყებ და სათაურში დასმულ პრეტენზიულ დასკვნას ვუპასუხებ. სამწუხაროა, რომ არა კითხვა, არამედ დასკვნაა შემოთავაზებული, თითქოს ავტორს ისე ჰქონდეს შესწავლილი წმინდა წერილი, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის პირადად ეს სამწუხაროა.

გენეოლოგიის შესახებ იხილე ქვემოთ მითითებული ლინკი და გთხოვ ბოლომდე გულდასმით წაიკითხო აღნიშნული. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, სადაც ევსები კესარიელი ამ განსხვავებათა შესახებ საუბრობს.

http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...ndpost&p=585724

რაც შეეხება სხვა კითხვებს. ზოგადად ავღნიშნავ, რომ თუკი ადამიანს ძვირფას წიგნად მიაჩნია წმინდა წერილი, უბრალოდ ის ქრისტიანია, ის არ უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ამ განსხვავებებზე, არამედ ცდილობდეს მათ გარკვევას, გულწფელად და ყოველგვარი ინტრიგის გარეშე.
შენ თუ მიპოვი ადგილს, სადაც ლუკას სახარება სამ (ამ რაოდენობის) მწყემსზე საუბრობს ხელებს ავწევ. თუმცა, ცხადია, მსგავს რამეს ვერ მიპოვი.
ამასაც გავაერთიანებ წინა "დასკვნასთან" და ვიტყვი, რომ რა პრობლემაა, თუკი ორი სახარება სხვადასხვა ეპიზოდს გვთავაზობს სრულყოფილი შინაარსის შესავსებად. თუკი მათემ მოგვების მოსვლის ამბავი გადმოგვცა და ამასთან ყრმთა ჟლეტის სამწუხარო ამბავი, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლუკამ აღარ ჩათვალა ეს საჭიროდ და მწყემსების ამბავზე გააკეთა აქცენტი, რომ მატეს უწყებასთან ერთად ესეც გვცოდნოდა. რაში ეწინააღმდეგებიან იქნებ ვინმემ გამარკვიოს ეს ორი სახარება ერთმანეთს ამ შემთხვევაში?
ამასაც იგივეს ვუპასხუებდი. მათემ გამოტოვა წინადაცვეთის ეპიზოდი და პირდაპირ ეგვიპტეში წავსლის ამბავი გადმოგვცა, ლუკამ კი შეავსო ეს თხრობა.
აი ეს კი წარმოუდგენელი არ ცოდნის გამომჟღავნებაა წმინდა წერილისა.

მათესთან ნათქვამია:

ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, (2,1).

ლუკა კი გადმოგვცემს:

ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. (2, 1-6).
ანუ მათე ამბობს, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადა. და ეს როგორ მოხდა ამას ლუკა ცოტა ვრცლად და გარკვევით გადმოგვცემს.
ყოველივე ამის შემდეგ მართლა გულწრფელად მინდა გკითხო, საერთოდ თუ გაქვს სახარება წაკითხული?


აი კიდევ ერთი აგრესიული, ცინიკური და ამპარტავნული პასუხი ჩემს კითხვაზე smile.gif

სახარების წაუკითხველობას რაზე მამჩნევ მაინც ვერ ვხვდები.
იესო რომ ბეტლემში დაიბადა ამაზე საუბარი არ არის, არამედ იოსების წარმომავლობაზე.
სხვათაშორის მადლობა იმ ლინკისთვის სადაც წმინდა მამები ამ თემაზე საუბრობენ.

იესოს გენეალოგიის განსხვავებაზე სრული, მკაფიო განმარტება მაინც ვერ მივიგე სამწუხაროდ


წავიკითხე და დავსკვენი ევსები კესარიელის ნაწერისგან რომ ორი გენეალოგიური შტო მომდინარეობს დავითის შემდეგ: ნათანისა და სოლომონისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sonenleufer   განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში   Dec 10 2010, 03:45 AM
დათიკო   Sonenleufer სახარებები ერ...   Dec 10 2010, 10:40 AM
Sonenleufer   Sonenleufer სახარებები ერ...   Dec 10 2010, 04:41 PM
afxazi   აჰა, მორიგი შედევრ...   Dec 10 2010, 05:50 PM
Sonenleufer   აჰა, მორიგი შედევრ...   Dec 10 2010, 06:38 PM
afxazi   Sonenleufer და შენი ამგვა...   Dec 10 2010, 06:42 PM
Sonenleufer   Sonenleufer ამასაც იგივე...   Dec 10 2010, 07:02 PM
afxazi   Sonenleufer რაკი მრავალმ...   Dec 10 2010, 07:20 PM
Sonenleufer   Sonenleufer რაკი მრავალმა...   Dec 10 2010, 07:44 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   სახარების 4 ავტორი...   Dec 10 2010, 08:00 PM
Sonenleufer   სახარების 4 ავტორი...   Dec 10 2010, 08:10 PM
Sonenleufer   ”სოლომონისგან ჩამ...   Dec 10 2010, 08:05 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   ლუკას სახარება,თა...   Dec 10 2010, 08:09 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   არაა აუცილებელი სა...   Dec 10 2010, 08:13 PM
Sonenleufer   არაა აუცილებელი ს...   Dec 10 2010, 08:22 PM
.ნინო   Sonenleufer უფრო კარგად რ...   Dec 10 2010, 08:16 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   ამ მოვლენას როგორ...   Dec 10 2010, 08:21 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   ამ ვიდეოში დეკანოზ...   Dec 10 2010, 08:23 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   არაფერი კაცო მე მი...   Dec 10 2010, 08:26 PM
Otherguy   მე პირადად გამოტოვ...   Dec 12 2010, 05:23 AM
ნიკა ქუცნიაშვილი   რატომ კარგი საკითხ...   Dec 12 2010, 10:28 AM
Otherguy   რატომ კარგი საკით...   Dec 12 2010, 10:39 AM
■გიორგი■   რატომ კარგი საკით...   Dec 13 2010, 05:28 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   ალბათ კიდევ ის შემ...   Dec 12 2010, 11:52 AM
Otherguy   ნიკა ქუცნიაშვილი ...   Dec 12 2010, 11:56 AM
Sonenleufer   თემა როგორ უნდა მი...   Dec 12 2010, 08:00 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   შენ არა მოდერმა უნ...   Dec 12 2010, 08:07 PM
ნიკა ქუცნიაშვილი   მერე ვინ თქვა,რომ ა...   Dec 13 2010, 07:36 PM
beks777   მათეს,ლუკას და მარ...   Feb 27 2011, 07:18 PM
lamara   რაც შეეხება იესოს ...   Feb 27 2011, 10:17 PM
mociquli qristesi   ფთხილად სახარებას...   Mar 1 2011, 11:51 PM
beks777   ზემოთ უკვე გარკვეუ...   Mar 6 2011, 03:09 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 02:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი