![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში? 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე; |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Sonenleufer
ციტატა სახარება მემგონი მახარობლებმა ერთმანეტის დამლუკიდებლად დაცერეს, ასე რომ შევსებაზე იმ აზრით რომ ერთმა კამოტოვა და მეორემ შეავსო მიჭირს საუბარი. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. (ლუკა 1,1-4). მომიტევე მაგრამ გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ მოციქულებმა არ იცოდნენ ერთმანეთის ნაწერებისა. ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია ცხადად და არაორაზროვნად მოგვითხრობს იოანეს სახარების დაწერის მიზეზს, თუ როგორ სთხოვა ხალხმა მას იმის გადმოცემა, რაც წინა სახარებებში არ იყო გადმცოემული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
Sonenleufer რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. (ლუკა 1,1-4). მომიტევე მაგრამ გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ მოციქულებმა არ იცოდნენ ერთმანეთის ნაწერებისა. ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია ცხადად და არაორაზროვნად მოგვითხრობს იოანეს სახარების დაწერის მიზეზს, თუ როგორ სთხოვა ხალხმა მას იმის გადმოცემა, რაც წინა სახარებებში არ იყო გადმცოემული. ესეიგი თუ ლუკა მახარობელი ყველაფრის თანმიმდევრულ აღწერაზე საუბრობს, მაშინ რაღაცის შევსებაზე საუბარი ზედმეტია. არა? მათე საერთოდ არ საუბრობს რომ Iოსები ნაზარეთიდან მივიდა ბეთლემში, ესეიგი შეიძლება აღიქვას კაცმა რომ მათეს მიხედვით იოსები ბეტლემელი იყო. ლუკა კი ამბობს რომ იოსები ბეთლემში ნაზარეთიდან ჩავიდა. ესეიგი შენ ამბობ სახარებები ერთმანეტს ავსებენ, ანუ რაც ერთმა გამოტოვა მეორემ დაამატა- აქედან გამომდინარე შენი აზრით სახარებები მახარობლებმა ერთმანეტის შეხამებით და თანამოქმედებით დაწერეს. მე ვფიქრობ რომ თითოელ აღწერილ ფაქტს სახარებაში უფრო ღრმა დატვირთვაა აქვს ვიდრე უბრალო გამოტოვებულის შევსება. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი