![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში? 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე; |
![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
Sonenleufer
უფრო კარგად რომ გაიგო, რას ნიშნავს რომ ერთმანეთს ავსებს, შეგიძლია ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარო: უცხო ნაწარმოები, თუნდაც მხოლოდ 3-4 გვერდი- წააკითხე 4 სხვადასხვა ადამიანს და სთხოვე რომ დაწერონ შინაარსი... მათი ნაწერების წაკითხვის შემეგ, იმედია აღარ დასვამ ასეთ გულუბრყვილო შეკითხვას. გარდა ამისა, ოთხივე სახარება დაიწერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანებისათვის, ამიტომ ყველა მახარებელმა იმ მოვლენებზე გააკეთა აქცენტი, რაც მათ "მსმენელს" იმ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებოდა... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2024 - 12:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი