![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში? 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე; |
![]() ![]() |
Berckley |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მინისტრობისთვის გაჩენილი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 ![]() |
ციტატა 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; ამ მოვლენას როგორც მახსოვს მარტო მათე მახარებელი აღწერს.ვიმეორებ: სახარებები ავსებს ერთმანეთს! მგონი ამ კითხვაზე პასუხი გასაგებია. ციტატა 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები სახარებები ავსებს ერთმანეთს! ციტატა უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25) მემგონი არ წერია მათესთან,რომ ზუსტად ისრაელში მოხდა წინადაცვეთა.ამ პასუხმა არამგონია დაგაკმაყოფილოს(მირქმაზე ვერაფერს ვამბობ) ამიტომ ჯობია ამაზე აზრი მამაოს კითხო,ან ინტერენტში და ბიბლიოთეკაში მოიძიო ამაზე ინფორმაცია. ციტატა როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; სახარებები ავსებს ერთმანეთს! ლუკასთან არაა ნახსენები რომ სრული ჰარმონიაა,სიმშვიდეა და ”ლომი და ირემი ერთად ძოვენ ბალახსო” ![]() ციტატა 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; არ შეიძლება კაცი ბეთლემიდან იყოს და ნაზარეთში ცხოვრობდეს? მე წარმოშობით ახალსოფლელი ვარ და თბილისში ვცოხვრობ მერე რა ![]() -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 03:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი