![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში? 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე; |
![]() ![]() |
Berckley |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მინისტრობისთვის გაჩენილი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 ![]() |
ციტატა ასეთი რაგაც სახარებაში საერთოდ არ წერია და ევსები კესარიელი საიდან ასკვნის ამას ვერ ვხვდები. არაა აუცილებელი სახარებაში მთელი ძველი აღთქმა დაიწეროს,მანდ არ არის ლაპარაკი ვინ ვისი თესლი გააგრძელა,არამედ ქრისტეს შთამომავლობაზე - ადამიდან - ქრისტემდე.ციტატა მე არ მითქვამს რომ სახარებები ერთმანეთს არ ავსებენ, შენს კომენტარს ვაკოპირებ: ციტატა ესეიგი თუ ლუკა მახარობელი ყველაფრის თანმიმდევრულ აღწერაზე საუბრობს, მაშინ რაღაცის შევსებაზე საუბარი ზედმეტია. არა? -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
არაა აუცილებელი სახარებაში მთელი ძველი აღთქმა დაიწეროს,მანდ არ არის ლაპარაკი ვინ ვისი თესლი გააგრძელა,არამედ ქრისტეს შთამომავლობაზე - ადამიდან - ქრისტემდე. შენს კომენტარს ვაკოპირებ: შევსებაზე -იმ გაგებით რომ ერთმა ის დაწერა რაც მეორეს არ დაუწერია ის სახარება რომ შეევსო- მქონდა საუბარი. ანუ შევსება ხდება საჭიროების კუტხით და არა -ლუკამ ეს გამოტოვა და მათემ ეს შეავსოს სახით-. თითოეული სახარება თავის თავში მოიცავს უკვე მთელ ღვთაებრივ სიბრძნეს , და ასევე ოთხივე სახარება ავსებს ერთმანეთს იმიტ რომ Fაქტები ერთმანეთს არ გამორიცხავენ. მე მწამს რომ ფაქტები არ გამორიცხავენ ერთმანეტს, მაგრამ სურვილი მაქვს ასევე შევიმეცნო. აქედან გამომდინარე მე იმას კი არ ვამბობ გენეაოლოგიაში მაცხოვრისა შეცდომაა მეტქი, არამედ როგორ აიხსნება ეს განსხვავება. "არაა აუცილებელი სახარებაში მთელი ძველი აღთქმა დაიწეროს,მანდ არ არის ლაპარაკი ვინ ვისი თესლი გააგრძელა,არამედ ქრისტეს შთამომავლობაზე - ადამიდან - ქრისტემდე." და შენ საიდან სკვნი რა არის აუცილებელი და რა არა სახარებაში დასაწერად? ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი