![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sonenleufer |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 11-April 10 წევრი № 8,608 ![]() |
მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში? 1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე; 2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი; 3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს; 4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ; 5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე; |
![]() ![]() |
Berckley |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მინისტრობისთვის გაჩენილი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 ![]() |
ციტატა მე პირადად გამოტოვებულებზე კი არ გავამახვილებდი ყურადღებას, არამედ წინააღმდეგობებზე... თუნდაც - ყველა სხვა სახარებაში იუდა ამბორით გასცემს კაცის ძეს, იოანეს სახარებაში კი იესო თავად ამბობს რომ თვითონ არის ის ვინც სჭირდებათ... smile.gif მაგრამ არ მინდა თემა გავაოფო... smile.gif რატომ კარგი საკითხია,შეესაბამება ამ თემას (მერე რა რომ ლუკას და მათეს სახარებაზე არაა) მოდერს კიდევ ვთხოვ თემა მიპინოს და სახარებებში განსხვავებები აქ განვიხილოთ.მართლაც გასაკვირია,რომ იოანე რომელიც მაგ მომენტში ქრისტესთან იყო განსხვავებულად აღწერს ამ მომენტს.ანდაც შეიძლება სამივე მოციქული ცდებოდეს და იოანე იყოს მართალი (თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ იმ მომენტში ქრისტესთან ერთად იყო) -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
Otherguy |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
რატომ კარგი საკითხია,შეესაბამება ამ თემას (მერე რა რომ ლუკას და მათეს სახარებაზე არაა) მოდერს კიდევ ვთხოვ თემა მიპინოს და სახარებებში განსხვავებები აქ განვიხილოთ. მართლაც გასაკვირია,რომ იოანე რომელიც მაგ მომენტში ქრისტესთან იყო განსხვავებულად აღწერს ამ მომენტს.ანდაც შეიძლება სამივე მოციქული ცდებოდეს და იოანე იყოს მართალი (თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ იმ მომენტში ქრისტესთან ერთად იყო) მიხარია თუ დაგაინტერესა... ![]() ჰო, მართლაც საინტერესოა რატომ განსხვავდება მოციქულთა მიერ აღწერილი იესოს გაცემა... იოანეს სახარებაში ფორმულა "მე ვარ (ის)", ძალიან ხშირად გვხვდება... ვთვლი ავტორს უფრო ამის დაწერა უნდოდა ამ მომენტში ვიდრე "რეალობის" აღწერა... არ ვიცი, აბა განსხვავების მიზეზი რა უნდა იყოს აზრზე არ ვარ... აი ამას გკითხავ: ვის მიჰქონდა იესოს ჯვარი? 1. თავად იესოს - იოანე 19:17 2. სიმონ კირინელს - მათე 27:32, მარკოზი 15:21, ლუკა 23:36 რომელია სწორი? ![]() ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი