![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
რაც შეეხება მოუნათლავი ჩვილები სად მოხვდებია ჯობია ასე ვთქვათ არვიცი და უფლის განგებულებას მივანდოთ ყოველივე ჩვენ კი თავი შევიკავოთ იმის მტკიცებებისგან გინდა თუ არა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდებიანო რადგანაც ასეთი მსჯელობებით შეიძლება ცრუ დასკვნები გავაკეთოთ.
რაც შეეხება აბრაამის წიაღს.უფლის განკაცებამდე და ადამიანის გამოხსნამდე ადამიანს რაც არ უნდა წმინდათ ეცხოვრა მაგ.აბრაამი მაინც ვერ ხვდებოდა სამოთხეში არამედ ისეთ მდგომარეობაში იყო(ანუ აბრაამის წიაღი )რომ არც ჯოჯოხეთში იყო და არც სამოთხეში ხოლო მას შემდეგ რაც უფალი ჩვენის ხსნისათვის განკაცდა და სიკვდილით სიკვდილი მოკლა და თავად გამოგვიხსნა ჯოჯოხეთისაგან უკვე ადამიანისთვის გაიხსნა ცათა სასუფევლის კარები ამიტომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ან ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს ან ჯოჯოხეთში მოხვდება ამიტომ ასეთი ადგილი აღარ არის რომ არც სამოთხეში იყო და არც ჯოჯოხეთში.და ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ ჯოჯოხეთში მომხვდარი ადამიანი შეიძლება კიდევ ცხონდეს ჩვენი და ეკლესიის ლოცვებით.ჯერჯერობით საბოლოოდ ხომ არ ხვდება ადამიანი ჯოჯოხეთში ვიდრე უფლის მეორედ მოსვლამდე და საყოველთაო განკითხვამდე. უფალი ხომ ამბობს ვინც ჩემთან არაა ჩემი მტერია ამიტომ ნეიტრალური ტერიტორიები აღარაა. |
ზებედე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
რაც შეეხება აბრაამის წიაღს.უფლის განკაცებამდე და ადამიანის გამოხსნამდე ადამიანს რაც არ უნდა წმინდათ ეცხოვრა მაგ.აბრაამი მაინც ვერ ხვდებოდა სამოთხეში არამედ ისეთ მდგომარეობაში იყო(ანუ აბრაამის წიაღი )რომ არც ჯოჯოხეთში იყო და არც სამოთხეში შეცდი, აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო სოლომონ, სადაც არ იტანჯებოდნენ (ეშმაკებისგან) და არც ნეტარებაში იყვნენ (სამოთხეშია ნეტარება). შენ კათოლიკე ხომ არ ხარ? ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი