![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს. ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას. ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში. რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე. გამოსავალი: ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით. თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი. ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას. აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm ან http://www.towerwatch.com/ ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან. ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას. თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას. რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად! გამოიღვიძეთ! მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი! გიორგობას გილოცავთ! პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად. |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ძველ ქართულ ენაზე უმეტეს ქართველები ვერ გებულობენ რა წერია ბიბლიაში და ამიტომ არის გაბატონებული იოღოვიზმი მთელ დედამიწაზე. მე პირადად ვთხოვე რომ ტელევიზიის ნუ უკთხავ ძველ ენაზე სამწუხაროდ მობეზრდათ სმენა და ფაქტია რომ ასეა. ![]() აუცილებელი არაა ძალიან აზრიანი რამეების წერა, მაგრამ უაზრო და ალოგიკური რამეებს თუ არ დაწერთ, სხვა ადამიანებს თქვენზე უარყოფით წარმოდგენას არ შეუქმნით... იხ. განმარტება: რადგან ქართველები ვერ კითხულობენ ძველქართულად ამიტომ იეჰოვას მოწმეობა არის გავრცელებული მსოფლიოში? ქართველის წაკითხვა-არწაკითხვა როდიდან აისახება მაგალითად ვინმე ამერიკელის წაკითხვაზე? ან ძველ ქართულში რამე განსხვავებულად წერია? საპატრიარქომ ხომ თარგმნა ახალ ქართულზე? ისედაც ბიბლია ებრაულად და ბერძნულად დაიწერა ორიგინალში და არც ქართულად და არც ინგლისურად ცნობისთვის... ამიტომ სკოლაში უნდა გესწავლა ძველი ქართული ლიტერატურა. შენ რა გგონია ლომაიამ ტყუილად ამოაგდო პროგრამიდან? თქვენც იგივე რჩევას მოგცემდით... კრიტიკული თვალით შეხედეთ სხვის ნაწერს ხოლმე ცოტა... ყველაზე კარგი გამოსავალია ისეთი კანონის მიღება, რომელიც მათ საქმიანობას აკრძალავს,მაგარამ დღევანდელ პარლამენტში ამის გაკეთება შეუძლებელია სამწუხაროდ... ეს თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და გაუნათლებელი(უმრავლესობა ასეთია) მართლმადიდებლების გამართლებაა... მაგრამ აუცილებლად გავატარებდი კანონს იმაზე, რომ არასრულწლოვნებთან არ ექადაგათ... თუმცა მართლმადიდებლებიც არად აგდებენ ბავშვის თავისუფალ ნებას და იეჰოვას მოწმეებს რაღა მოვთხოვოთ? მე უკვე მივხვდი ბიბლიის ყველაფერი გასაგებია ჩემთვის და იეჰოვას მოწმეები ძალიან მაგრად შეცდომაში არიან - ღმერთო მაპატიე. ამდენი წელია ბიბლიას სწავლობ და ორ წამში შეიცვალე აზრი? ![]() ![]() იმას არ ვამბობ რომ მართლები არიან, მაგრამ სანამ მათ პასუხებს არ მოისმენ აქ მოყვანილ ბრალდებებზე, მანამდე გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღო მოაზროვნე ადამიანმა? პ.ს. ყველაფერს მიხვდით რას ნიშნავს? წმინდანებსაც ეშლებოდათ რაღაცეები... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი