წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
კანონისტი |
Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sandro40 |
Dec 22 2010, 11:42 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.
რაში ჭირდებათ ეს ვერ გავიგე, არ დაემორჩილებიან და რას უზავენ საინტერესოა |
terra |
Dec 22 2010, 12:25 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
რაში ჭირდებათ ეს ვერ გავიგე, არ დაემორჩილებიან და რას უზავენ საინტერესოა განაკანონებენ. ციტატა მატერიალურად ავტონომიურები არიან, სინოდის დადგენილებას არ დაემორჩილებიან რა შუაშია მატერიალურად ავტონომიურობა საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ხომ შედიან. ჰოდა, უნდა დაემორჩილონ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
sandro40 |
Dec 22 2010, 01:06 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
განაკანონებენ. რა შუაშია მატერიალურად ავტონომიურობა საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში ხომ შედიან. ჰოდა, უნდა დაემორჩილონ. არ დაემორჩილებიან, მეც ვიცი და ვინც ეს დოკუმენტი მიიღო მათაც იციან, ანუ წინასწარ აყალმაყალს აწყობენ, რაში ჭირდებათ არ დაემორჩილებიან და ტაფაზე შეიწვებიან (იმ ქვეყნად რა თქმა უნდა) (პ.ს. მე ეგ არ მინდა და არ მიხარია. იმედი მაქვს, რომ შეინანებენ). საქართველოში არ არსებობს ისეთი ავტონომიური მონასტრები, რომლებსაც არ ევალებათ იერარქიის მორჩილება. სხვათაშორის, იოანე დამასკელი რომ ჰყავთ პირზე აკერებული მაგ ხალხს, ის იოანე დამასკელი დაემორჩილა წინამძღვარს და შეწყვიტა საგალობლების წერა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღვთისმშობლისგან ჰქონდა კურთხევა. როცა საჭირო გახდა, ღვთისმშობელი თვითონ წინამძღვარს გამოეცხადა მერე. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, რომელია სწორი საქციელი და რამხელა ცოდვაშია ეგ ხალხი. ევალებათ იერარქიის მორჩილება, კი, მაგრამ ხვალ რომ იერარქებმა კათოლიციზმი მიიიღონ იმასაც უნდა დაემორჩილონ? ეს რა ლოგიკაა არ დაემორჩილებიან და ტაფაზე შეიწვებიან (იმ ქვეყნად რა თქმა უნდა) (პ.ს. მე ეგ არ მინდა და არ მიხარია. იმედი მაქვს, რომ შეინანებენ). საქართველოში არ არსებობს ისეთი ავტონომიური მონასტრები, რომლებსაც არ ევალებათ იერარქიის მორჩილება. სხვათაშორის, იოანე დამასკელი რომ ჰყავთ პირზე აკერებული მაგ ხალხს, ის იოანე დამასკელი დაემორჩილა წინამძღვარს და შეწყვიტა საგალობლების წერა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღვთისმშობლისგან ჰქონდა კურთხევა. როცა საჭირო გახდა, ღვთისმშობელი თვითონ წინამძღვარს გამოეცხადა მერე. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, რომელია სწორი საქციელი და რამხელა ცოდვაშია ეგ ხალხი. ევალებათ იერარქიის მორჩილება, კი, მაგრამ ხვალ რომ იერარქებმა კათოლიციზმი მიიიღონ იმასაც უნდა დაემორჩილონ? ეს რა ლოგიკაა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი