![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ნანინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
კანონისტი
ციტატა 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. კარგად წაიკითხოს ყველამ ეს sandro40 ციტატა ქართული გალობა ულამაზესია, მე მომწონს,მაგრამ ბიზანტიური გალობა ბიზანტისტების აზრით ხელს უწყობს მათ რომ მიიღონ მადლი, ის რის გამოც აღესრულება ლიტურგია და რის გამოც ადამიანი ირჩევს ეკლესიურ ცხოვრებას,მათი აზრით ქართული გალობა ამას ვერ იძლევა, ვაი თქვენს პატრონსო ასე გადაეცი... ხო ხახვი უთესიათ ჩვენ ჰიმნოგრაფებს, რომლებიც ახლა წმინდანებად არიან შერაცხული რა.. და მათზე მეტი მადლი ქონიათ ამათ ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
sandro40 |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 ![]() |
კანონისტი კარგად წაიკითხოს ყველამ ეს sandro40 ვაი თქვენს პატრონსო ასე გადაეცი... ხო ხახვი უთესიათ ჩვენ ჰიმნოგრაფებს, რომლებიც ახლა წმინდანებად არიან შერაცხული რა.. და მათზე მეტი მადლი ქონიათ ამათ ![]() პატრონი, ძალიან კარგი ჰყავთ, მერწმუნე ![]() არანაირი პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მხოლოდ მოკრძალებული სურვილი რომ თავი გაანებოთ, შეეეშვით იმ ხალხს, ისინი თავს არ გახვევენ არაფერს ნანინა სქიზმატები არიან ეგენი და ნეტა მალე გავიდნენ ოფიციალურად ![]() ასე ხელაღებით ადამიანთა ჯგუფის გაწირვა.., დას.. ვითომ მმკელებზე უფრო შემწყნარებელი ხარ სხვანაირად მოაზროვნეების მიმართ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 04:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი