წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
კანონისტი |
Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Dec 22 2010, 03:59 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
sandro40
ციტატა თუკი კანონი არასწორია? რატომ უნდა დაემორჩილო, პატრიოტული მოტივით მონაზვნებს უკრძალავენ ქრისტიანულ გალობას,არადა ისინი თავისთვსი არიან, არავის არ ახვევენ თავის აზრს თავზე, მათი სულიერი განვითარებისთვის აუცილბელი ინსტრუმენტია ასეთი სახის გალობა და რატომ უნდა თქვან უარი, არ იტყვიან და მართლებიც იქნებიან შენ ამბობ რომ მთელი დანარჩენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სამღვდელოება ცდება და მარტო ესენი არიან მართალი????? საერთოდ ჩახედილი ხართ ამ საკითხში თუ მღვდლებს ემორჩილებით ბრმად? საერთოდ იცით რა არის კანონიკა? სად იყვნენ ბერძნები ჩვენ რომ სამ ხმაში ვგალობდით.. კარგით რა ხალხო. რას ნიშნავს ქრისტიანული გალობა??? რა ქართული გალობა არაქრისტიანულია????? სისულელეებს მორჩით რა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
sandro40 |
Dec 22 2010, 04:09 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 შენ ამბობ რომ მთელი დანარჩენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და სამღვდელოება ცდება და მარტო ესენი არიან მართალი????? საერთოდ ჩახედილი ხართ ამ საკითხში თუ მღვდლებს ემორჩილებით ბრმად? საერთოდ იცით რა არის კანონიკა? სად იყვნენ ბერძნები ჩვენ რომ სამ ხმაში ვგალობდით.. კარგით რა ხალხო. რას ნიშნავს ქრისტიანული გალობა??? რა ქართული გალობა არაქრისტიანულია????? სისულელეებს მორჩით რა ბერძნები სად იყვნენ??? უკაცრავად უკაცრავად, ქართული გალობა ქრისტიანულია თუ არა თაავად შეაფასეთ, სხვებს კი ნუ აუკრძალავთ ქრისტიანულ გალობას, ვინმე იტყვის რომ ბიზანტიური სტილით გალობა არაქრისტიანულია? შემწყნარებელი ვარ, როცა საქმე ადამიანების ცემა-ტყეპაზე მიდგება და ეგენი უკვე გარეთ დგანან...მერე რაა, რომ არ თვლიან სწორად სინოდის გადაწყვეტილებას...ეგრე მეც არ ვთვლი, რომ კალენდარული სტილი იულიანური უნდა იყოს, რა ვქნა ახლა, გავიდე ამ იურისდიქციიდან? ჩემნაირი გიჟიც თუ ემორჩილება ეკლესიას, დავიჯერო მონაზვნები, რომელთათვის ლოცვაა სასუფევლის დამკვიდრების გზა - ასეთი რთულია? თუკი ემორჩილება იმას რაც ტყუილი გგონია ეს შენი პირადი არჩევანია და სხვებისთვის სამაგალითო ვერ იქნება შემწყნარებელი ვარ, როცა საქმე ადამიანების ცემა-ტყეპაზე მიდგება და ეგენი უკვე გარეთ დგანან...მერე რაა, რომ არ თვლიან სწორად სინოდის გადაწყვეტილებას...ეგრე მეც არ ვთვლი, რომ კალენდარული სტილი იულიანური უნდა იყოს, რა ვქნა ახლა, გავიდე ამ იურისდიქციიდან? ჩემნაირი გიჟიც თუ ემორჩილება ეკლესიას, დავიჯერო მონაზვნები, რომელთათვის ლოცვაა სასუფევლის დამკვიდრების გზა - ასეთი რთულია? თუკი ემორჩილება იმას რაც ტყუილი გგონია ეს შენი პირადი არჩევანია და სხვებისთვის სამაგალითო ვერ იქნება |
კანუდოსელი |
Dec 22 2010, 04:14 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თუკი ემორჩილება იმას რაც ტყუილი გგონია ეს შენი პირადი არჩევანია და სხვებისთვის სამაგალითო ვერ იქნება რა თქმა უნდა...უბრალოდ - ეშმაკი ყოფსო გამიგია და ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი