IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. სინოდის სხდომა, ოქმი
კანონისტი
პოსტი Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.

2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება.

3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.

4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
sandro40
პოსტი Dec 22 2010, 06:35 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



აი რას წერს მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება "ბიზანტიურ-ქართულ საგალობლებზე" ვეშაპოს ვთხოვ გააკეთოს პირველმა კომენტარი ამ წერილზე


ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელ

აი რას წერს მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება "ბიზანტიურ-ქართულ საგალობლებზე" ვეშაპოს ვთხოვ გააკეთოს პირველმა კომენტარი ამ წერილზე


ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და გამოადგებოდათ, რათა ხსენებული ჯგუფის წევრები ხალხის თვალში დაემცირებინათ, გამოეცხადებინათ ხალხის, ეკლესიისა და ეროვნული კულტურის მტრებად (რის ქადაგებასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ კიდეც და აამხედრეს საზოგადოების დიდი ნაწილი) და დაეცათ მათი ავტორიტეტი.

ამ გარემოების არსი კი ის არის, რომ ღვთისმახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი უნისონური, ე.წ. ბიზანტიური გალობა არაჩვეულებრივად ეხმიანება სინანულისეულ ლოცვით განწყობილებას და ქმნის ღვთისმსახურებისას ყველაზე შესაფერის გარემოს ყურაღებიანი ლოცვისათვის, მაშინ, როდესაც პოლიფონიური გალობა, პირიქით, ართობს ადამიანის გონებასა და გრძნობებს, გადააქვს ყურადღება ხმათა შეწყობისა და გადადინებების, მუსიკალური ჰარმონიის სილამაზეზე, და მსმენელი მიჰყავს მუსიკით ტკბობისაკენ, და არა სიტყვებსა და იმ გრძნობებზე ყურადღების მოკრებისაკენ, რომელსაც აღძრავს საღვთისმსახურო ტექსტები. ეს დასკვნა ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ათონის მთაზე მათი მრავალჯერადი ყოფნისას, რომლის მონასტრებმაც დიდი გულმოდგინებითა და სიზუსტთ დაიცვეს ღვთისმსახურების ძველი წესი და საეკლესიო ხელოვნების ტრადიციები. ისინი ხშირად ესწრებოდნენ იქ სადღესასწაულო თუ სადაგი დღის მსახურებებს და ღამისთევის ლოცვებს და რა ბიზანტიური გალობის მიმართ მოწიწებით განიმსჭვალენ, ისინი ამ საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეკლესიის მრავალი მამა ყველა დროში ბიზანტიური გალობის უძველესი ჰანგების სწორედ ამ თვისებებზე მიუთითებდა. ბიზანტიური გალობის მელოდიაზე საღვთისმსახურებო ქართული ტექსტების დადების ცდამ გამოიღო საოცარი შედეგი, ტაძარში შეიქმნა სრულიად განსხვავებული განწყობილება, რომელიც ხელს უწყობდა ყურადღებიან ლოცვას. ეს მრავალმა მორწმუნემ შეამჩნია და ბიზანტიური გალობა შეიყვარა. თითქოს რა უნდა იყოს ამაში ცუდი: ხალხი ეძებს უკეთ ლოცვის საშუალებებს, ცდილობს თავიანთ ტაძრებში შექმნან ყურადღებიანი ლოცვისა და ღვთის წინაშე სინანულისმიერი წარდგომის ვითარება. ისიც ფაქტია და, ბიზანტიური გალობის შეურიგებელი მოწინააღმდეგების ჩათვლით, არავინ უარყოფს, რომ ბიზანტიური გალობა საუკუნეების განმავობაში წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის ტრადიციულ გალობას და შემდგომში შეიცვალა პოლიფონიური გალობით.

ღვთისმსახურთა ხსენებულმა ჯგუფმა დაიწყო კანონიკურ მელოდიებზე ქართული საღვთისმსახურებო სიტყვების დადებასა და გალობის უძველესი ტრადიციის აღდგენაზე ზრუნვა და იმთავითვე განაცხადა, რომ არავის ახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, ეკლესიიდან არ მოითხოვენ სხვა გვარი გალობის განდევნას და არ განიკითხავენ მგალობელთა არცერთ გუნდს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაკეთილმოსურნეებმა ამ მოვლენაში იპოვეს ხელსაყრელი მომენტი, ეთამაშათ ხალხის განწყობილებებსა და ეროვნულ გრძნობებზე, და დაიწყეს ფართომასშტაბიანი კომპანია ბიზანტიური გალობის მოყვარულთა წინააღმდეგ: როგორი სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ გაისმის მათი მისამართით: მათ უწოდებენ მასონების მიერ მართულებს, ეროვნულ ტრადიციებთან მებრძოლებს, `ხალხის მტრებს~, `ძველი ტრადიციების დამანგრევლებს~, `საბერძნეთის აგენტებს~, ისევ `სქიზმატებს~ და ა.შ.

საგულისხმოა, რომ სერბეთში, ბულგარეთსა და რუსეთშიც, გვიანდელი პოლიფონიური, პარტესული გალობის გვერდით შემორჩა ძველი მონოდიური გალობა, მაგრამ ეს იქ არ იწვევს ასეთ მწვავე რეაქციას მრავალხმიანი გალობის მიმდევართა მხრიდან, როგორც ჩვენთან. საქმის ვითარების გამოძიების და გაანალიზების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაშიც ღვთისმსახურთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული კომპანიის მიზანია საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკურობის პოზიციებიდან, არა გალობის საკითხების კვლევა, არამედ ამ ჯგუფის დისკრედიტაცია და დევნა.

საეკლესიო სწავლებით ბიზანტიური გალობა სათავეს ირებს დავითის ფსალმუნთა გალობიდან, ძველებრაული, პალესტინური, სირიული და ელინური მუსიკალური ხელოვნებიდან. ქრისტეს ეკლესიაში გალობის ეს გვარი საეკლესიო საღვთისმსახურებო გალობას საფუძვლად თვით მაცხოვრმა დაუდო. სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს, ევქარისტიის საიდუმლოების დადგენისა და აღსრულების შემდეგ, მაცხოვარმა და მოციქულებმა `გალობაY წართქვეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა~ (მათე, 26, 30). ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ `მხსნელმა იგალობა, რათა ჩვენც მსგავსად ვიგალობოთ~. გალობის ეს გვარი დაიცვეს და ეკლესიას გადმოსცეს მოციქულებმა, ხოლო შემდგომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და სული წმიდის შემწეობით, წმ. იოანე დამასკელისა და სხვა წმ. მამების ღვაწლის შედეგად, ეს გალობა, ბიზანტიურ გალობად ფორმირებული, კანონიზებული და ტიპიკონში ჩართული, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაადგინეს საყოველთაო სარგებლობისა და გამოყენებისათვის. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არაფერი დაუკარგავს ღვთივკურთხეული და უფლის მიერ მოტანილი და დღეს ათონის მთაზე და სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული გალობის სახით დაცულია სწორედ ეს კანონიკური, ღვთივკურთხეული საეკლესიო გალობა.

ქართული, რუსული და ბერძნული წყაროები ცალსახად აჩვენებენ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ბიზანტიური გალობა წარმოადგენდა ერთადერთ საღვთისმსახურებო გლობას, ვიდრე მოგვიანებით არ იქნა განდევნილი და ჩანაცვლებული მრავალხმიანი გალობით (თვით ამ ფაქტს არავინ უარყოფს, შეუთანხმებლობაა ამ ჩანაცვლების ვადებში), რომ ამ გალობისათვის საქართველოში მრავალი წმინდა მამა იღწვოდა, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ეს გალობა გადმოჰქონდათ ადგილობრივ, მათ შორის ქართულ, ენებზე. ეს გალობა, ათონისა და მთლიანად საბერძნეთის გარდა, დღემდე დაცულია იერუსალიმის, სირია-პალესტინის, ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთის ადგილობრივ ეკლესიებში, ასევე რუსეთის ზოგიერთ მონასტერში, ხოლო ბოლო პერიოდში კი გადაიღეს და დაამკვიდრეს ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მრავალ მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი დღემდე მრავალ ადგილობრივ ენაზე იგალობება.


წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   წმ. სინოდის სხდომა   Dec 22 2010, 10:02 AM
sandro40   4. კიდევ ერთხელ გაეს...   Dec 22 2010, 11:42 AM
terra   რაში ჭირდებათ ეს ვ...   Dec 22 2010, 12:25 PM
sandro40   განაკანონებენ. რა ...   Dec 22 2010, 01:06 PM
მარიამი   სინოდის დადგენილე...   Dec 22 2010, 12:09 PM
sandro40   სინოდის დადგენილე...   Dec 22 2010, 12:24 PM
მარიამი   არ დაემორჩილებიან...   Dec 22 2010, 12:26 PM
terra   sandro40 კათოლიციზმის მ...   Dec 22 2010, 01:19 PM
sandro40   sandro40 კათოლიციზმის ...   Dec 22 2010, 01:29 PM
კანუდოსელი   ხოდა არც ბიზანტიუ...   Dec 22 2010, 01:34 PM
sandro40   გაუმარჯოს მმკ-ს :D გ...   Dec 22 2010, 01:59 PM
კანუდოსელი   გეწყინება მეგობარ...   Dec 22 2010, 02:03 PM
Funkenstein   ისე რა ახირებაა ეს ...   Dec 22 2010, 01:21 PM
ნანინა   კანონისტი კარგად ...   Dec 22 2010, 02:05 PM
sandro40   კანონისტი კარგად ...   Dec 22 2010, 03:21 PM
კანუდოსელი   ვითომ მმკელებზე უ...   Dec 22 2010, 03:58 PM
კანუდოსელი   ნანინა სქიზმატები ...   Dec 22 2010, 02:08 PM
ნანინა   კანუდოსელი სქიზმა...   Dec 22 2010, 02:12 PM
კანუდოსელი   სქიზმატები რამდენ...   Dec 22 2010, 02:16 PM
Funkenstein   საერთიდ ვერ ვხდები...   Dec 22 2010, 02:17 PM
ნანინა   sandro40 რას ნიშნავთ შე...   Dec 22 2010, 03:34 PM
sandro40   sandro40 რას ნიშნავთ შე...   Dec 22 2010, 03:52 PM
aia   1. წმიდა სინოდის სხ...   Dec 22 2010, 03:52 PM
ნანინა   sandro40 შენ ამბობ რომ მ...   Dec 22 2010, 03:59 PM
sandro40   sandro40 შენ ამბობ რომ მ...   Dec 22 2010, 04:09 PM
კანუდოსელი   თუკი ემორჩილება ი...   Dec 22 2010, 04:14 PM
Funkenstein   ბერ მონაზვნების ე...   Dec 22 2010, 04:01 PM
ნანინა   sandro40 არა მე არ ვამბო...   Dec 22 2010, 04:24 PM
კანუდოსელი   ვისაც არ უნდა ამ ეკ...   Dec 22 2010, 04:33 PM
ნანინა   კანუდოსელი კარგი ...   Dec 22 2010, 04:34 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი კარგი ...   Dec 22 2010, 04:36 PM
sandro40   ნანინა ძალიან მომწ...   Dec 22 2010, 04:58 PM
აკაკი   sandro40 ეგვიპტურად რატ...   Dec 22 2010, 05:04 PM
sandro40   sandro40 ეგვიპტურად რატ...   Dec 22 2010, 05:15 PM
ნანინა   sandro40 არგუმენტები შე...   Dec 22 2010, 05:11 PM
sandro40   'ნანინა' ჩემი არ...   Dec 22 2010, 05:19 PM
თამარი_ცქნაფო   sandro40 მე საერთოდ არ მ...   Dec 22 2010, 05:18 PM
აკაკი   sandro40 სადღაა ბიზანტი...   Dec 22 2010, 05:21 PM
თამარი_ცქნაფო   sandro40 სადღაა ბიზანტი...   Dec 22 2010, 05:26 PM
ნანინა   sandro40 ვაიმეეე ამაზე ...   Dec 22 2010, 05:28 PM
sandro40   sandro40 ვაიმეეე ამაზე ...   Dec 22 2010, 06:20 PM
sandro40   აი რას წერს მართლმ...   Dec 22 2010, 06:35 PM
A.v.B   სამხმაზე რომ იგალო...   Dec 22 2010, 07:02 PM
აკაკი   უფალო ღაღად ვყავ შ...   Dec 22 2010, 07:14 PM
sandro40   უფალო ღაღად ვყავ შ...   Dec 22 2010, 07:35 PM
თამარი_ცქნაფო   A.v.B კი და ძალიან მარ...   Dec 22 2010, 07:25 PM
A.v.B   თამარი_ცქნაფო როგ...   Dec 22 2010, 07:36 PM
თამარი_ცქნაფო   B)-->
ციტატა(A.v....   Dec 22 2010, 10:19 PM
afxazi   sandro40 მართალია სათან...   Dec 22 2010, 10:49 PM
sandro40   afxazi ხო, შესაძლოა, არ...   Dec 23 2010, 12:00 AM
ქევანა   დამღლეს ბერძნული ე...   Dec 23 2010, 12:01 AM
sandro40   დამღლეს ბერძნული ...   Dec 23 2010, 12:07 AM
sandro40   ვინ გიშლით ქართულ ...   Dec 23 2010, 12:02 AM
თამარი_ცქნაფო   sandro40 რატომ უნდა იგალ...   Dec 23 2010, 12:07 AM
sandro40   sandro40 რატომ უნდა იგა...   Dec 23 2010, 12:14 AM
თამარი_ცქნაფო   ვიწრო ეროვნულ, კუთ...   Dec 23 2010, 12:16 AM
sable   ბიზანტიური არის ქ...   Dec 26 2010, 10:27 AM
ნანინა   sandro40 და რატომ ადამი...   Dec 23 2010, 12:08 AM
sandro40   [b]sandro40 და რატომ ადამ...   Dec 24 2010, 10:57 AM
ქევანა   sandro40 არა, ტელევიზიებ...   Dec 23 2010, 12:11 AM
ქევანა   კი შეიძლება: გადად...   Dec 23 2010, 12:34 AM
თამარი_ცქნაფო   ქევანა მაცალე, გოგ...   Dec 23 2010, 12:38 AM
მარიამი   ისე უკან დახევა აშ...   Dec 23 2010, 10:37 AM
კანუდოსელი   ის რამდენიმე ადამ...   Dec 24 2010, 02:05 PM
athos   ამ სხდომაზე მეტი ს...   Dec 23 2010, 11:21 AM
კანუდოსელი   მე კიდევ ერთხელ ვი...   Dec 23 2010, 01:43 PM
sandro40   მე კიდევ ერთხელ ვი...   Dec 25 2010, 10:40 AM
benediqt16   +1 1. წმიდა სინოდის ს...   Dec 23 2010, 02:54 PM
damiane80   ეს კიდე დემაგოგია...   Dec 23 2010, 03:59 PM
მხევალი ნინო   sandro40 დაუმორჩილებლ...   Dec 23 2010, 07:36 PM
athos   კანუდოსელი ორი კი...   Dec 23 2010, 08:08 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ორი კი...   Dec 23 2010, 10:18 PM
ნანინა   არა ისე ერეტიკოსებ...   Dec 23 2010, 08:44 PM
athos   კანუდოსელი მწვალე...   Dec 23 2010, 10:32 PM
კანუდოსელი   მწვალებლებად გამო...   Dec 23 2010, 10:42 PM
ნანინა   sandro40 კითხვაზე თავი ა...   Dec 24 2010, 01:44 PM
KAIROS   ვეთანხმები მარია...   Dec 24 2010, 01:50 PM
მხევალი ნინო   KAIROS ვააა, მონატრებ...   Dec 24 2010, 02:44 PM
ქევანა   sable საბლე სერიოზულა...   Dec 26 2010, 05:51 PM
ნანინა   sable ჩემო კარგო ადამი...   Dec 26 2010, 08:55 PM
KAIROS   სამწუხაროა, რომ თა...   Dec 27 2010, 03:11 AM
sable   სამწუხაროა, რომ თა...   Dec 27 2010, 09:19 PM
ნანინა   sable კარგი ბატონო ბი...   Dec 27 2010, 11:49 PM
sable   sable კარგი ბატონო ბი...   Dec 28 2010, 09:35 AM
KAIROS   ჰო, ახლა ის სიტყვა ...   Dec 28 2010, 01:58 AM
sable   ჰო, ახლა ის სიტყვა ...   Dec 28 2010, 09:56 AM
კანუდოსელი   sable მართალი იქნებოდ...   Dec 28 2010, 12:07 PM
sable   sable მართალი იქნებოდ...   Dec 28 2010, 09:02 PM
ქევანა   კანუდოსელი +1 :D sable შ...   Dec 28 2010, 01:19 PM
KAIROS   ნამდვილად, როგორც ...   Dec 28 2010, 01:42 PM
კანუდოსელი   მოკლედ გასარკვევი...   Dec 28 2010, 02:43 PM
ნანინა   sable რა ეწინააღმდეგე...   Dec 28 2010, 05:20 PM
ნანინა   sable არა მხოლოდ ბერძ...   Dec 28 2010, 10:34 PM
sable   sable არა მხოლოდ ბერძ...   Dec 29 2010, 11:47 PM
კანუდოსელი   sable მოკლედ გეტყვი იმ...   Dec 28 2010, 10:46 PM
death   sable თეოლოგიური ნაშ...   Dec 28 2010, 11:21 PM
sable   [b]sable თეოლოგიური ნაშ...   Dec 29 2010, 11:57 PM
ნანინა   sable გალობაზე გეუბნე...   Dec 29 2010, 11:56 PM
sable   sable გალობაზე გეუბნ...   Dec 30 2010, 12:11 AM
benediqt16   ნანინა შენა, რასაც...   Dec 30 2010, 12:24 AM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2024 - 03:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience