![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს. ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას. ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში. რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე. გამოსავალი: ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით. თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი. ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას. აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm ან http://www.towerwatch.com/ ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან. ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას. თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას. რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად! გამოიღვიძეთ! მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი! გიორგობას გილოცავთ! პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად. |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ციტატა სამივეს როგორ ეკუთვნის... იგავების 8:22-ში განა წმინდანები არ მოიაზრებდნენ იესოს? მანდ წერია: "იაჰვემ შემიძინა მე"-ო, იესოზეა საუბარი... მანდ სიბრძნეზეა საუბარი.... ეგ მუხლები გადმოგვცემს იმას, რომ ღმერთი სანამ შექმნას დაიწყებდა წინასწარ ყოველივე უწყოდა და უწყოდა სიბრძნით, რადგან მისი ყოველი ქმნილება სიბრძნითაა შექმნილი, ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ ბრძნულადაა შექმნილი. აი ამაზეა საუბარი, ამ სიბრძნის ხორცშესხმაა (წერილში უფალს სიბრძნე კი ეწოდება მაგრამ ამ მუხლებში იესო არ არის საუბარი) ციტატა ჩვენთვის, კაცთათვის, სიბრძნე არის მადლისმიერი სათნოება. მისი წყარო არის ღმერთი. იგავთა წიგნშიც ლაპარაკია ამ სათნოებაზე. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ სიბრძნე, როგორც ღმრთაებრივი ენერგია პერსონიფიცირდება იესუ ქრისტეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადაც იხსნიება სიბრძნე, ყველგან იგულისხმება იესუ ქრისტე, არამედ იესუ ქრისტე არის მატარებელი და გამომხატველი ღმრთაებრივი სიბრძნისა. სექტანტების მტკიცება არის იმის თქმა, რომ ჰიპოსტასური ძე ღმრთისა და სიბრძნე არის ერთი და იგივე, რაც ცდომილებაა. პერსონიფიცირება არ ნიშნავს იგივეობას თვისებისა და ჰიპოსტასისა, ღმრთაებრივი ენერგიისა და ღმრთაებრივი პირისა. 22-ე მუხლის სიტყვები „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე” ნიშნავს იმას, რომ ქმნილება შექმნილია ღმრთაებრივი სიბრძნით და არა სიბრძნის მიერ. ამ მუხლს თავის დროზე არიანელები იყენებდნენ, რათა უარეყოთ მაცხოვრის ღმრთებრივი ბუნება. დღეს, როგორც არიანელთა სულის მემკვიდრენი, იგივეს იმეორიებენ რასელისტები (ე.წ. იეჰოვას მოწმეები). (დეკ. ანდრია) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი