წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
კანონისტი |
Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Dec 23 2010, 12:07 AM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
sandro40
რატომ უნდა იგალობონ საქართველოში ბიზანტიურად, ჩვენი ეკელსია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაშია? და მეორეც: აგრესია სად დაინახე, დაასახელე კონკრეტული მაგალითი. პირიქთ, სწორედ ბიზანტიური გალობის მომხრეთაგან დაფიქსირდა არაერთი აგრესიული ფაქტი... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
sandro40 |
Dec 23 2010, 12:14 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
sandro40 რატომ უნდა იგალობონ საქართველოში ბიზანტიურად, ჩვენი ეკელსია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაშია? და მეორეც: აგრესია სად დაინახე, დაასახელე კონკრეტული მაგალითი. პირიქთ, სწორედ ბიზანტიური გალობის მომხრეთაგან დაფიქსირდა არაერთი აგრესიული ფაქტი... ვიწრო ეროვნულ, კუთხური, ქუჩური, უბნური ინტერესები მხოლო და მხოლოდ პროვნიციალიზმის მანიშნებელია, რაც არა ერთხელ შEმინიშნავს, უკაცრავად, ბიზანტიური არის ქრისტიანული, პირველი, უპირველესი, საწყისი და საერთოდ, კარგიიქნება თუკი ისტორიაზე ელემენტარული წარმოდგენ გექნებათ, sandro40 არა, ტელევიზიებში არა, შენ და შენნაირებმა შემაწუხეს აქ ფორუმზე (არა, ისე შემაწუხეს ეს მკაცრად ნათქვამია, უფრო ვკაიფობ ხოლმე, მაგრამ რამდენჯერ უნდა ვიკაიფო?) ალბათ გაინტერესებს რატომ? რატომ და რამდენჯერ გიხსნიან გიხსნიან გიხსნიან, გიხსნიან, თქვენ კი სალი კლდესავით ჯიუტობთ, თითქოს ჩვენები ცხონებას გართმევენ ჩვენ, თქვენ, ცუდია ეგ, მაგრამ თუკი ეგრეა, ხომ შეიძლება შეთანხმება sandro40 არა, ტელევიზიებში არა, შენ და შენნაირებმა შემაწუხეს აქ ფორუმზე (არა, ისე შემაწუხეს ეს მკაცრად ნათქვამია, უფრო ვკაიფობ ხოლმე, მაგრამ რამდენჯერ უნდა ვიკაიფო?) ალბათ გაინტერესებს რატომ? რატომ და რამდენჯერ გიხსნიან გიხსნიან გიხსნიან, გიხსნიან, თქვენ კი სალი კლდესავით ჯიუტობთ, თითქოს ჩვენები ცხონებას გართმევენ ჩვენ, თქვენ, ცუდია ეგ, მაგრამ თუკი ეგრეა, ხომ შეიძლება შეთანხმება |
თამარი_ცქნაფო |
Dec 23 2010, 12:16 AM
პოსტი
#4
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვიწრო ეროვნულ, კუთხური, ქუჩური, უბნური ინტერესები მხოლო და მხოლოდ პროვნიციალიზმის მანიშნებელია, რაც არა ერთხელ შEმინიშნავს, უკაცრავად, ბიზანტიური არის ქრისტიანული, პირველი, უპირველესი, საწყისი და საერთოდ, კარგიიქნება თუკი ისტორიაზე ელემენტარული წარმოდგენ გექნებათ, ვაი... ვიწრო ეროვნულია საკუთარ ენაზე და საკუთარი ტრადიციებით რომ იგალობო შენივე ავტოკეფალურ ეკლესიაში? დაასახელე სხვა ავტოკეფალიები, სადაც ბიზანტიურად გალობენ. არა, დაასახელე ბერძნული ეპარქიები, არა სქიზმატები, რომლებიც ამ სტილით გალობენ. რა გინდა თქვა ბიზანტიურის საწყისობით, ისევ პირველ საუკუნეში დავბრუნდეთ? ისევ იქიდან დავიწყოთ ყველაფერი? შენ რომ გაქვს წარმოდგენა, გვითხრაი აბა, რა და როგორ იყო ამ გალობასთან დაკავშირებით? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი