ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
ზებედე |
Feb 8 2007, 07:40 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
G_I_O_R_G_I_ |
Mar 20 2007, 11:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა შეცდი, აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო სოლომონ, სადაც არ იტანჯებოდნენ (ეშმაკებისგან) და არც ნეტარებაში იყვნენ (სამოთხეშია ვიცი მეც ეგ არ დავწერე ციტატა რაც შეეხება აბრაამის წიაღს.უფლის განკაცებამდე და ადამიანის გამოხსნამდე ადამიანს რაც არ უნდა წმინდათ ეცხოვრა მაგ.აბრაამი მაინც ვერ ხვდებოდა სამოთხეში არამედ ისეთ მდგომარეობაში იყო(ანუ აბრაამის წიაღი )რომ არც ჯოჯოხეთში იყო და არც სამოთხეში უბრალოდ ის ვიგულისხმე რომ არც ჯოჯოხეთურ ტანჯვაში იყვნენ და არც სამოთხისეულ ნეტარებაში. მას შემდეგ კი რაც უფალმა გამოგვიხსნა ასეთი ადგილები აღარ არის ციტატა ამიტომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ან ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს ან ჯოჯოხეთში მოხვდება ამიტომ ასეთი ადგილი აღარ არის რომ არც სამოთხეში იყო და არც ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთურ ტანჯვასა და სამოთხისეულ ნეტარებაში აბრამის წიაღში |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 10:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი