![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
იეჰოვას მოწმეების სექტა დღეს კვლავაც წარმატებით მოქმედებს ჩვენს გარშემო.
ისინი ქადაგებენ, ავრცელებენ ლიტარატურას და ცდილობენ "ასწავლონ ბიბლია" ხალხს. ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავიდან მოიცილოს მომაბეზრებელი მოწმეები, მაგრამ ბევრ მათგანს სურს თავისი რწმენის ჭეშმარირიტება დაუმტკიცოს მოწმეებს, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხაორ იყოს, ისინი ამას ვერ ახერხებნ, რადგან არ იციან საკუტარი რელიგია და გარდა ამისა, საკმაოდ რთულია აჯობო პაექრობაში ისეთ ადამიანს, რომელიც საგანგებოდ იწვრთნებოდა და მეცადინეობდა მსგავსი კამათებისთვის. საბოლოო ჯამში, როდესაც სიტყვა ვერ ჭრის (როგორ გაჭრის ის რაც არ იცი) იეჰოვას მოწმეებს ან უსწორდებიან სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი, ისინი კი ამით ბედნიერები (საკუთარი რელიგიისთვის წამებულები) აგრძელებენ იგივე საქმიანობას. ჩვენი ეკლესიის მსახურები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ იცლიან, რათა საგანგებოდ აღზარდონ მრევლი იეჰოვას მწომეებთან საპაექროდ. ან უბრალოდ თავადაც ვერ ერკვევიან საკითხში. რჩება ერთადერთი ხელჩასაჭიდი - orthodoxy.ge - ს აპოლოგეტიკის განყოფილება, სადაც მიუხედავად იმის, რომ მეტად სასარგებლო ინფორმაცია წერია, არის მეტად მოკლედ და არგუმენტაციის გარეშე. გამოსავალი: ინტერნეტში არაერთი სასარგებლო რესურსია იეჰოვას სექტის საწინააღმდეგო სწავლებებით. თუნდაც დიაკონ ანდრეი კურაევს აქვს ბევრი რამ ახსნილი. ასევე არის ბევრი საინტერესო სტატია, რომელიც დეტალურად ხსნის იეჰოველების მცდარ სწავლებას. აი, მაგალითისთვის http://www.iegova.ru/index2.htm ან http://www.towerwatch.com/ ამ რესურსებში თავმოყრილია ის დეტალები, რაშიც არის იეჰოველთა ცდომილებები და რა ხერხებით უნდა აწარმოოს დიალოგი მართლმადიდებელმა სტუმრად მოსულ იეჰოველებთან. ჩემი აზრით, არ არის ძნელი თუკი მოხერხდება ამ რესურსების თარგმნა და შეჯერება. შესაძლებელია მოხდეს ამ ინფორმაციის თავმოყრა ერთ პატარა ბროშურაში, რომელიც დაურიგდება საზოგადოებას. თუ ეს საქმე არ გამოვა, აღნიშნული ბმულები მაინც წაიკითხეთ ვინც ნახავს ამ თემას. რაც არ უნდა პარადოქსული უნდა იყოს, ჩვენი ეკლესია დღითიდღე ძლიერდება, მრევლი მრავლდება, მღვდლები გვემატებიან. მსგავსი ელემენტარული საკითხი კი, როგორიცაა იეჰოველების სექტის გამნოსააშკარავებელი ბუკლეტი არ არსებობს. მოგიწოდებთ ყველას - მოითხოვეთ თქვენს მოძღვრებში არსებული რესურსი. მოითხოვეთ გასწავლონ ის დეტალები რასაც ქადაგებენ იაჰოვას მოწმეები. რადგანაც თქვენი ნათესავების და ახლობლების ოჯახებშიც შეიძლება მოვიდნენ ისინი და როდესაც თქვენები გთხოვენ დაეხმაროთ მათ იეჰოველებთან საუბარში, დააღებთ პირს და ვერაფერს ვერ ეტყვით თქვენი ჭეშმარიტების დასაცავად! გამოიღვიძეთ! მოითხოვეთ ცოდნა თქვენი მოძღვრებისგან და მოეშვით მარტო იმაზე ლაპარაკს ვიცი მოძღვარი უფრო თბილია და კაცთმოყვარე. ეს არ არის საკმარისი! გიორგობას გილოცავთ! პ.ს. თუ რამე დაგჭირდეთ იეჰოველების სექტის სწავლების საწინააღმდეგოდ, დაწერეთ. დაგეხმარებით შეძლებისდაგვარად. |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
10. და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან; (ებრაელთა 1:10) აი რას ეუბნება მამა ძეს
![]() 4. რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს. (ებრაელთა 3:4) 8. რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა. (იობი 9:8) 6..ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ (through whom) ყოველი და ჩუენ - მის მიერ. (1 კორინთ 8:6) რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი (ებრაელთა 2:10) 12. მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ. (ისაია 45:12) 15. შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა განმმზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხმის-ყოფისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ. (იერემია 51:15) 16. მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა, მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი. 17. ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას ზედა. 18. და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა, ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი. (ისაია 48:16,17,18) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი