ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
ზებედე |
Feb 8 2007, 07:40 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Mar 21 2007, 01:25 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პატარა ბაიები რატომ ეშინიათ ასე ამ პატარა ბაიების? რატომ არ გემეტებათ სამოთხისათვის?... ციტატა მე როგორც ვიცი არსად აბრაამის წიაღი კიდევ კაკ რაზ რომ ახალ აღთქმაში არის ნახსენები. იგივე შეცდომა, ისევ ადგილზე დგომა... ახალ აღთქმაში ნახსენები რასა ქვია იოანა? ქრისტე აღსდგა! რატომ გავიწყდებათ? სულები დახსნილ იქნენ, მათი საპყრობილე დარღვეული, ჯვარზე უფალმა ავაზაკი აბრაამის წიაღში კი არა სამოთხეში გაუშვა, რადგან აბრაამის წიაღი უკვე იქ იქნება სადაც თვით აბრაამია! სამოთხეში!!! ციტატა ნუ შემდეგ თუ ეშმაკმა ევრო რემონტი გააკეთა აბრაამის წიაღში და ტანჯვა იქაც შეიტანა ... არ ვიცი რატომღაც მგონია მაგ "ევრორემონტს" ჯოჯოხეთის "აბრაამის წიაღის " რესტავრატორები უფრო აკეთებენ... გთხოვთ ნუ იმეორებთ შეცდომებს! დაუჯერეთ ოქროპირს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი