იესოს გარეგნობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს გარეგნობა |
Molen |
Apr 14 2010, 09:41 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
« ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)»
ერთი შეკითხვა გამიჩნდა: გემოვნება არ არსებობდა მაშინ თუ უბრალოდ სხვანაირად მსჯელობდნენ გარეგნობის თაობაზე?! ჩემი აზრით იესო ქრისტე უმშვენიერესი და უსრულყოფილესი განკაციერებული ღმერთი იყო, როემლსაც ყველაზე სრულყოფილი ნაკვთები, საოცრად მშვიდი სახე, მომნუსხველი თვალები და რაღაც ღვთიური მშვენიერება, მკაცრია, მაგრამ მისი სიმკაცრიდანაც უდიდესი სიყვარული და ძლევამოსილება იღვრება, არადა სულ სხვა რამეს მოგვითხრობს მესიის შესახებ ესაია... რა ვიცი.. რა ვიცი.. თქვენ როგორ გგონიათ?! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
■გიორგი■ |
Dec 28 2010, 12:10 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ციტატა «ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 53:2-7)» afxazi მაგრამ ესაია ჯვარცმულ იესოზე კი არა მომავალ მესიაზე წერს, რომელიც რატომღაც გარეგნულად საკმაოდ უარყფით კონტექსტში მოიაზრება. Molen გეთანხმები. მაგ მუხლებში ესაია მესიაზე ამბობს და საერთოდ არ საუბრობს იესოს წამების დეტალებზე. როგორც ჩანს იესო არც თავის მოციქულებს შორის გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, რადგან იმისათვის რომ მტრებს ეცნოთ იესო, იუდას უნდა ეკოცნა მისთვის, სხვა შემთხვევაში ვერ ამოიცნობდნენ. იესო რომ რაღაც განსაკუთრებული გარეგნობის ყოფილიყო, იუდა გაროგნობაზე მიუთითებდა მათ, ვისაც იესო უნდა დაეპატიმრებინათ. ასე არაა? მაგრამ იუდა ამოსაცნობ ნიშნად, იესოს გარეგნობას კი არ ასახელებს, არამედ იმას, რომ აკოცებდა იმ ადამიანს, ვინც უნდა შეემყროთ. "ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ". - http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/markozi-14.htm ფაქტია რომ იესოს შეეძლო ადვილად გარეულიყო ხალხში ისე, რომ ვერ ამოეცნოთ ვინ იყო. გავიხსენოთ თუნდაც მარკოზის მიერ სახარებაში დაწერილი ამბავი. ერთხელ იესომ გალილეიდან იერუსალიმში ისე იმგზავრა რომ ვერ იცნეს: "როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?" - იოანე 7:10, 11. იესოს არცერთი მოწაფე გადაკვრითაც კი არ ახსენებს იესოს გარეგნობის ასეთ "ზემოქმედების" მომხდენ დეტალებზე, როგორც ნახატებში და გადმოცემებში აღიწერება ხოლმე. ნეტა რატომ? ნუ დამძრახავთ და ჩემი აზრით, ამ სავარაუდო დეტალების წარმოდგენა გონებაში, და თქმა 'აუ რა მაგარი თვალები ქონდა ან ექნებოდა.. აუ რა მიმზიდველი იყო.. აუ რა შთამბეჭდავი იყო.. აუ რა ზემოქმედების მომხდენი იქნებოდა თავისი მიმზიდველი გარეგნობით.. ყველაზე მიმზიდველი, სიმპატიური მამაკაცი იყო, ისეთი გამოხედვა ქონდა აშკარად მიხვდებოდი რომ იესო იყო - ასეთ რამეებზე საუბარი და ჩვენი ყურადღების გადამეტებულმა გამახვილებამ იესოს გარეგნობაზე, მგონია რომ ყურადღებას გადაატანინებდა ყველაზე მთავარისგან და იმის საშიშროებასაც კი შექმნიდა, ვინმე სურათის თაყვანისმცემლადაც კი ექცია. იესოს გარეგნობისთვის განსაკუთრებული მნი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 09:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი