წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
კანონისტი |
Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Dec 28 2010, 01:58 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ასე რომ ჩემი მეგობრული თხოვნა იქნება კატეგორიულ ტონს მივერიდოთ ჰო, ახლა ის სიტყვა "საერთოდ" შენმა საკმაოდ მოულოდნელმა პოზიციამ განაპირობა, თორემ საბლესადმი პატივისცემას ვერაფერი გადაწონის იცი შენ ასე რომ შენთან კატეგორიული მხოლოდ რიგ და კონკრეტულ საკითხებში (მაგალითად აქ) ვიქნები და ისიც ზომიერად ციტატა უმჯობესია ეკლესიამ ტკბილი სიტყვებით აუხსნას და განუმარტოს ამ ხალხს მისი სათქმელი საქმეც მაგაშია ჩემო საბლე, ეკლესიამ უკვე ბევრჯერ განუმარტა მათ და ბევრჯერ მოუწოდა შეეწყვიტათ დამღუპველი სქიზმისაკენ სახიფათოდ მიმავალი თვითნებობანი, არ ისმენენ, არ უნდათ და ვისგანაც იმართებიან მათ არ სურთ რომ შეისმინონ, ჰოდა ზოგიერთებს მოუწევთ სასჯელის მიღებაც... სწორედ ამიტომ ღირს დიდ და სერიოზულ ყურადღებად ეგ ამბავი, არ დაგვავიწყდეს ჩვენი ჩრდილოელი და არა ჩრდილოელი ვაიძმები მოყურადებულნი არიან და ასე ვთქვათ "პადჟიგატელობენ" რომ რაიმე ახალი განხეთქილება შეიტანონ ეკლესიაში, რამენაირად რომ სქიზმას გამოკრან ხელი... პატრიარქის ფრთხილი პოლიტიკა მათ არ აძლევს პირდაპირ საბაბს რომ სქიზმა დაიწყონ, კალენდარი ძველზე ძველია, არც ეკუმენურ საბჭოში ვართ, არც ლიტურგიკულ რეფორმებს ვატარებთ, მოკლედ ბნელში ვზივართ და მაინც ცდილობენ კიდე რაღაც "პრიჩინა" იპოვონ და ესეთებია ეს "ჭეშმარიტი კანონიკური გალობა" და "ჩვილების ჯოჯოხეთვიზების" გაცემა... ამიტომაა რომ მიუხედავად წლობითი შესმენებისა, ნაწილი მაინც არ უსმენს ეკლესიას და თვითნებობს, აი ამიტომ იმსახურებენ სასჯელს. მოკლედ, მგონი გამიგე. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 11:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი