წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
კანონისტი |
Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Dec 27 2010, 11:49 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
sable
ციტატა ბიზანტია არ არსებობს მაგრამ იმასაც ნუ ვუარყოფთ, რომ მისი გავლება ქრისტიანულ საქართველოზე მნიშვნელოვანი იყო და გარკვეულწილად რჩება დღემდე კიდეც. ამით ეწ. ბიზანტიური გალობის უპირატესობაზე არ მივანიშნებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბიზანტიის კულტურული და ცივილიზაციული გავლენა რელიგიისა და კულტურული მემკვიდრეობისა ყველა ასპექტში უარსაყოფი და დასამცრობი არ არის. ასე რომ თუ ბიზანტიურ გალობას თავის დროზე ადგილი ჰქონდა საქართველოში და ახლაც ვიღაც ცდილობს მის გარკვეულ სახით აღდგენას და პრაქტიკაში დანერგვას ამაზე არ უნდა გვქონდეს მკაცრი და შეურიგებელი რეაქცია. კარგი ბატონო ბიზანტიის კულტურაზე არავინ დავობს, მაგრამ მუსიკა არის მჟღერი მასალა. იმ პერიოდში ხმის ჩამწერი აპარატურა არ არსებობდა, ბიზანტირუი გალობა არაა შემორჩენილი და ვინ დაამტკიცებს, რომ რასაც დღეს ისინი ბიზანტიურს უწოდებენ, სწორედაც რომ იმ "დიადი ბიზანტიის" კულტურის ნაშთია? აბსურდია -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
sable |
Dec 28 2010, 09:35 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ციტატა(%25E1%2583%259C%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2598%25E1%2583%259C%25E1%2583%2590 @ Dec 28 2010, 12:49 AM) sable კარგი ბატონო ბიზანტიის კულტურაზე არავინ დავობს, მაგრამ მუსიკა არის მჟღერი მასალა. იმ პერიოდში ხმის ჩამწერი აპარატურა არ არსებობდა, ბიზანტირუი გალობა არაა შემორჩენილი და ვინ დაამტკიცებს, რომ რასაც დღეს ისინი ბიზანტიურს უწოდებენ, სწორედაც რომ იმ "დიადი ბიზანტიის" კულტურის ნაშთია? აბსურდია მე არ ვიცი ისინი რას გალობენ მაგრამ ბიზანტიური გალობა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაცულია საბერძნეთში, თუმცა ის არის ბერძნულ ენაზე შესრულებული ეწ. მონოფონური, საერთოდ ბერძნები რომლებიც ყოველთვის ითვლებოდნენ მართლმადიდებლობის ბურჯებად და მისი კანონიკის დამცველებად კათოლიკებს აკრიტიკებდნენ არამარტო დოგმატური ცვლილებების გამო არამედ იმის გამოც, რომ მათ ლიტურგიაში შეიტანეს ფოლიფონიური ჟღერადობა და ჰარმონიული მუსიკის ჰანგები, რაც მათი აზრით ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ სწავლებას. ახლა მე ამ სფეროში სპეციალისტობას არ ვიჩემებ მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა რომ ასეთი მოსაზრება არის და ის სუფევდა და სუფევს მართლმადიდებლებში. ამ შემთხვევაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ტერიტორიული თვალსაზრისითაც და კულტურული რაობითაც ხშირად სხვაზე უფრო მეტად იყო მოწყვეტილი ბიზანტიურს (ბერძნულს) ამდენად მასში განსხვავებული კულტურული ღირებულების მქონე ელემენტები მრავლად შედიოდა, რაც თავისთავად საძრახი ნამდვილად არ არის, მეტიც, ასე ის უფრო მრავალფეროვანია და თვითმყოფადი. ქართული პოლიფონიური მუსიკა ამის კარგი დასტურია. მე რამდენადაც ვიცი მიუხედავად იმისა რომ ის მრავალხმოვანია, იგი არ ეწინააღმდეგება კანონიკას, ნუ ამაზე ალბათ ჩემზე უფრო კომპეტენტური ხალხი დაწერენ ორი სიტყვით, რაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა განემარტოს იმ ხალხს ვინც ქართულ ლიტურგიას ეწინააღმდეგება თუ რასაც იქმნიან, როცა ისინი ამას გაიგებენ და მიხვდებიან, რომ ეს ჩვენი გალობა არ არის არაკანონიკური ბოლოს შეისმენენ კიდეც და გამოიყენებს მათ, ეგ არის და ეგ. თორემ ქართულ გალობას განა ვინმე ეწინააღმდეგება ისინი ამით მე ვფიქრობ რომ შეცდომაში არიან შეყვანილი არ ესმით შესაძლოა ეკლესიის წესები და კანონები, ამას ყველას ვერ მოთხოვ, უფრო მეტიც მორწმუნე მართლმადიდებლების რამდენმა პროცენტმა იცის კანონიკა ალბათ უმცირესობამ . -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი