წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
კანონისტი |
Dec 22 2010, 10:02 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Dec 28 2010, 12:07 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
sable
მართალი იქნებოდი, რომ არა ორი ფაქტორი: სიჯიუტე და რაც მთავარია გალობის მათეული "ღვთისმეტყველება", რომ თურმე პოლიფონია წარმართულია... პ.ს. ასე კაცო იმასაც დაობდნენ პირჯვარი როგორ გადაეწერათ და აგერ, ჩვენს მართლმადიდებლურ რეალობაში სქიზმაც მოხდა სტაროვერების სახით...ბევრ რამეზე მიდიოდა კამათი მაგრამ სინამდვილეში საკამათო უფრო ნაკლებია მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის, ვიდრე ისტორიულად რაც იყო... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
sable |
Dec 28 2010, 09:02 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable მართალი იქნებოდი, რომ არა ორი ფაქტორი: სიჯიუტე და რაც მთავარია გალობის მათეული "ღვთისმეტყველება", რომ თურმე პოლიფონია წარმართულია... მაგ ლოგიკით ბევრ ქრისტიანულ წესს შეიძლება მოვუძევნოთ წარმართული ფესვები რაც იმას არ ნიშნავს რომ ის უკუსაგდებია. ამის გამო და არა მარტო, მათ უნდა განემარტოს, რომ ამისა და ამის გამო თქვენი პოზიცია არასწორია და რომ ფოლიფონიური გალობა კანონიკურია და თუნდაც ისტორიულად დადასტურებული საქართველოში. ამას კი ჩემი აზრით სულ მცირე ერთი კარგი თეოლოგიური ნაშრომი სჭირდება, რომელიც უპასუხებს არამარტო ამ ხალხის იმ კითხვებს რაც მათ უჩნდებათ, არამედ მისაღები იქნება თანამედროვე მკვლევარებისთვისაც. ასეთი რამ რომ დაევალებინა ეკლესიას ვინმესთვის მე პირადად დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი და პირადად ჩემთვის ფაქტებით გამყარებული თეოლოგიური ტიპის კვლევა უდაოდ ავტორიტეტული იქნებოდა. sable რა ეწინააღმდეგება ქრისტიანობას? მარავალხმიანობა? რამე გსმენია პეტრიწის "განმარტებისათვის პროკლესისა დიოდოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათVის" ამ ნაშრომის შესახებ? აბსურდის მტკიცებებს მორჩით რა. ბერძნების მოსაზრება ამგვარი იყო ახლა ზუსტად ვერ ვპოულობ იმას თუ სად წავიკითხე მაგრამ მახსოვს, რომ ასეთი რამ ეწერა მე მგონი არც თქვენ უნდა გიკვირდეთ მათი ეს პოზიცია, ასე რომ პრეტენზიები მათთან. მე არაფერს ვამტკიცებ და საამისო არც დიდი სურვილი მაქვს. რაც შეეხება თქვენთვის ცნობილ ფაქტს, რომ ე.წ. "ბიზანტიური გალობა" დაცულია, ეს მცდარია და მხოლოდ და მხოლოდ ბერძნების ფანტაზისი ნაყოფია ნევმები დღემდე გაუშიფრავია პრეტენზიები საეკლესიო გალობის მკვლევრებთან რომლებთან? sable შედარება უკან არ მიმაქვს ოხ რა ხარ შენ ვინც არ გიცნობს -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 06:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი