![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
გული მწყდება როდესაც ერთი ქრისტიანი იმიტომ ვერ იტანს მეორეს, რომ სხვაგვარად სწამს , სხვაგვარად ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე...
პროტესტანტები მართლმადიდებლებს კერპთაყვანისმცემლებს ეძახიან, მართლმადიდებლები მწვალებლებს ერთმანეთის მიმართ აგრესიით და ცინიკურად არიან განწყობილნი... გამომდინარე იქიდან რომ ძალიან დიდი სიახლოვე მაქვს ამ ორი ეკლესიების წარმომადგენლებთან, მე ნამდვილად გული მტკივა და ვცდილობ რაიმე შევცვალო იქ სადაცა ვარ.... რადგანაც რწმენას ადამიანი თვითონ ირჩევს და რადგანაც ქრისტიანობა დაძალებით ვერანაირად ვერ იქნება, მე ვფიქრობ რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთებად როგორიცა ვართ და ერთმანეთი ჩვენი ქრისტიანული საქმეებით და ცხოვრებით "გადავიბიროთ" და არა დამცირებით, შეურაცყოფით, ან შებრალებით... სხვაგვარად ჩვენი ერი ვერ აშენდება ადამიანებო... გარდაუვალია ის რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი გახდება პროტესტანტი ასევე ზოგი პროტესტანტი მართლმადიდებელი, მაგრამ მოდით ცხოვრებას ერთმანეთისკენ თითის შვერაში ნუ გავლევთ... ცხოვრება ისედაც სწრაფად მიფრინავს და სევეცადოთ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას! გვიყვარდეს ერთმანეთი! |
![]() ![]() |
gandgomili |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 8-June 10 წევრი № 8,970 ![]() |
გვიყვარდეს ერთმანეთი... ეს წინადადება უკვე იმდენად მოკლებულია ძალას რომ იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია ასე ცხოვრება. ვფიქრობ რომ ვიდრე ერთმანეთს შევიყვარებდეთ და ამას გამოვხატავდეთ, თავდაპირველად საკუთარი თავი უნდა შეიყვარო, მაგრამ ვიდრე საკუთარ თავს შევიყვარებდე თავად სიყვარულის გრძნობა უნდა შევიყვაროთ, ის გრძნობა რომელიც შენში სიყვარულის გრძნობას აღძრავს, მე პირობითად დავარქმევდი მეექვსე გრძნობას. სწორედაც რომ ეს გრძნობაა რომელიც თანდათან უფერულდება და ქრება თანამედროვე ადამიანში, რომელიც ჩანაცვლებულია სხვა მდაბიო გრძნობებით და ემოციებით. ვის შუძლია უარყოს რომ, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს სხვისი შეყვარება გაგიჭირდება, სიმართლეა ეს. იქნება სჯობდეს შევეცადოთ შევიყვაროთ, დავაფასოთ და სრულვყოთ საკუთარი 'მე'. ასეთი ადამიანისგან მდინარესავით იდენს სიყვარული და ირგვლივმყოფნი ამას უეჭველად იგრძნობს. თუკი საკუთარ თავს გამუდმებით ჩასძახებ რა ცოდვილი და ძნედაცემული ხარ, რა დამნაშავე და გაუგონარი, როგორი ბილწი და ბინძური ხარ, როგორ ფიქრობ ქვევრი იგივეს არ ამოგძახებს? ეს ამოძახილია რომ ამუხრუჭებს ჩვენს ფსიქიკას. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ პირველყოვლისა საკუთარ სრულყოფილებაზე უნდა ვიზრუნოთ, უნდა ვეძიოთ სულიერი განვითარების ახალი სიმაღლეები, შევისწავლოთ გზები ამ განვითარებისა და სული, რომელიც ასე დაკნინებული და დაბეჩავებულია გამუდმებული ფსევდო ცოდვებით, მაშინვე გადაგვიშლის თავის სილამაზეს და ბრწყინვალებას და მაშინვე მოიხსნის ბორკილებს და ჩამოირეცხს თითქოსდა ცოდვებს.ვიდრე ადამიანი თავისუფალი არ გახდება იგი ვერიქნება ღმერთთან ახლოს. ხოლო იყო თავისუფალი ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი თავი, იდგე სულიერ სიმაღლეზე და გრძნობდე ღმერთს შენში, მე ვგულისხმობ გრძნობდე საკუთარდ თავს მსგავსად და ხატად ღვთისა და არანაკლებ, რადგან ნაკლები მხოლოდ ცხოველია. ამის შემდეგაა შესაძლებელი გულწრფელად გიყვარდეს ადამიანი, ერი და სამყარო. ვიდრე ამას არ გააცნობიერებს ადამიანი, ფრაზა 'გვიყვარდეს ერთმანეთი' უმრავლესობისთვის არაუმეტეს მხოლოდ სექსუალურ გრძნობას აღძრავს, ზოგისთვის ქვეცნობიერად ზოგისთვის ცნობიერად. თუ, რატომ ეს უკვე სხვა საკითხია......დასასრულს ვიტყვი, ვიყოთ თავისუფალნი, გვიყვარდეს საკუთარი თავი, და შევიყვარებთ ერთმანეთს...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი