![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
1. წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის; ხოლო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის მას გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.
2. წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. 3. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს. 4. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები. 5. დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). 6. განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ნანინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
sable
ციტატა ბერძნების მოსაზრება ამგვარი იყო ახლა ზუსტად ვერ ვპოულობ იმას თუ სად წავიკითხე მაგრამ მახსოვს, რომ ასეთი რამ ეწერა მე მგონი არც თქვენ უნდა გიკვირდეთ მათი ეს პოზიცია, ასე რომ პრეტენზიები მათთან. მე არაფერს ვამტკიცებ და საამისო არც დიდი სურვილი მაქვს. არა მხოლოდ ბერძნების მოსაზრებები უნდა იკითხოთ შესაბამისად და საკითხს ორი მხრიდან შეხედოთ და საერთოდ ბერძნებით არ იწყება და არ მთავრდება ქრისტიანობა ![]() პირველად ვაღიარებ, მომენატრა მნათე ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
sable |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
sable არა მხოლოდ ბერძნების მოსაზრებები უნდა იკითხოთ შესაბამისად და საკითხს ორი მხრიდან შეხედოთ და საერთოდ ბერძნებით არ იწყება და არ მთავრდება ქრისტიანობა ![]() პირველად ვაღიარებ, მომენატრა მნათე ![]() მე არც არსად დამიწერია რომ მათით იწყება და მთავრდება თქო, დავწერე რომ ბიზანტიური არსებობს და არსებობდა მეთქი და ის ფაქტი რომ ბიზანტია როგორც პოლიტიკური წარმონაქმნი დღეს არ არსებობს არ გვაძლებს იმის უფლებას, რომ მისი მემკვიდრეობა ხელაღებით ვუარყოთ. დღეს ვიყიდე ლიანა კვირიკაშვილის შედგენილი მონოგრაფია ''ბიზანტიელი ჰიმნოგრაფები ძველ ქართულ თთუენებში'' (თბ. 1987), სადაც მოყვანიალია თარგმნების მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რომელსაც ქართველები ასრულებდნენ ბიზანტიელი ჰიმნოგრაფების 'გალობანი' ('კანონები'). ახლა ჩემთვის ძნელია იმის თქმა თუ რამდენ ხმაზე სრულედებოდა ეს ნათარგმნი გალობანი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია ბიზანტიას უდიდესი გავლენა ჰქონდა ქართულ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე, უფრო მეტიც, როგორც ამ წიგნის ავტორი წერს: ''საოცრად გამომსახველია ფსალმუნებიდან ამომავალი ბიზანტიური საგალობლის სიტყვა, რომლის თარგმანებამაც შუა საუკუნეებში დაბადა ქართული ქრისტიანული საგალობელი" (გვ. 3). მოკლედ ამით არავინ ამტკიცებს იმას რომ ქართული ფოლიფონია უნდა დავივიწყოთ ან კიდევ ბიზანტიურით ჩავანაცვლოთ ქართული საგალობელი, არამედ არცერთი არ უნდა დავამცროთ და ვუარყოთ, რადგან ორივე ჩვენი კულტურის ნაწილია, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძველი და დავიწყებული. sable მოკლედ გეტყვი იმის თაობაზე, რომ იკითხე ვისი კვლევები ეხება გალობასო... არის მთელი ჯგუფი კონსერვატორიაში, რომელიც იკვლევს ქართულ ფოლკლორს, ერთერთი წარმომადგენელი თამაზ გაბისონიაა, რომელიც მეცნიერ-თანამშრომელია ფოლკლორისტიკის ჯგუფისა. მატ თავის დროზე რამდენიმე სტატიაც მიუძღვნეს აღნიშნულ საკითხს... დიდი მადლობა, შევეცდები გავეცნო გავეცნო მის ნაშრომებს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 05:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი