სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Oct 18 2010, 11:52 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ამ თემაში განვათავსოთ ლიტერატურული სიახლეები,მოვლენები
შეგახსენებთ,რომ 15 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში ლიტერატურულ კონკურს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართა. ლიტერატურული კონკურსი „გალა“ 2007 წელს მწერალ ზაალ სამადაშვილის ინიციატივით დაარსდა. წელს იგი მეოთხედ ტარდება. ![]() ”გალას” გამარჯვებულებს 5 კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან: ნინო ქაჯაია (მთარგმნელი), დიმიტრი ერისთავი (მხატვარი), ზურაბ სამადაშვილი (მწერალი), ლაშა იმედაშვილი (მწერალი) და მამუკა ხერხეულიძე (მწერალი). კონკურსში მონაწილეობას 2009-2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები შესაბამისი გამომცემლობების წარდგინებით მიიღებენ. კონკურსი ექვს ნომინაციაში გაიმართება. კერძოდ, "სამაგიდო წიგნი", "წლის წიგნი", "თარგმნილი წიგნი", "საბავშვო წიგნი", "წიგნის მხატვრობა" და "წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი". ლიტერატურულ კონკურს "გალას" სავარაუდო გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ 15 ოქტომბერს 24 გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი 120 წიგნიდან 18 ნომინანტი დაასახელა. 6 ნომინაციაში გამარჯვებულები 22 ოქტომბერს თბილისობაზე, დაჯილდოების ცერემონიალზე დედაენის ბაღში გამოვლინდებიან. პრიზიორები 4000–ლარიან პრემიასთან "გალას" მთავარ ჯილდოს ”კოლხური ცვილის” ასლსაც მიიღებენ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| სოფი |
Dec 30 2010, 11:30 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია “საუკეთესო ქართული რომანი 2009-2010” რომანისათვის “მამლუქი” აკა მორჩილაძეს გადაეცა. გამარჯვებული 10 000 ლარით დაჯილდოვდა.
კონკურსში 20 ავტორი მონაწილეობდა. მეორე ადგილზე ზაზა ბურჭულაძის რომანი “აბიბასი” გავიდა, ხოლო, მესამე ადგილი რომანით “ლიტერატურლი ექსპრესი” ლაშა ბუღაძემ დაიკავა. ოცკაციანმა ჟიურიმ გამარჯვებული რომანი ხმათა უმრავლესობით დაასახელა. ჟიურიში ილიას უნვიერსიტეტის ცხრა სტუდენტი და 11 ლექტორი შედიოდა. ,,კონკურსის მიზანი საქართველოში ლიტერატურის სტიმულირება იყო. წელს კონკურსში სულ 20 რომანი მონაწილეობდა. -------------------------- საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ორი დღის განმავლობაში თანამედროვე მწერლებს მასპინძლობდა. ასეთი იყო გამომცემლობა „დიოგენეს“ გადაწყვეტილება, რადგან სწორედ მისი ორგანიზებით, სამ წლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთი 2010 წლის „Penმარათონი“ გაიმართა. საკონკურსო თემა, რომელიც (წინასწარ არავინ იცოდა) კონკურსანტებს 30 საათის განმავლობაში უნდა შეექმნათ, ამგვარი გახლდათ - „მგზავრის წერილები“. 27 კონკურსანტიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია ის ათი ადამიანი,რომლის მოთხრობებიც შევიდა გამომცემლობა დიოგენეს მიერ გამოცემულ მოთხრობათა კრებულში. ნინო გუგეშაშვილი, კიდევ ერთხელ გახდა პენ მართონის გამარჯვებული, სამი ათასი ლარი და სპეციალური ვერცხლის პრიზი სწორედ მას ერგო, მოთხრობისთვის,რომელიც სპეციალურად კონკურსისთვის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში დაწერა. ბესო სოლომონაშვილმა ფულადი ჯილდო 1500 ლარი მიიღო, მას ჟიურისგან კონკურსის მეორე ადგილი ერგო. ირმა არჩუაშვილმა მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო 1000 ლარი მიიღო. სამივე მათგანის მოთხრობა შევიდა ათ საუკეთესო მოთხრობაში,რომელიც "დიოგენემ"კრებულის სახით გამოუშვა. ჯანო ჯიქიძე, პაატა ბერიკაშვილი, თამუნა ნადარეიშვილი,მაკა ლდოკონენი,თამაზ დევიძე, სოფო ვარდიაშვილი და ლევან ლორი იმ შვიდი მოთხრობის ავტორები არიან,რომლებიც ასევე მოხვდა კრებულში. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ცნობილი მწერლებიც იღებდნენ. მათ შორის ზურაბ ლეჟავა, გალას მფლობელი, თეონა დოლენჯაშვილი, ლიტერატურული პრემია საბას ორგზის გამარჯვებული, ბესო ხვედელიძე და სხვები. -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი ლიტერატურული სიახლეები Oct 18 2010, 11:52 PM
სოფი ბრიტანული ”ბუკერი... Oct 19 2010, 12:16 AM
სოფი საქართველოს მწერა... Oct 20 2010, 09:30 PM
marine
საქართველოს მწერა... Oct 21 2010, 04:49 PM
სოფი marine
კაი აბა, რას ამბ... Oct 21 2010, 11:02 PM
სოფი დასრულდა ლიტერატუ... Oct 28 2010, 05:52 PM
სოფი სასიხარულო სიახლე:... Oct 31 2010, 07:24 PM
ბადრი გამიხარდა :) Oct 31 2010, 08:44 PM
სოფი თემა "შემეცნებით... Nov 29 2010, 01:22 PM
terra გავიგე ეს ამბავი. გ... Dec 30 2010, 11:42 PM
სოფი დავით მაღრაძე და ბ... Jan 19 2011, 05:02 PM
სოფი 10 ივლისს, თიბისი ბა... Jul 14 2011, 02:10 PM
სოფი 2013 წლის „საბას“ კონ... May 1 2013, 05:03 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2026 - 08:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი