ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლენინი - ანტიქრისტე?, უბრალოდ ვერსია |
Atman |
Jul 12 2010, 01:20 PM
პოსტი
#61
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს შედარებები ფორუმ.გე-ზე ვიპოვე. მაინტერესებს თქვენი აზრიც. არის ამაში რაღაც საინტერესო
1. ლენინმა ათეიზმი იქადაგა და დაარსა ათეისტური სახელმწიფო. 1919 მარტში კომუნისტური (ათეისტური) ინტერნაციონალი დაარსა. 1922 ნოემბერში ბოლო სახალხო გამოსვლაჰქონდა მოსკოვის საბჭოზე. 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). (გამოც.იოან. 12) 2. ლენინი იყო იმ შვიდ თავთაგანი რომლებიც მართავდნენ წითელ ათეისტურ სახელმწიფოს . 1918 დაჭრილი იყო სასიკვდილოდ , მაგრამ განიკურნა. 3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. (გამოც.იოან. 12) 1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. (გამოც.იოან. 13) 3.მეორე თავმა(სტალინმა) განადიდა პირველი (ლენინი) მისი სახელით მოქმედებდა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი(სტალინი), მიწიდან (СТАЛЬ - რკინა) ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის (სტალინი) მოქმედებს მხეცის ( ათეისტური იდეოლოგიის - კომუნისტური პარტიის) წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ (ლენინი) მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა( ლენინი). (გამოც.იოან. 13) 4. ლენინის დროშის ქვეშ მარშირებდა მთელი სოციალისტური თანამეგობრობა - 30 ქვეყნამდე და იდევნებოდნენ მართლმადიდებლები, კათოლიკები, ბუდისტები, კრიშნაიდები, იუდევლები, ისლამი... 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. (გამოც.იოან. 13) ლენინი როგორც ვიცით ებრაელი იყო,, და ანტიქრისტეც ამბობენ ებრაელთა ტომიდან იქნება ანუ კონკრეტულად დანის ტომიდან ,, საინტერესოა ლენინის ფესვები ხომ არ უკავშირდება დანის ტომს..? 70 წლიან კომუნისტურ გარემოში იგნორირებული იყო ყველა ვინც კომკავშირელი და პარტიული არ იყო. ყველასთვის ცალსახად ცნობილი იყო, რომ ვერაფერს მიაღწევდა კარიერაში ათეისტური ბეჭდის გარეშე. ამ ბეჭედზე ისახებოდა ლ ე ნ ი ნ ი ს თავი, რომელსაც; 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი(ათეიზმი). გამც. იოანესი 13 -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dzvelmartlmadidebeli |
Jan 1 2011, 02:11 PM
პოსტი
#62
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Otherguy
ციტატა ნახევარღმერთები არ არიან, მაგრამ რითი ახსნით ღმერთის მიერ თავისი ბუნების გაყოფას მისსავე შობილთან? როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს? ღმრთის ბუნება მარტივია და შეუდგენელია, ამიტომაც, ის შეუძლებელია დაიყოს, დანაწევრდეს და ა. შ. წმიდა წერილში არსად არის გამოყენებული ფრაზა, რომლის მიხედვითაც ვინმეს მიეცემოდა შესაძლებლობა ელაპარაკა "საღმრთო ბუნების დაყოფაზე". არც მართლმადიდებლობაშია ასეთი სწავლება. მე ვწერდი და კიდევ ვიმეორებ: ქრისტეანობაში, "ნახევრადღმერთის" ცნება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. არსებობს მხოლოდ ერთი და სრული ღმერთი! დანარჩენი არსებები არიან ამ ერთი ღმერთის ქმნილებანი და მათ ღმრთის ბუნება არ გააჩნიათ, არც ღვთიური ბუნების ნაწილი. თუ ვინმე დამიმოწმებს ადგილს წერილიდან, სადაც ადამიანებზე, ღმრთის ერთგულებზე ნათქვამია: "ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6), უნდა ვიცოდეთ, რომ აქ "ღმერთი" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ და არც ადამიანებს უნდა მივაკუთვნოთ საღმრთო ბუნების ნაწილის მიღება და არც ღმერთზე ვიფიქროთ, რომ მას მოაკლდა ან მოსწყდა რაღაც "ნაწილი". ადამიანები ღებულობენ ღმრთის მადლს, "იმოსებიან" ამ მადლით, როგორც მაგალითად მზის სხივით, ან მზის სითბოთი, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ადამიანმა მიიღო მზის ბუნება და გახდა მზესავით. ადამიანი მასში სულიწმიდის დამკვიდრების შემდეგ ხდება მადლისმიერი "ღმერთი", რასაც მამები მადლისმიერ განღმრთობას უწოდებენ. რაც შეეხება ღმრთის ძეს (ალბათ ეს იგულისხმე "ღმრთისავე შობილში"), მამა, ძე და სულიწმიდა, ეს სამი ღმერთი კი არ არის, არამედ ერთი ღმერთი. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი (სამ იპოსტასოვანი). ადამიანის გონებისთვის ღმრთის ბუნება მიუწვდომელია, ამიტომაც ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები არ აღვწერთ (და არც ძალგვიძს) თუ როგორ არის სამი იპოსტასი ერთ ღმერთში. წმიდა წერილმა გვასწავლა მხოლოდ ის, რომ ძე იშვება მამისგან, სულიწმიდა კი მამისგან გამოდის. "შობა" და "გამოსვლა" ღმრთის ბუნების საიდუმლოა და არც მათი პირდაპირი, უხეში გაგებაა მისაღები. ასევე მიუწვდომელია თუ რა განსხვავებაა ძის "შობასა" და სულიწმიდის "გამომავლობას" შორის. ამდენად, შენს შეკითხვაზე: ციტატა როგორ შეიძლება ღმერთმა ვინმეს მისი უქმნელი ბუნება გაუყოს/მისცეს? გიპასუხებ: ღმერთს თავისი უქმნელი ბუნება არავისთვის "გაუყვია".-------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი