ეგარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეგარი |
benediqt |
Dec 13 2010, 12:59 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
რა აზრის ხართ ჯგუფ ეგარიზე?
http://www.youtube.com/watch?v=UgSso2hmLac...player_embedded http://www.youtube.com/watch?v=6Vy_bM6JWvA...player_embedded http://www.youtube.com/watch?v=oRrfmlIjT5w...player_embedded -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
Didgoreli |
Jan 5 2011, 03:17 AM
პოსტი
#2
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
პირველ რიგში გილოცავთ ყველას ახალ წელს და მომავალ შობის დღესასწაულს
benediqt16 ციტატა სად Pink Floyd და სად ეგარი? ეგარის მუსიკა არის ფოლკლორის სინთეზი ჯაზთან. ეგარის მუსიკაში მეტია ფოლკლორი და ზოგადად ქართულ ფოლკლორზეა აგებული ეს პროექტი. ამიტომაც გავხსენი ფოლკლორში. რა სად პინქ ფლოიდი და სად ეგარი?? ფოლკლორის ელემენტები არის თუ არ არის ეგარის რეპერტუარში, ეს დიდს არაფერს ცვლის! ჩემი აზრით პირიქით, ფოლკლორული ელემენტების გამოყენება საერთოდ, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკისათვის, არის იმ ხალხის შეურაცხყოფა ვინც ჰქმნიდა ამ დიდ განძს!!! ციტატა იცით რა, დროა ყანიდან დიდ სცენაზე გადავიდეთ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ.. ქართულ ხალხურ ფოლკლორს მშვენივრად მიესადაგება "ბას გიტარაც" და ROLAND Fantom-ის კლავიში... ყანიდან სცენაზე გადასულები ვართ უკვე, აღარ გვჭირდება მაგის მითითება! რაც შეეხება ქართული ფოლკლორის, ბასგიტარისა და მითუმეტეს კლავიშის ურთიერთობას, ეგ ნამდვილად შენი სუბიექტური აზრია! სად ქართული ფოლკლორი, სად ბასგიტარა და სად კლავიში?! ზოგადად ჩემს აზრს მოგახსენებთ. ეგარისა და შინის მუსიკა არის გათვლილი ჩემი აზრით ისეთ პუბლიკაზე, რომელიც ჭეშმარიტი ქართული ფოლკლორის ძირეულად აღქმას ვერასოდეს შეძლებს! ქართულ ფოლკლორს შელამაზება და გადაკეთება იმის გამო, რომ ვიღაცა ყურნაკლულს მოეწონოს ნამდვილად არ სჭირდება! მე ნამდვილად არ ვიცნობ ახლოს არც შინისა და არც ეგარის რეპერტუარს. მე ზოგადად ისეთ მიმდინარეობებს ვეწინააღმდეგები რომლებიც რაღაცის ხარჯზე ხდებიან პოპულარულები. მითუმეტეს როდესაც ეს "რაღაცა" არის ქართული ფოლკლორი. ციტატა თუ ფოლკლორი ჩამორჩა ზოგად თანამედროვეობას, მხოლოდ სუფრაზე დარჩება "ჩაკრულო"... რას ჰქვია თუ ჩამორჩა თანამედროვეობას ძალიან მაინტერესებს?! ფოლკლორი დამერწმუნე არასოდეს გახდება მეორეხარისხოვანი და მითუმეტეს არასოდეს გახდება სხვა მიმდინარეობების "გასაქაჩი" !!! ეთნოჯაზს აქვს უფლება იარსებოს, თუმცა იარსებოს თავისთვის! ძალიან გთხოვ ნუ მოგვახვევ იმ აზრს, რომ ეთნოჯაზი რომ არა, ფოლკორი დაღუპვის პირას იქნებოდა! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი