სტალინიადა, რაც შეეხება სტალინს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინიადა, რაც შეეხება სტალინს |
toka@ |
Dec 14 2010, 12:09 PM
პოსტი
#1
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
ყველას აინტერესებს რატომ იყო სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს გმირი და არა კერძოდ საქართველოსი?!თუკი იგი ქართველი იყო...თქვენი აზრი მაინტერესებს და მერე ჩემსას დავპოსტავ
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
Heinrich von Sinsheim |
Jan 8 2011, 11:15 PM
პოსტი
#2
|
ჰაინრიხ ზინსჰაიმელი ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 9-June 10 წევრი № 8,980 |
ამ თემის შექმნის მიზანი სტალინის ავტორიტეტის დაცვაა თუ ასე მე მომეჩვენა?
სტალინს მართლა გმირად თვლით თუ ხალხის გაკვირვებას ცდილობთ ამ დაუსაბუთებელი აბსურდით? თუ მართლა მისაბაძ ან თუნდაც მოსაწონ პიროვნებად თვლით ჩვენს სოსოს, მაშინ ნება მომეცით მისი დანაშაულებროვო ქმედებების ნაწილი შეგახსენოთ და იქნებ მიგახვედროთ, რომ სტალინის გმირობაზე ლაპარაკი არა მარტო უაზრო და საფუძველს მოკლებულია, არამედ მისი დანაშაულების მრავალი მილიონი მსხვერპლის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რისი უფლებაც მგონი არც თქვენ გაქვთ და არც ვინმე სხვა სტალინისტს. 1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა. 2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს. 1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო. 3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს. 4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091. 5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა 6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც. 7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო. საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე. თქვენი არ ვიცი და პირადად მე მრცხვენია, რომ სტალინიც ქართველი იყო.( ნაწილობრივ მაინც) მრცხვენია, რომ ამ ეპოქაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები, 30 000-ზე მეტი ვერმახტელი ქართველი ჯარისკაცი შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დღესაც მოკლებულია დამსახურებულ დაფასებასა და პატივს, მრცხვენია, რომ ზოგი ქართველი დღემდე სტალინის პრესტიჟის აღდგენას აღდგენას ცდილობს და მის "გმირობასა" და "კაცობაზე" საუვრობს. უხერხულია, უნდა ვიცოდეთ ვითი ვიამაყოთ და ვისი არსებობის გვრცხვენოდეს. -------------------- Jedem das Seine!
|
toka@ |
Jan 9 2011, 07:28 PM
პოსტი
#3
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
უხერხული ადამიანის მარტო ცუდ რომ ვხედავთ
შენ სტალინის უარყოფითი ჩამოთვალე ,მე დადებითს გეტყვი 1934 წლეს მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა,სადაც მოხსენებით უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე.აი როგორ დამოძღვრა იგი სტალინმა...: მოხსენება უნდა დაიწყოთ შოთა რუსთაველით,შემდეგ გადახვიდეთ უფრო უახლოეს საუკუნეებზე და დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანს,დავით გურამიშვილის,ბესარიონ გაბაშვილის შემოქმედებას.განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია,დაწვრილებით-ილია ჭავჭავაძის შესახებ...შემდეგ აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიაგოთ,ვაჟა-ფშაველასაც...".ამ სიტყვებში სტალინმა,არსებითად ჩამოაყალიბა 1500-წლოვანი ქართული უმდიდრესი ლეტერატურის ისტორიის კურსის სახემლმძღვანელო პროგრამა. სტალინის პირადი მითითებებით მოეწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის"750-ეწლისთავის აღსანიშნავი იუბილე,რომელიც 1937 წელს ზარ-ზეიმით მოეწყო.ბალმონტის თარგმანით სტალინი უკმაყოფილო იყო და უპირატესობა მიანიჭებინა შალვა ნუცუბიძის თარგმანს და კორექტივებიც შეიტანა,შალვა ნუცუბიძე ირწმუნებოდა,რომ სტალინის ნათარგმნი სტროფები უფრო კარგი დაპოეტური იყო... სტალინმა,რომელსაც ჭაბუკობისას საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მირებული,გადაწყვიტა,გადასახლ ებიდან გაეთავისუფლებინათ თითქმის ყველა რეპრესირებული მღვდელი და უკან დაებრუნებინათ და დაეწყოთ ლოცვა-ქადაგებები თავიანთ მრევლთან,რის შედეგადაც გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები და სემინარიები. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ რუსეთის ეკლესიამ 18 წლის შემდეგ მოაწესრიგა არანორმალური ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან,რის შედეგადაც აღიარებული იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1941 წელს,ნოემბერში სტალინმა თბილისიდან გამოიძახა მიხეილ ჭიაურელი,სასწრაფოდ დაავალა ფილმოს "გიორგი სააკაძის" გადაღება 6 თვეში.ეს ის დროა როდესაც გერმანელი ნაცისტები კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.სტალინმა დააფინანსა ყოველი პრობლემა რაც მოხდა გადაღების დროს.ფილმი მართლაც რეკორდულ დოს,6 თვეში ჩაბარდა სტალინს,სწორედ ამ ფილმის ჩვენებით ჩაუსახეს ხალხს მტერზე გამარჯვების იმედი იმავე წელებში სტალინის პირადი ინიციატივითა და განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,რომლის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ცნობილი მეცნიერი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. 1919 წელს საქართველოს ბრძოლა მესხეთის დაბრუნებისათვის წარმატებით დამთავრდა.1920 წლის ბოლოსათვის საქართველო აღსდგა თავისი მესხეთით...საგულისხმოა ისიც რომ სტალინს სურდა საქართველოსათვის დაებრუნებინა ის მიწები რომელიც თურქეთმა წაგვართვა,ეს გეგმაც მაგიდაზე ედო,მაგრამ მიზეზს ეძებდა.როდესაც მიზეზი გამოჩნდა და ომი გარდაუვალი ხდებოდა,ამერიკამ ხმა აიმაღლა თურქეთის დასაცავად და მეთიც,ნატოში მიიღეს.ამის შემდეგ სტალინი ვეღარ გამოუცხადებდა ომს თურქეთს,რადგან მესამე მსოფლიო ომის დაწყებას მოასწავებდა და ბელადს ეს არ აწყობდა -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 07:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი