IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გთხოვთ მირჩიეთ
mlocveli
პოსტი Apr 11 2010, 12:57 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-April 10
წევრი № 8,602




16 წლის ასაკში მომიტაცეს-6 თვეში მე და ჩემი მეუღლე დავცილდით რადგან ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს და მეც ლამის მისი მორიგი მსხვერპლი გავხდი; ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად; განსაკუტრებით მომავლის შიში გამიჩნდა-განათხოვარი ქალის სახელი, რაც ჩემს ქალაქში ხშირად ცუდ ყოფაქცევასთან აიგივებენ; ამ შიშში ვცხოვრობდი-ჩვეულებრივად- დავდიოდი ეკლესიაში, ვლოცულობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი; წარმატებებსაც მივარწიე;

23 წლის ვიყავი როდესაც ჩემი ყოფილი თანამშრომელი მამაკაცი მეგობრის სახით დამიახლოვდა; უბრალოდ ვსაუბრობდით, აღმოჩნდა რომ დაოჯახებული იყო მაგრამ ოჯახი დანგრეულია რადგან ცოლ-ქმარს ცუდი ურთიერთობა ქონდა; მე ვანუგეშებდი ვცდილობდი რომ გაეგო მისი ცოლისთვის; მაგრამ გატეხილს უკვე ვეღარ გაამთელებ თურმე; გარკვეული დროის შემდგე ამ ადამიანს "X" შევუყვარდი; მეუბნებოდა რომ განცხადება შეტანილი აქვს განქორწინებაზე, ცოლობაც კი შემომთავაზა , მითხრა რომ ოცნებობს მისი შვილი მუცლით ვატარო რომ უბედნიერესია რადგან მე ვყავარ... სიმართლე გითრათ, ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი და თბილი იყო რომ ჩავთვალე თავი ბედნიერად და დრეებს ვითვლიდი როცა ჯვარს დავიწერდით. ხომ ხდება რომ ადამიანებს არ უმართლებთ, როგორც მე პირველ ქორინებაში-ცემენ, სიგარეტით წვავენ, ურტყამენ, ეჭვიანობენ და ამის მერე ვიფიქრე რომ უფალამა მომცა ოჯახი;

გავიდა წლები, ჩემი შეყვარებული მამაკაცი მიზეზებს ყოველწელიწადს პოულობს რომ ჩვენი ერთად ყოფნა გადადოს-ხან ვალები, ხან შვილი, ხან ომი ქვეყანაშI ხან ... ამის გამო მე დეპრესიაში ჩავარდი, ხშირად ვჩხუბობთ..


ეს ყველაფერი გრძელდება 7 წელია.. ამ პერიოდის მანძIლზე მე ჯანმრთელობა ძლიან გამიუარესდა.. ხშირი ჩხუბების ნიადაგზე ვითიშები და გონებას ვკარგად -გონს სასწრაფოში ან საავადმყოფოში მოვდივარ...მაქვს თითქმის ყველა ორგანოს ქრონიკული დაავადება და 1 თვეში მინიმუმ 10 დრეს საწოლში ვატარებ; მაქვს იმუნური დაავადებები... ტრამვის შედეგად ჩაქცევა ტვინის არეში...

უკვე 2 წელია, ვცდილბ თავი დავარწიო, ამ ვითომ საქმროს, რომელიც მემგონი ჩემზე დაქორწინებას არც აპირებს ; რადგან როგორც აღმოვაჩინე ჯვარი აქვს დაწერილი გელათის მონასტერში... არადა სიყვარულიც და ცოლობაც მთხოვა და ხატზე დაიფიცა ეკლესიაში... 2 წელია მაწამებს იმის შეგრძნება რომ უბრალო აფიორაში გავეხვიე და მისი ვნებების დაკმაყოფილების ობიექტი გავხდი..

არ იფიქროთ რომ მეშინია და არ მიცდია რომ შემეწყვიტა ურთიერთობა რომელსაც მიზნად ჩემი დაღუპვა აქვს- არაფერი გამოვიდა... საშინლად მცემა,თმით მათრია ... მერე კი როცა მე ბოდიში მოვუხადე-მაპატიე შევცდი თქო-მაკოცა და მალე ერთად ვიქნებითო...

2 ჯერ ვცადე თვითმკვლელობა, თავი მოვიწამლე და სულ შემთხვევით რეანიმაციაში გადამარჩIნეს...
როგორც კი სიტყვას დავძრავ მემუქრება რომ ჩემს ოჯახს(რომელმაც არაფერი იცის) ლაფშI ამოსვრის, რომ გაჩენის დღეს მაწყევლინებს, რომ...

სად არ ვიყავი, ეკლესიაშიც- არ მინდა გავიკითხო მაგრამ მღვდელმა მთლიანად მე გადმომაბარა ეს ტვირთი, რომ მე უნდა ვუთხრა და ასე შემდეგ... არადა დამიჯერეთ ფიზიკურად გამისწორდება, და ეს შიში არ არის ეს ის გზაა რაც მე ვცადე სანამ თქვენ გთხოვდიტ დახმარებას...

ძალინ გთხოვთ დამეხმარეთ ! მინდა მყავდეს ქმარი და შვილები-ეკლესიაში უფალს პატიებას და შეწყალებას ვთხოვ; ვთხოვ გამხადოს ღირსი რომ ოჯახი მყავდეს და დამიფაროს...
30 წლის ვარ.. ჩემი ჯანმრთელობით ექიმები მეუბნებიან რომ შვილი მალე თუ არ გავაჩინე შეიძLება დედა ვერასდროს გავხდე... მტანჯავს ეს ყველაფერი... მგონია უფალი მსჯის რომ ჯვარნაწერ, თUნდაც უკვე გათიშული და გაციებული ცოლს, ქმარს ვეცილები...
უკვე 1 კვირაა თვითმკვლელობაზე ვფიქრობ-სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ... გთხოვთ მირჩიეთ დამეხმარეთ... გემუდარებით...
ხომ არ მივიდე გელათში და მოვძბნო ის მოძღვარი ვინც ჯვარი დაწერა , ხომ არ მოვუყვე მაგრამ... არ ვიცი... მე ვინ დამიცავს მისი საშIნელი აგრესიისგან როცა მითუმეტეს იარაღი აქვს და თუ მისი სურვილის წინააღმედეგ წავედი არ დამინდობს...

მირჩიეთ რა ვქნა? ვის მიმვმართო? ცოცხლად ვარ ჯოჯოხეთში..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ალექსანდრე
პოსტი Jan 16 2011, 03:28 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ეხლა წავიკითხე ეს თემა, რა ცემა რის მოკვლა ხალხო ჩალითაა ეს ქვეყანა დახურული? თუ სიმართლეა ეს ყველაფერი უნდა დაელაპარაკოს ნათესავი ან ვიმე და თუ საჭიროა დაუნგრიოს თავ ყბაც მეორეჯერ რომ ვეღარ გაბედოს მსგავსი რამ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mlocveli   გთხოვთ მირჩიეთ   Apr 11 2010, 12:57 AM
mlocveli   ეს ჩანაწერი მეგობრ...   Apr 11 2010, 01:58 AM
Ligia   ეს ჩანაწერი მეგობ...   Apr 11 2010, 06:05 PM
აბე   16 წლის ასაკში მომი...   Apr 11 2010, 12:10 PM
მეოჯახე   ყოველი დღე, ყოველი ...   Apr 11 2010, 10:33 PM
ბადრი   დაიკოო გაგიჭირდებ...   Apr 11 2010, 10:41 PM
აკაკი   ვურჩევდი სადმე მონ...   Apr 11 2010, 10:44 PM
terra   მონასტერი და მოძღვ...   Apr 12 2010, 01:52 AM
Ligia   მონასტერი და მოძღ...   Apr 12 2010, 01:58 PM
მაშიკო   mlocveli ჩვენი ამქვეყნა...   Apr 12 2010, 10:50 AM
ნონა   mlocveli საშინელი ისტორ...   Apr 12 2010, 11:25 AM
kinoteli   ვაი ვაი......მართლმად...   Apr 12 2010, 02:17 PM
terra   ვაი ვაი......მართლმად...   Apr 12 2010, 02:59 PM
kinoteli   [მე ვიტყოდი - ვაი ვა...   Apr 12 2010, 07:46 PM
Atman   როცა ქალს ჩაგრავენ...   Apr 12 2010, 07:48 PM
kinoteli   სისხლი სისხლის წილ...   Apr 12 2010, 07:53 PM
ქევანა   kinoteli კარგით რა პატივ...   Apr 12 2010, 07:55 PM
აკაკი   მე რაც დავწერე მხო...   Apr 12 2010, 07:57 PM
kinoteli   მე ყველანი მიყვარხ...   Apr 12 2010, 08:03 PM
A.v.B   16 წლის ასაკში მომი...   Apr 12 2010, 08:10 PM
Amuza   ეს ჟურნალი გზა არ ა...   Apr 12 2010, 08:25 PM
Ligia   ეს ჟურნალი გზა არ ა...   Apr 12 2010, 08:56 PM
aleqsandre1977   თუ იმის გესშინია რ...   Jan 15 2011, 02:14 PM
ალექსანდრე   ეხლა წავიკითხე ეს ...   Jan 16 2011, 03:28 AM
emzari   ძალიან ძალიან ძალი...   Jan 20 2011, 01:15 PM
emzari   ძალიან ცუდიააააა   Jan 20 2011, 01:27 PM
Grizly   მთავარია მონდომებ...   Jan 25 2011, 05:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 06:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი