ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
T.L. |
Mar 21 2007, 05:29 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ავტორი ამ პოემსა როგორც ვიცით არის შოთა რუსთაველი ან უფრო სწორედ რუსთველი; პირველად რუსთველი მოხსენიებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილის მიერ,მისსავე ნათარგმნ "იოსებიზილიხანიანში"...შემდეგ XVII საუკუნის პირველ წლებში კახეთის მეფის დავითის მიერ თარგმნილ "ქილილა და დამანაში"....შემდეგ უფრო და უფრო ხშირია მისი ხსენება...
მათ პოემის ავტორის ვინაობა გაიგეს იმ სტოფებიდან,რომლებიც დართული ქონდა როგორც პროლოგს ასევე ეპილოგს. პროლოგში ნათქვამია: დავჯე, რუსთველმან გავლექსე,მისთვის გულ-ლახვარ-სობილი (7) მე, რუსთველი,ხელობითა,ვიქმ საქმესა,ამადარი (8) ეპილოგში: ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა (1665) ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა (1669) მართალია ავტორი არსად არ აღნიშნავს რომ მას შოთა ქვია,სამაგიეროდ ხაზგასმით ამბობს რომ რუსთველია... მაგრამ, რა გარანტიაა რომ ეს სტროფები ნამდვილია და არა ჩამატებული. არავითარი გარდა ერთი მოსაზრებისა.ხელაღებიტ პროგის უარყოფა არ შეიძლება.წარმოუდგენელია რომ პოემას რამე შესავალი არ ქონოდა.დასაწყისში უნდა ყოფილიყო: მიმართვა ღვთისადმი (1-2),შემდეგ მეფის ქება (4-19),მსჯელობა ზოგიერთ განყენებულ სახეზე და პოემის შინაარზე (12,13,16,17,20,21,22-17) ამრიგად პროლოგის სედგენილობა ასეტი უნდა იყოს 1,2,4,19,8,3,6,12,13,15-17,11,20-27,9 სტროფები... რა ვიცით რუსთაველზე? ფაქტობრივად არაფერი...აღორძინების ხანის დასაწყისამდე არსად არაა მისი ხსენება.ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ იგი იდევნებოდა.იგნორი იქამდე მიდის რომ პოეტის სახელიც კი არ ვიცით.ცნობა იმის შესახებ რომ ვეფხისტყაოსნის ავტორია შ ო თ ა, უნდა მოდიოდეს ქართველთა ჯვრის მონასტრიდან პალესტინაში. ჩვენში დიდი ხანი ერსებოდა ლეგენდა რომ რუსთაველი იყო მეჭურჭლეთუხუცესი და რომ მან თავისი ცხოვრების უკნასკნელი წლები იერუსალიმის მახლობლად გაატარა ჯვრის მონასტერში... ამავე დროს ჯვრის მონასტრის ქართული "სვინაქსირის" აღაპთა შორის იკითხება ერთი აღაპი რომელიც მიწერილი უნდა იყოს არაუადრეს XIV საუკუნისა: "ამასვე ორშაბათსა აღაპი შოთაისი,მეჭურჭლეთუხუცესისაი". ამგვარად "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" და სვინაქსირის "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" ერთი და იგივე პირია,სახელდობრ ვეფხისტყაოსნის ავტორი. ეს დასკვნა 1643 წლის მახლობლად ნიკიფორემ გადმოიტანა ჯვრის მონასტრის სვეტზე,სადაც გამოხატულია მაქიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი,რომელთა წინაშე მუხლი მოუყრია ერთ დიდებულ ქართველს წარწერით: " ამისა დამხატავსა შეუნდოს ღმერთმან ამინ." ეს წარწერა სურათის მარცხენა მხარეზეა,ხოლო მარჯვენა მხარეზე მიწერილია "შოთა რუსთაველი". -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი