<<<ჩვენებურები>>> |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
<<<ჩვენებურები>>> |
სალომე |
Aug 6 2006, 06:51 PM
პოსტი
#1
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
ამ თემას ტრადიციულად ვხსნი
|
kato_Bato |
Jan 23 2011, 03:07 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
kent5
ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არაა მნიშვნელოვანი, მთავარი ისაა როგორ უყურებ ცხოვრებას შენ. როგორც ძნელ, მაგრამ ჩასაბარებელ გამოცდას, თუ როგორ, ცერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რა ვჭამო, რა ჩავიცვა, სად გავიცინო. მე ხანდახან ძალიან პატრიოტი ვარ, ხშირად ვგიჟდები ლიტერატურაზე, ყოველდღე მაქვს სიკეთის გაკეთების სურვილი, მაგრამ ძირითადად ამას ფონად ჩემი გაუთავებელი მოვალეობები და"ერთი ამომასუნთქა" გასდევს. ანუ ჩემი ფონი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიხედვით, თუ არსებობს ასეთI ცნება, არ არის მორწმუნის, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ქრისტიანული გადასახედიდან ტალანტების დამმარხავი და "Aდამიანური" გადასახედიდან პოტენციური კარგი ტიპი, რომელსაც თუ "შანსს" მისცემ, რამე კარგს იზამს.აი, რომ დამკრას თავში, შეიძლება ძალიან დიდი გმირობა ჩავიდინო, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ ყოველ დღე და არ იქნება ეს ჩემი მუდმივი პულსი. ეს ხალხი რომ დაგიბრუნდეს, დაგიჯდეს აქ და პრეზიდენტი და საზოგადოება აგინოს, რასაც 99% აკეთებს, რა ბედენაა? ან ამათი ოჯახი რომ იყოს მშიერი და ჩაუცმელი არა ქრისტეს, არამედ უმუშევრობის სახელით? "ჩემი სამშობლო ჩემი გულია" აქ თუ არ ვიპოვი, აქ თუ არ გავაღებ და გავაშენებ, სულ ამაოა ეს ამდენი მაგალითი. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, ისიც ქუჩაში რომ ნამწვავს აგდებს, ჩემს 3 წლის შვილს რომ ყურში ახველებს და ცხვირსახოცს არ იფარებს, ისიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, არ უნდა ამხელა იდეალების ბრახუნი გადაღლილ ხალხს. არავინ არ იხსენებს გრიგოლ ხანძთელის მაგალითს, ყველას გაბრიელ ბერის მითის დამსხვრევის ეშინია. ვითOმ სასწაული გაქრება და ქრისტე არ გაჩერდება თავის ადგილას! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი