![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
archmikael |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 23-November 10 წევრი № 9,949 ![]() |
ანუ მარტივარ რომ ვთქვათ ჩემო კარგო ჩვენ ვინც ეხლა მართლმადიდებურ ეკლესიას ვეკუთვნით ცდომილებაში ვართ და შენ თავად გჯერა მაგის? ისე კი შეგახსენებ რომ ჩვენ ისევ იქ ვდგავართ და თქვენ???? ,, 19 ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ, მაგრამ გავიდნენ, რათა გამოჩენილიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის. 20 თქვენი ცხება კი წმინდისგან არის, ყველას გაქვთ ცოდნა. 21 იმიტომ კი არ გწერთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით, არამედ იმიტომ, რომ იცით და ჭეშმარიტებიდან არავითარი სიცრუე არ მომდინარეობს."(იოანეს პირველი წერილი 2:1-29) ასე რომ მგონი ნატელია ყოველივე,ასე რომ განხეთქილების მომხრეთგან ჭკუის სწავლება მგონი ცოტა უადგილოა?!
ისე ერთი პატერიკი გამახსენდა ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 11:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი