![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
baklana |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 18-January 11 წევრი № 10,297 ![]() |
მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ფორუმელებო. გადავწყვიტე გამეხსნა ახალი თემა სადაც ემიგრანტები დადებენ პატარა ჩანახატებს.
დიდად მხატვრული აზროვნებითა და წერის ნიჭით არ გამოვირჩევი მართალია ,მაგრამ ვცდი..იმედია თავს არ შეგაწყენთ ალბათ ჩემი ნაწერის შემდეგ უფრო ნათლად მიხვდებით რა შინაარსის იქნება ეს თემა პ.სმოდერატოს ვთხოვ თუ არასწორად გავხსენი თემა,იქნას გადატანილი ან წაშლილი ![]() პ.პ.ს გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად ქართველებო ![]() ![]() ![]() რომ დაიბადები, მე დავიბადები... რომ გაიღვიძებ, მე ჩიტების ჟღურტულად გადავიქცევი, რომ დილა გაგილამაზო... რომ შეჭამ, შენს მადად ვიქცევი... რომ ირბენ, ქარად ვიქცევი და გზიდან კენჭებს გადავყრი... რომ ისაუბრებ, ყველა შენს სიტყვას ჩავიწერ და ტომეულებად გამოვცემ... რომ დაიძინებ, ლამაზ სიზმრად ვიქცევი და ზღაპარს გაჩუქებ... რომ გარდაიცვლები, ჩემს მიწისფერ თვალებში დასაფლავდები... გერმანია.მაინცი 2011 წელი. 22:28.....17 იანვარი წერით არასოდეს არ დამიწერია,რაიმე ჩანახატი არ გამიკეთებია.... ვთვლი რომ არ გამომდის....აბა ,ეხლა რამ გადაგაწყვეტინა დაგეწერააო?დაისმევა კითხვა...რამ და მარტოობამ.დიახ მარტოობამ აი,ამ წუთში თავს ვგრძნობ მარტო....მიუხედავად იმისა რომ.... მაგრამ არ დავიწყებ იმის წერას თუ რატომ ვარ ასე....უბრალოდ მინდა დავწერო ..... გადავხედე ჩემი ცხოვრების განვილ ეტაპებს და აღმოვაჩინე რომ საინტერესო იყო ჩემი ცოხვრების უკანასკნელი 3 წელი.....საერთოდ ადამიანი (ყოველშემთხვევაში მე ასე დამემართა...) როცა რაღაცა მთავრდება მერე აცნობიერებ თუ რა ძვირფსი იყო ის რაც გქონდა.... კიდევ იცი რა მიმახვედრა ცხოვრებამ?ჰმ...არადა საკვირველია,თითქოს 25 წლის ასაკში ეს უნდა მცოდნოდა....რომ არ უნდა იოცნებო.....მყარად უნდა იდგე...არა მთლად მეოცნებეც არ ვარ....არ დავფრინავ ..მაგრამ არის მომენტები როდესაც სადღაც გაგეპარება გონებაში ოცნება და.... თავისუფლება შემაყვარა ევროპამ...... ზოგი მკითხველი რას აღარ გაივლებს თავში.... იცით როგორი თავისულება....მიდიხარ ქუჩაში....აი თუნდაც პრაღაში...კარლოვის ხიდზე ,სადაც ათასობით ტურისტი ირევაა....მაგრამ შენ თავისუფალი ხარ....არავინ გიყურებს ...შენ ხარ შენთვის.....ან თუნდაც პარიზში...როდესაც სენის ნაპირებს გაყურებ და ღრმა ფიქრებში იძირები....შენ თავისუფალი ხარ... ამ თავისუფლებას ვგულისხმობ... კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა ევროპამ სამშობლოსთან.....უფალთან და მიმახვედრა რამდენად ძვირფასია ეს ყველაფერი..... ~ ალბათ თავიც შეგაწყინეთ..... იხარეთ და იმრავლეთ ქართველებო.... ხვალამდე .თქვენი ბაკლანა ![]() -------------------- მიყვარს
|
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
jariskaci
ციტატა 8 ნოემბერი დღეს 8 ნემბერია დილიდანვე რაღაც უხასიეთოდ გავიღვიძე, დღეს ხომ ჩემი ქორწილის დღეა? მართალია ამ დღეს არ დავიწერეთ მე და ნუცამ ჯვარი მაგრამ ამ დღეს, “ილიაობას” ჩემთან მქონდა ქორწილი, მახსოვს რა ბედნიერი დღე იყო. ძალიან მენატრება ნინუცა, ძალიან, ჩემი პატარა ანგელოძი, ჩემი ცხოვრების აზრი და მიზანი. მის გარეშე ვერც კი წარმომედგინა ცხოვრება, არ ვიცი, ახლა ვცხოვრობ თუ ვარსებობ..... მტელი ცხოვრება იმისტვის ვიწვალე რომ ბედნიერი ოჯახი მქონიდა და საყვარელი ადმიანის გვერდით ვყოფილიყავი, სამაგიეროდ კი რა დამრჩა ამ ყველაფრისგან? არაფერი....... არ ვიცი არტომ გამწირა ღმერთმა ასე, მე ხომ მალე პატარა უნდა მყოლოდა და მამა გავმხდარიყავი, ჯერ იმას ვერ ვიჯერებდი რომ ცოლ ქმარი ვიყავით და მამობა ხომ.......... მთელი ერთად ცხოვრების პერიოდი შეყვარებულებივით ვიყავით, პატარა ბავშვებივით გვიხაროდა ერთად ყოფნა, ერთი სულით ვცხოვრობდით. არ მინახავს მე ნუცასავით საყვარელი ადამიანი ამ ქვეყნად და ალბათ ამიტომაც დავდივარ ისევ მარტო... მე მისი სიყვარულით და მასზე მოგონებით ვარსებობ.... მენატრები ნუცი, სიგიჟემდე მენატრები, ამ სიტყვებს ყოველწამს ვიმეორებ გულში და მინდა ხოლმე რომ ხმამაღლა ვიყვირო, ქვეყანას გავეგებინო რომ ძალიან მენატრები და მიყვარხარ, მიყვარხარ ისე ძლიერ რომ გული მტკივა .ახლაც ამიტომ ვარ აქ ვეძებ "რაღაცას" ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ....... ჩვენი ცხოვრება არაფერია.......... მთელი დღე უაზროდ გავიდა, არაფრის თავი არ მქონდა ველოდებოდი როდის დაღამდებოდა რომ ინტერნეტში შევსულიყავ და ცოტა გული გადამეყოლებინა. მამაჩემს ველაპარაკე სკაიპით, ძალიან მოტეხილი მეჩვენა, მანაც ბევრი რამე გადაიტანა და.....ეხ............. ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი